ლობიო დიეტურ და სამკურნალო პროდუქტს მიეკუთვნება, მის შემადგენლობაში არსებული მრავალი სასარგებლო ნივთიერების წყალობით. იგი სხვადასხვა დაავადებისა და უსიამოვნების პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა.
ლობიო რეკომენდებულის მათთვის, ვისაც ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადება აწუხებთ. ასევე, იგი შეუცვლელია შესუსტებული და პრობლემური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის. მათ, ვინც მძიმე დაავადებები გადაიტანა, ლობიო დაეხმარება ძალების აღდგენასა და მაქსიმალურად სწრაფად რეაბილიტაციაში.
სარგებელი, რომელიც ლობიოს მოაქვს საჭმლის მონელებისთვის, მისი დიეტური თვისებებით არ ისაზღვრება, იგი არეგულირებს და აღადგენს დარღვეულ ნივთიერებათა ცვლას. ლობიო შესანიშნავი პროფილაქტიკური და დამხმარე სამკურნალო საშუალებაა ტუბერკულოზის დროს.
ლობიო შეიცავს ნივთიერება არგინინს, რომელიც ასინთეზირებს შარდს და მონაწილეობს აზოტის მიმოცვლის პროცესებში, რითიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ლობიოს სწორედ ეს თვისება ხდის მას შეუცვლელად შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ლობიოსგან მზადდება სპეციალური ნახარში, რომელიც საკვების მიღებამდე მიიღება.
მკურნალობის რეცეპტები
თუ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირება დაირღვა, მის აღსადგენად გირჩევთ, დააქუცმაცოთ და თანაბრად შეურიოთ ლობიოს გამომშრალი პარკები და მოცვის მშრალი ფოთლები, დაასხით 1 ს.კ. მასას 300 მლ მდუღარე, წამოადუღეთ 20 წუთით ზომიერ ცეცხლზე, დააყენეთ 45 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ 0.5 ჭიქა ნახარში დღეში სამჯერ, 3 კვირის განმავლობაში. ყოველდღე მოამზადეთ ახალი წამალი.
კუჭქვეშა ჯირკვლის გასაჯანსაღებლად, დაასხით 400 მლ წყალი 3 ს.კ. ლობიოს დაქუცმაცებულ პარკებს, აადუღეთ, ხარშეთ 10-15 წუთით ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ ნახარში დღეში ოთხჯერ.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ვთავაზობ სისხლში შაქრის დონის ნორმაში მოსაყვან საშუალებას, რომლითაც ჩემი მეზობელი მკურნალობს. იგი იღებს ლობიოს პარკებს მარცვლების გარეშე, ასხამს წყალს, 45 წუთით აჩერებს ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ ახვევს თბილად და აყენებს ნახარშს 2 საათით. სისხლში შაქრის დონის მომატების დროს, იგი ყოველდღიურად სვამს 0.5 ჭიქა ნაყენს, სანამ ყველაფერი არ დარეგულირდება.
დიაბეტის დროს მდგომარეობას ეს საშუალებაც გააუმჯობესებს: დააქუცმაცეთ და შეურიეთ 50-50 გ მოცვისა და პიტნის ფოთლები, ლობიოს პარკები და ხბოშუბლას ბალახი, დაასხით 2 ს.კ. მასას 0.5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. გადაწურეთ და დალიეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
შარდკენჭოვანი დაავადების დროს, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საღამოს დაასხით 300 მლ მდუღარე 1 ს.კ. ლობიოს გამომშრალ ყვავილებს, აადუღეთ, დააყენეთ მთელი ღამით, დილით გადაწურეთ და დალიეთ 0.5 ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სასარგებლოა ლობიოს ჭამა ნებისმიერი სახით.
წითელი სირველის მოშორებაში ჩვეულებრივი ლობიო დაგეხმარებათ. აიღეთ 20 ლობიოს მარცვალი, მოხალეთ გამუქებამდე, დააფქვიეთ, ჩააწვეთეთ მასაში 1-2 წვეთი ნებისმიერი მცენარეული ზეთი, კარგად მოურიეთ და შეიზილეთ მასა დღეში ერთხელ, სირველით დაზიანებულ ადგილებზე. სამი პროცედურის შემდეგ, იგი გაქრება.
პიელონეფრიტით დაავადებულებმა ემალირებულ ქვაბში უნდა ჩაყარონ 1 ჭიქა ლობიო, დაასხან 1 ლ წყალი, აადუღონ და ხარშონ 2 საათით, თავსახურის ქვეშ, ნელ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი, წყალი გადაღვარეთ, ლობიო დაჭყლიტეთ და მიირთვით დღის განმავლობაში, დააყოლეთ წვენიც. გააგრძელეთ ასე გამოჯანმრთელებამდე.
არითმიის დროს შემდეგნაირად მოიქეცით: 30 გ ლობიოს მშრალი პარკები ხარშეთ 15 წუთით 300 მლ წყალში, დააყენეთ 45 წუთით და დალიეთ 35 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე.
მოზარდის ზრდის შენელების დროს, აჭამეთ მას ლობიო, რამდენადაც იგი მოიცავს ზრდისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, ასევე, კაროტინს, С, В1, В2, В6, РР და Е ვიტამინებს, თუთიასა და სპილენძს.
ლობიო არეგულირებს წნევას ჰიპერტონიის დროს. 20 გ დაქუცმაცებულ პარკებს დაასხით 1 ლ წყალი, გააჩერეთ 3-4 საათით მდუღარე წყლის ორთქლზე, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
სიმსუქნის დასამარცხებლად, შეურიეთ 80-80 გ კატაბალახას ფესვი, ლობიოს პარკები, წიწიბურას ფოთლები და ცხენისკუდას ბალახი. დააფქვიეთ ყავის საფქვავში და მიიღეთ 0.5 ჩ.კ. ფხვნილი დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.