ხშირად ხდება, რომ სუფრა გაშლილია, ყველა ზის და მიირთმევს და ვიღაცას ნიორი მოუნდება. უნდა ადგე, მოაცილო კბილები, გაფცქვნა, გახეხო… არ არის სასიამოვნო ხელების დასვრა და ნივრიც ფურცელიც ბუმბულივით იფანტება სამზარეულოში. რა არის გამოსავალი? ნივრის პასტა, რომლის გამოყენებას საზღვარი არ აქვს: ხორცი, სალა, სოუსი, წასასმელი პურზე და სხვადასხვა სალათები.
როგორ მოვამზადოთ ნივრის პასტა
ინგრედიენტები:
- 250 გრ. ნიორი
- 2 ს/კ ვაშლის ძმარი
- 3-4 ს/კ ზეითუნის ზეთი
- რამდენიმე ღერი კამა
მომზადების წესი:
- მოამზადეთ სტერილური ქილა და ნიორი.
- გაფცქვენით ნიორი და მოაჭერით ზედმეტი ნაწილები.
- ჩაყარეთ ნიორი ჩოფერში, დაუმატეთ კამა, ზეთი და ძმარი.
- აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გადაიტანეთ მიღებული მასა სტერილურ ქილაში. თავზე მოასხით ცოტა ზეთ და შედგით მაცივარში.
- ეხლა კი, იმისათვის რომ კერძში ცოტა პიკანტურობა შეიტანოთ, მხოლოდ მაცივრის გამოღებაა საჭირო.
ეს პასტა მაცივარში ინახება რამდენიმე თვე უპრობლემოდ, რომ არ გაფუჭდეს, დაიცავით ჰიგიენა და ამოიღეთ მასა მხოლოდ სუფთა კოვზით. ისე, მალე გაგითავდებათ, იმდენად გემრიელია.ეხლა უკვე შეგიძლიათ აიღოთ პურის ყუა, გადაუსვათ თხელ ფენად კარაქი და ზემოდან სულ ცოტა ნივრის პასტა, შემდეგ პომიდორი და სალის თხელი ნაჭერი. გემრიელად მიირთვით და წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!
ხახვი და ნიორი ეს ყველა ზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმისათვის, რომ მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ სურნელოვანი და საღი თავები ზამთრისთვის, უნდა იცოდეთ სწორად შენახვა. ამ თემაზე შმდეგ სტატიაში გესაუბრებით.