3 მცენარე, რომლებსაც აფთიაქებისა და საავადმყოფოების ჩანაცვლება შეუძლია

1391

მინდა გაგიზიაროთ პირადი შთაბეჭდილებები ჩემს ოჯახში იმ სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესახებ, რომლებიც ჩვენთვის აფთიაქებსა და საავადმყოფოებს უკვე დიდი ხანია ანაცვლებს.

აბზინდა

ეს ბალახი ყველგან გვხვდება და იგი სარეველას ჰგავს. თუმცა, იგი ძველი დროიდან ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. მას იყენებენ როგორც გულისრევისსაწინააღმდეგო, ანტიპარაზიტულ და შარდმდენ საშუალებას. აბზინდას სიმწარე აძლიერებს მადას, მისი ეთერზეთები კი ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

აბზინდას ყვავილობის პერიოდში აგროვებენ, მაგისტრალებისა და მჭიდროდდასახლებული რაიონებისგან მოშორებით. ჭრიან ყვავილოვან ტოტებს, აშრობენ სინათლისგან დაცულ, კარგად განიავებად ოთახში, ფენებად დაწყობილს, და პერიოდულად აბრუნებენ. შეგიძლიათ, ტოტები კონად შეკრათ და ჩამოკიდებული გააშროთ. მზა ნედლეული 2 წლამდე ინახება მშრალ ოთახში, ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში.

დააქუცმაცეთ 1/2 ჩ.კ. ბალახი შუშის ქილაში. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთით. გადაწურეთ, მიიღეთ მაღალი ტემპერატურის, უმადობის, მწვავე რესპირატორული და ვირუსული დაავადებების დროს, იმუნიტეტის მოსამატებლად. დალიეთ 1/4 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში სამჯერ, მცირე ყლუპებად, 2 კვირის განმავლობაში. ყოველდღე მოამზადეთ ახალი ნაყენი. 10-დღიანი შესვენების შემდეგ, კურსის განმეორება შეგიძლიათ.

მე, ჩვეულებრივ, ნაყენს გაზაფხულზე, ორგანიზმის დასუსტების დროს ვიღებ. პირველი ორი კურსის შემდეგ, თავს უკვე ჯანმრთელად ვგრძნობ.

მებალახეები გვირჩევენ, რომ სახლიდან ტკიპებისა და რწყილების მოსაშორებლად. აბზინდას გამხმარი ბალახები მთელ სახლში დავალაგოთ.

წიწიბურას ნაყენი

თავის ტკივილის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის დასამარცხებლად, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, ხალხური მედიცინა გვირჩევს წიწიბურის მშრალ ყვავილებსა და ბალახს. ამ ნაკრებისგან, რომლის შეძენაც აფთიაქშია შესაძლებელი, ამზადებენ ნაყენს: 1 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 40 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბავშვებისთვის დოზა უნდა განახევრდეს. საშუალება მოამზადეთ ყოველდღე, დალიეთ 1 თვის განმავლობაში და შეისვენეთ 3 კვირით. შემდეგ მიჰყევით სქემას: 21 დღე დალიეთ, შეისვენეთ 21 დღით და ისევ ამდენივე დღით დალიეთ. მკურნალობის სრული კურსი 4 თვეს უნდა შეადგენდეს.

ოსეროს (ძარლის ენა) ნაყენი

მე ხშირად ვიყენებ ოსეროს ფესვის ნაყენს სამკურნალოდ. მას შემდეგნაირად ვამზადებ: 200 გ დაქუცმაცებულ ფესვს ვასხამ 1 ლ მაღალხარისხიან არაყს და 10 დღით ვდგამ ოთახში, ბნელ ადგილას. ნაყენი მზადაა. მას ისევ ბნელ ადგილას ვინახავ და დიდხანს მყოფნის.

ვიღებ მას ანგინის დროს – თბილი, გადადუღებული წყლით სავსე ჭიქაში ვაზავებ 1 ჩ.კ. ნაყენს. ამ ხსნარით დღეში 3-4-ჯერ ვივლებ ყელს. რამდენიმე დღეში, ანგინის არსებობის შესახებ მავიწყდება.

გაუზავებელი სახით, ნაყენი გამოიყენება ოტიტის დროს – დღეში რამდენჯერმე ვიზელ მას ყურს უკან კანზე. ორ დღეში ანთება ქრება. ეს საშუალება მშველის ტუჩის ჰერპესის დროსაც: მტკივან ადგილს რამდენჯერმე ვიწვავ ნაყენში ამოვლებული ბამბით, ამის შემდეგ კი ქერქი სწრაფად ძვრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს