მზარეულმა მოპარა დესერტის რეცეპტი კონკურენტს, “პინა კოლადა” თითოეულ სტუმარს თითო ქილა შეხვდა

280

სანამ ზაფხული არ დასრულებულა, ვამზადებ ტრაიფლის ჭიქებში. ყოველთვის დიდი ტორტის ცხობა საჭირო არ არის. დესერტი ტრაიფლი ძალიან მოსახერხებელია, მას არ ჭირდება თეფში და დაჭრა, ჭირდება მხოლოდ ერთი კოვზი და ქილა, ამიტომ ძალიან მოსახერხებელია პიკნიკებზე.ჩემი საყვარელი ტრაიფლია “პინა კოლადა”. ეს რეცეპტი ჩემმა მეგობარმა კონდიტერმა მასწავლა. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ “პინა კოლადა”, ის ხომ ნამდვილი სიამოვნებაა!

ტრაიფლი ჭიქებში

ინგრედიენტები კრემისთვის 

  • 100 გრ. ნაღები 33%
  • 100 გრ. არაჟანი 22%
  • 30 გრ. შაქრის პუდრა

ინგრედიენტები ანანასის კუდრისთვის

  • 200 მლ, ანანასის სიროფი
  • 1 კვერცხის გული
  • 15 გრ. კარაქი
  • 10 გრ. სიმინდის სახამებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის, თავზე მოსასხმელად და მოსართავად

  • ვანილის ბისკვიტი (ერთი მესამედი)
  • 800 გრ. ქოქოსის ფანტელი
  • 200 გრ. დაკონსერვებული ანანასი

მომზადების წესი:

  1. ჯერ მოამზადეთ ვანილის ბისკვიტი. ის შეგიძლიათ გამოაცხოთ თვითონ ან იყიდოთ უკვე მზა სახით ნებისმიერ მსხვილ მარკეტში კულინარიულ განყოფილებაში. დააქუცმაცეთ ბისკვიტი ჩოფერში წვრილად.
  2. ანანასის კუდრის მოსამზადებლად ჩაასხით ქვაბში ანანასის სიროფი და კვერცხის გული, კარგად აურიეთ და დაუმატეთ სახამებელი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მასა უნდა გასქელდეს, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და ისევ აურიეთ.
  3. გადაიტანეთ ანანასის კრემი საკონდიტრო ტომარაში და შედეთ მაცივარში გასაცივებლად.
  4. კრემი გააკეთეთ შემდეგი წესით: აურიეთ ცივი ნაღები, არაჟანი და შაქრის პუდრა. ათქვიფეთ კარგად და გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. ეს ნაღების და არაჟნის კრემი ძალიან უხდება ანანასს და არ ითხოვს ბისკვიტის დამატებით დანამვას.
  5. ააწყვეთ ტრაიფლი: ძირზე ჩააფინეთ ნაღების კრემი, შემდეგ დაფხვნილი ბისკვიტი, შემდეგ ისევ კრემი, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი, შემდეგ კი ანანასის კუდრა.ანანასის კუდრა იგივე მოხარშული კრემია, რომელშიც რძის მაგივრად გამოიყენება ხილის წვენი.
  6. ანანასის კუდრაზე მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი, შემდეგ ისევ ნაღების კრემი, ქოქოსის ფანტელი და დაჭრილი ანანასები. შემდეგ ცოტა დაფხვნილი ბისკვიტი და დაასრულეთ ფენები ანანასის კუდრით, რომელსაც მოაყრით ცოტა ქოქოსის ფანტელს. ზემოდან მორთეთ ანანასის დარჩენილი ნაჭრებით.
  7. ტრაიფლი გამოდის გემრიელი და წვნიანი, ამასთან აქვს ნაღების სასიამოვნო ნოტები. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: ეს დესერტი კარგია იმით, რომ მისი მომზადება შეიძლება სხვადასხვა ნარჩენით, კრემით და შეგიძლიათ დაამატოთ ყველაფერი, რაც მოგწონთ და გინდათ. ტრაიფლი ჭიქებში “პინა კოლადა” – ეს მართლაც, რომ საოცარი ნეტარებაა, მისი გემო ყველას მოხიბლავს. ყველაზე მაძღარი სტუმარიც არ იტყვის უარს მის დაგემოვნებაზე და აღფრთოვანებული დარჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს