საზამთრო გაიაფდა, უკვე 15 ქილა მოვხუფე ეს გასაგიჟებელი საჭმელი

0
1127

საზამთრო მარინადი ყოველთვის მეგონა გასტრონომიული კურიოზი, მაგალითად, როგორც მურაბიანი წიწიბურა. მაგრამ ამბობენ, რომ ეს ძალიან გემრიელია. მოდით გავსინჯოთ. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ საზამთროს მარინადის მომზადებას ზამთრისთვის, შემოგვიერთდით!

საზამთროს მარინადი ზამთრისთვის

ინგრედიენტები

  • 2 კგ. საზამთრო
  • 1 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ 70 % ძმარი
  • 2-3 ცერეცოს ქოლგა

მომზადების წესი

  1. გაასტერილეთ ქილები და თავსახურები თქვენთვის მოსახერხებელი წესით.
  2. მოაცილეთ საზამთროს ქერქი, დაჭერით და შეძლებისდაგვარად მოაცილეთ კურკები.
  3. ჩააწყვეთ დაჭრილი რბილობი ქილებში, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 15 წუთი.
  4. გადაასხით ქილიდან წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე, ჩააგდეთ ცერეცო და ადუღეთ ორი წუთი.
  5. საზამთროიან ქილებში ჩაყარეთ მარილი და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი.
  6. დაუმატეთ ძმარი. დაახურეთ თავსახური და მოხუფეთ.
  7. გადმოაბრუნეთ ქილები, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას. შემდეგ შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.გემრიელად მიირთვით!

მარილიანი საზამთრო

ინგრედიენტები

  • 500 გრ საზამთრო
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 100 მლ. წყალი
  • 3 ცალი სურნელოვანი წიწაკის ბურთულა
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1ჩ/კ 9% ძმარი

მომზადების წესი

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაყარეთ შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი და აადუღეთ.
  2.  ამასობაში დაჭერით ნიორი, საზამთრო კუბებად და მოაცილეთ კურკები.
  3. გამორთეთ ადუღებული წყალი, ჩაასხით ძმარი და მოურიეთ.
  4. ჩააწყვეთ სუფთა, სტერილურ ქილებში ნივრის ნაჭრები და საზამთრო.
  5. დაასხით მარინადი.
  6. დაახურეთ ქილებს თავსახური და დადგით 24 საათი.

ასეთი მარინადი უნდა შეინახოთ მაცივარში.ეხლა საზამთროს სეზონია, და რა უნდა ვქნათ, თუ ის უგემური გამოდგა, ან დიდი იყო და ბოლომდე ვერ შეჭამეთ? გვაქვს კარგი შემოთავაზება: გააკეთეთ სმუზი საზამთროსგან კენკრით და ხილით. გისურვებთ წარმატებას.