ფითრი: 11 სამკურნალო რეცეპტი. შხამიანი მცენარე, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებსა და ეპილეფსიას კურნავს

2763

სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ფითრი ძველი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ბალახის მოკრეფა და მომზადება მარტში ხდება. მას აფნენ და აშრობენ ბნელ ადგილას. გამშრალი ფითრი მოყვითალო ხდება. შეინახეთ გამომშრალი ნედლეული ბნელ თიხის ჭურჭელში და მჭიდროდ დაახურეთ ქსოვილი. შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში, გამოყენების ვადა შეზღუდული არ არის.

ხალხურმა მედიცინამ იცის, რომ ფთირი მრავალ დაავადებას კურნავს. მისი ნახარშებისა და ნაყენების დახმარებით, შესაძლებელია ნერვული სისტემის გაჯანსაღება, კრუნჩხვებისა და თავის ტკივილების განკურნება. ფართო გამოყენება ჰპოვა მოცემულმა მცენარემ ქალური დაავადებების სამკურნალოდაც: მიომა, მასტოპათია, საშვილოსნოშიდა სისხლდენა, მეძუძურ დედებში ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, მისი გამოყენება შეიძლება ფარისებრი ჯირკვლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების პრობლემების დროს.

1. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, აიღეთ 1 ჭიქა გადადუღებული, გრილი წყალი და დაასხით 1 ჩ.კ. დანაყულ ფითრის ფოთლებსა და ტოტებს. დააყენეთ არანაკლებ 7 საათით. გადაწურული ნაყენი მიიღეთ 1/3 ჭიქით, დღეში სამჯერ, განკურნებამდე.

2. ნახარშის მოსამზადებლად, ემალის ქვაბში თითო ს.კ. კატაბალახასა და ფითრის დანაყულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე. ადუღების შემდეგ, ხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. დალიეთ გაწურული სამკურნალო საშუალება დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით.

3. მხოლოდ ფითრის ნახარში მზადდება და გამოიყენება იმავე სახით, 15 გ დანაყული მცენარით.

4. არსებობს ნახარშის მომზადების კიდევ ერთი გზა. ჩაასხით 1 ლ წყალი ემალირებულ ჭურჭელში, ჩაყარეთ 30 გ დანაყული ფითრი. ადუღების შემდეგ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით. 1 საათით დაყენებული და გადაწურული ნახარში მიიღეთ დღეში სამჯერ, 1/2 ჭიქით.

5. ფითრის ნახარშში ჩალბობილი კომპრესების გამოყენებით, შესაძლებელია რთულად შეხორცებადი ჭრილობების, პოდაგრის, ტროფიკული წყლულებისა და სახსრების რევმატიზმის მკურნალობა. ნახარშს 60 გ წვრილად დანაყული ტოტებისა და ფოთლებისგან ამზადებენ, 1 ლ წყლის დასხმით. ადუღებული ნახარში ნელ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით ხარშეთ.

6. 1 გ კატაბალახას ფესვისა და 0.5 გ ფითრის ფესვებისა და ფოთლებისგან მომზადებული ფხვნილი მიირთვით ძილის წინ, სამი დღის მანძილზე, როგორც შიდა პარაზიტების მოსაშორებელი საშუალება. საუკეთესო ეფექტისთვის, მკურნალობის დღეებში მიირთვით დიდი რაოდენობით დახეხილი სტაფილო.

7. ჰიპერტონიას, ნაწლავურ ატონიას, კუჭისა და ცხვირის სისხლდენას დაამარცხებთ ფითრის 15 გ დანაყული მორჩებისა და ფოთლების ნაყენით: დაასხით ნედლეულს 1 ჭიქა თბილი, გადადუღებული წყალი. საღამოს მომზადებული ნაყენი გადაწურეთ დილით და მიირთვით დღის განმავლობაში სამ ულუფად, თითო ს.კ. ოდენობით.

8. ფითრი ისეთი რთული დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენება, როგორიც ეპილეფსიაა. მკურნალობა მინიმუმ 1 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ფოთლებთან ერთად, მოჭერით ფითრის მორჩებიც, არაუმეტეს 20 სმ-ზე(ეს მცენარე ვაშლის ხეზე უნდა ცხოვრობდეს). გამოაშრეთ და შეინახეთ მომზადებული მცენარე მშრალ და ბნელ ადგილას.

9. ეპილეფტიკური შეტევებისგან გასათავისუფლებლად, აიღეთ თითო ს.კ. ფითრი, ასფურცელას ყვავილები და მაისის ქრისტესისხლას ბალახები. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ წყალი და აადუღეთ. დალიეთ გადაწურული ნაყენი მომდევნო დღის განმავლობაში.

10. ეპილეფტიკების დამშვიდებაში დაგეხმარებათ ლითრუმის ნაყენიც. აიღეთ 1/2 ჩ.კ. დანაყული მცენარე, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ არანაკლებ 4 საათით. გადაწურული ნაყენი მიირთვით 12 დღის განმავლობაში, 50-50 მლ დღეში სამჯერ. შემდეგ, 4 თვის მანძილზე ყოველდღე მიიღეთ 1 ჩ.კ. მცენარის ხსნარი.

11. ლითრუმისგან შეიძლება ნაყენის მომზადება სპირტითაც. აიღეთ 0.5 ლ 7-%-იანი სპირტი ან 250 მლ არაყი 50 გ ნედლეულზე. დააყენეთ მასა 1 თვით. მიიღეთ ტინქტურა 4 თვის განმავლობაში, ჭამამდე, 1 ჩ.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს