შენი ნორმალური წნევის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ აკონტროლო საკუთარი ჯანმრთელობა. ზოგიერთ ახლგაზრდას ჰიპოტონია ან ჰიპერტონია დაავადების სიმპტომი ჰგონია. ისინი იწყებენ გამოკვლევებს, ეძებენ ცუდად ყოფნის მიზეზებს და ვერ პოულობენ მას. არადა უბრალოდ უნდა იცოდნენ თავისი ნორმალური არტერიული წნევა. ჰიპოტონიკებმაც და ჰიპერტონიკებმაც უნდა იცოდნენ წნევის დარეგულირება სახლის პირობებში, იმ შემთხვევისთვის, თუ ხელთ არ აქვთ საჭირო მედიკამენტი.
მაღალი არტერიული წნევის სიმპტომები:
- მაღალი არტერიული წნევა – 140/90-ზე მაღალი
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- ღებინება
- უჰაერობა
- ტკივილი მკერდის არეში
როგორ დავიწიოთ წნევა სახლის პირობებში
სუნთქვითი ვარჯიშები – მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სუნთქვითი ვარჯიშები დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ყველაზე მთავარია, კონცენტრირება მოახდინოთ ვარჯიშის სწორად შესრულებაზე. ამისათვის უნდა მიიღოთ მოხერხებული მდგომარეობა, დახუჭოთ თვალები და მოდუნდეთ. ჩაისუნთქეთ ღრმად 5 თვლაზე და ამოისუნთქეთ იგივე ტემპით. ჩასუნთქვისას უნდა გამოზნიქოთ მუცელი და ამოისუნთქოთ პირით.
მაღალი წნევის მიზეზები
- ორგანიზმის ბუნებრივი დაბერება
- ზედმეტი წონა
- არასწორი კვება
- გენეტიკური განწყობა
- მავნე ჩვევები
- ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი
- მცირე ფიზიკური დატვირთვა
- მჯდომარე ცხოვრების წესი
- ამინდი
- სისხლძარღვების ტონუსის დარღვევა
- ჰორმონალური დარღვევა
- ხერხემლის პრობლემები
ცხელი წყალი – ცხელი წყლის აბაზანა დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის აღდგენასა და დაძაბულობის მოხსნაში. ჩაასხით ჯამში ცხელი წყალი და ჩააწყვეთ ფეხები და ხელის გულები 10 წუთი. ეს პროცედურა გაუმკლავდება მხოლოდ მცირედ აწეულ არტერიულ წნევას და თავის ტკივილს.
როგორ დავიწიოთ წნევა ორსულობის დროს
- დალიეთ ლიმნიანი წყალი
- ვაშლის ძმრიანი კომპრესები
- თავის და კეფის მასაჟი
- თბილი აბაზანები ფეხებზე
- ჩაი გვირილით, პიტნით, კამით, ვალერიანით
- მასაჟი – არ არის აუცილებელი პროფესიონალური მასაჟი იცოდეთ. შეგიძლიათ მდგომარეობა გაიუმჯობესოთ მხრების, კისრის და კეფის მიდამო, მუცელი და მკერდი. თუ არის საშუალება, თხოვეთ ვინმეს გაიკეთოთ ზურგის მასაჟი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად არ დაგავიწყდეთ ფეხის და ხელის გულები.
- ხილი – ფორთოხალში და ლიმონში არის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა, რომელიც იცავს სისხლძარღვებს და ხდის მას უფრო ელასტიურს. ციტრუსების გარდა ჩართეთ რაციონში კივი, მარწყვი, ვაშლი, ატამი, გარგარი, ანანასი, მანგო, ყურძენი.
- კომპრესი ფეხებზე – ვაშლის ძმარი შეიცავს ვიტამინებს და ნივთიერებებს, რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვებს და ხსნის სპაზმს. იმისათვის, რომ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა, დაასველეთ ტილო 9%-იან ვაშლის ძმარში, დაიდეთ საფენი ფეხებზე 10 წუთის განმავლობაში. ეფექტის გასაუმჯობესებლად გადაახვიეთ სამზარეულოს პარკით.
- ბოსტნეული და მწვანილი – ყოველდღიურად მიირთვით ბოსტნეული და მწვანილი. სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ბადრიჯანი. ისინი ტონუსს მატებს სისხლძარღვებს.
- თბილი ჩაი – პიტნა ხსნის სტრესს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. თუ გსურთ სწრაფად დაიწიოთ წნევა, დააყენეთ პიტნის ნაყენი. სვით თბილი ყლუპ-ყლუპად. შეგიძლიათ დაუმატოთ კოჭა ან ლიმონი.
პროდუქტები: დაბალანსებული რაციონი დიდი რაოდენობით ხილით და ბოსტნეულით წნევის აწევისგან დაგიცავთ. ჩართეთ რაციონში ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, ნიორი. მიირთვით მეტი ციტრუსი, შვრიის ფაფა და რძის პროდუქტები.
- კაკაო – კაკაო რძით ავსებს ორგანიზმს მაგნიუმით და კალცით. ეს დაგეხმარებათ არტერიული წნევის ნორმალიზებაში. ნატურალური კაკაო დანამატების გარეშე კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა ჰიპერტონიკებისთვის.მაღალი წნევა დიდი ხნის განმავლობაში არ ვლინდება. მაგრამ ამ დროს ხდება შეუქცევადი პროცესები ორგანიზმში.ჰიპერტონია აწუხებთ არა მარტო ასაკოვან ადამიანებს და ზომების მიღება მაშინვეა საჭირო. არ მიიღოთ თვითნებურად მედიკამენტები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
- სანელებლები – ჰიპერტონიკებისთვის სასარგებლოა ისეთი სანელებლები, როგორიცაა: ნიორი, კარდამონი, დარიჩინი, კურკუმა, შავი პილპილი. ნიორი აფართოებს სისხლძარღვებს, კურკუმას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.ჯანსაღი კვება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა – ეს არის საფუძველი კარგი ჯანმრთელობის. არ დაგავიწყდეთ ექიმთან ვიზიტი, იყავით ჯანმრთელად!