შეიძლება საკვების აღება უცნობი ადამიანისგან? გვპასუხობს ნათელმხილველი

0
313

გარშემომყოფებთან დამოკიდებულება ყველს სხვადასხვაგვარი აქვს. ზოგი უნდობლობითაა განმსჭვალული, ზოგი კი გახსნილია ურთიერთობისთვის. მაგალითად, იღებენ უცნობებისგან საბავშვო ტკბილეულს ან სხვა ნივთებს. რამდენად სწორია ეს საქციელი? უდავოდ, ყოველთვის არ არის სასურველი უცნობებისგან საჩუქრების აღება. ეს უცნაურია და არ არის ლამაზი. საკვები პროდუქტი შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს. ვინ იცის, რა უტრიალებს თავში უცნობს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ტკბილეული ბავშვებისთვის

ყველას გვიყვარს ჩვენი შვილები და ვნერვიულობთ ხოლმე თუ ისინი სახლში არ არიან. ისეთი დროა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორი რეაქცია გექნებათ, თუ თქვენს პატარასთან მიდის უცნობი ადამიანი და რამე გემრიელობით გამასპინძლებას სთავაზობს. აქ ორი ვარიანტია. თუ ეს ზრდასრული ქალი ან მამაკაცია, ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ უცნობს უარი უთხრათ კორექტული ფორმით. არ ხართ ვალდებული მიიღოთ ის რაც გაშინებთ. მაგრამ აქ მეორე საკითხი ის არის, რომ ასაკოვანი ბებიები და ბაბუები ყოველთვის ცდილობენ ბავშვების მიმართ ყურადღების გამოხატვას, თუნდაც უცნობების მიმართ: კანფეტით, ვაშლის და ან სხვა სასუსნავით, რომელსაც ჯიბიდან ან ჩანთიდან იღებენ.ამ შემთხვევაში მშობლები ზრდილობას იჩენენ და იღებენ საჩუქარს. ევროპელი მშობლებისგან განსხვავებით, ჩვენ გვერიდება უარის თქმა. თუმცა დაფიქრებაა საჭირო.

საფრთხე – საქმე იმაშია, რომ ბებიების ნუგბარმა შეიძლება ავნოს მოზარდის ორგანიზმს. ვინ იცის, რამდენი ხანი იდო ჯიბეში ნუგბარი ბებოს? მას ხომ არ ემახსოვრება ეს? ეტიკეტზეც ვერ ნახავთ წარწერას. კანფეტს და შოკოლადს არაუშავს, მაგრამ ხანდახან სთვაზობენ ვაშლს ან ორცხობილას. ეს კი არაჰიგიენურია.უფროსებიც შეიძლება დაზარალდნენ. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ახალგაზრდა მანქანის დაქოქვაში დაეხმარა უცნობ მოხუცს. მადლიერების ნიშნად, მოხუცმა ერთი ქილა თაფლი მისცა. ახალგაზრდა თავიდან უარობდა, მაგრამ ბოლოს გამოართვა.საჩუქრის გადაგდება ახლო-მახლო უხერხული იყო, საბოლოოდ თაფლი სახლში მიიტანა. ერთ დღესაც ახალგაზრდას  ტკბილი მოუნდა, იპოვა მივიწყებული ქილა და შეჭამა, ერე გაახსენდა საიდან ქონდა ეს თაფლი და მაშინვე ცუდად გახდა. დაეწყო ნაწლავური აშლილობა და ეს მოწამვლისგან არ მოსვლია, ეს იყო თვითშთაგონების შედეგი. ასეც ხდება…

სხვა ფაქტები – გიფიქრიათ იმაზე, რომ ადამიანებმა საჩუქართან ერთად შეიძლება ნეგატიური ენერგიაც გადასცენ მიმღებს? ყველას არ სჯერა ამის, რადგან ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი არა არსებობს. თავად მშობელს შეიძლება სჯეროდეს, მაგრამ რამდენად რეალურია ეს და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს? რთულია პასუხის გაცემა.მაგრამ არსებობენ ნეგატიური ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ცუდად ისარგებლონ სიტუაციით. მაგალითად, ხალხმრავალ ადგილას შეიძლება გამოგიწოდონ გულუბრყვილო სახით ნივთი და შემდეგ ამისთვის თანხა მოგთხოვონ. ზოგჯერ ისე აბეზრებენ თავს ადამიანს, რომ ისინი აძლევენ თანხას, ოღონდაც მოიშორონ.

თუმცა, საჩუქარი ყოველთვის უსიამოვნებას არ მოასწავებს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრობლემებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, უბრალოდ ფრთხილად და დაკვირვებით მოიქეცით. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და არასდროს არ იცი რას მოიმოქმედებს ის კონკრეტულ სიტუაციაში. უბრალოდ კარგად დააკვირდით ხოლმე.