ქმარმა მეგობარს მთელი ფული ასესხა ნებართვის გარეშე

0
581

ახალი დაწყებული ურთიერთობა მამაკაცთან – რთული ეტაპი ყველა ქალის ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ მოიგეთ ჯეკპოტი და თქვენს წინაშე სწორედ ის პრინცია თეთრ ცხენზე, მაინც შეიძლება მოხდეს რაღაც. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ელენე, ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი. რა მოხდა და რა არჩევანის გაკეთება მოუწევს მას, პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ:

ახალი ურთიერთობა მამაკაცთან

რამდენიმე წლის წინ ქმარს გავშორდი. მაშინ ჩვენი ქალიშვილი 2 წლის იყო, მაგრამ ოჯახის შენარჩუნება ბავშვის გამო არ გამოვიდოდა. მალე სხვა მამაკაცს შევხვდი.გოგა – სრულიად განსხვავებული ადამიანი ჩემი ყოფილი ქმრისგან. სულ თავზე დაგვტრიალებს მე და ჩემს შვილს, რომელიც საკუთარივით მიიღო. ცივ ნიავს არ გვაკარებს.ხოლო ყოფილი ქმარი მზად იყო, ბოლო ლუკმა გამოეცალა ჩვენთვის და ძმაკაცებისთვის მიეცა. ამის გამო ხშირად გვქონდა სკანდალები. ერთხელ მთელი ხელფასით მაცივარი ვიყიდეთ, კვირაზე მეტი რჩებოდა მომავალ ხელფასამდე. პროდუქტები და ბავშვის ნივთები მომარაგებული მქონდა, ამიტომ იოლად გავიდოდით მანამდე. მხოლოდ პურის და რძის ფული გვქონდა.მოკლედ, მეორე დღეს წავედი პურის საყიდლად მაღაზიაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბარათზე აღარაფერია. როგორც აღმოჩნდა, ქმარმა მთელი ფული ძმაკაცს ასესხა, რადგან ჭირდებოდა…

პრობლემები დედამთილთან – შედეგად, მას მოუწია ფულის დედისგან სესხება ხელფასამდე. ის რომ არა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდით საერთოდ, რადგან ყოველთვის გვერდში გვედგა და გვეხმარებოდა. ძალიან იდარდა, რომ დავშორდით, გვთხოვდა დავფიქრებულიყავით.მაგრამ როცა მიხვდა, რომ არ შევრიგდებოდით, ატირდა და მთხოვდა, ბავშვთან ურთიერთობა არ დამეშალა. რა თქმა უნდა, ამას არც ვაპირებდი. მითუმეტეს, რომ მამამისი არანაირ ინტერესს არ იჩენდა ბავშვის მიმართ.გოგონას მამა არც ახსოვს. მამა მისთვის არის გოგა. მაგრამ გოგას არ მოსწონს ჩემი ახლო ურთიერთობა ყოფილ დედამთილთან. თვლის, რომ მასთან ისევე უნდა გავწყვიტო კონტაქტი, როგორც ყოფილ ქმართან. ამ თემაზე ძალიან ვიჩხუბეთ კიდეც.ყოფილმა დედამთილმა მე და შვილიშვილი აგარაკზე მიგვიპატიჟა რამდენიმე დღით. ქმარს ეს ძალიან არ მოეწონა და წამომიყენა ულტიმატუმი: ან დავშორდებით, ან ჩემს აზრს გაითვალისწინებო. მე კი მისი ნერვიულობის ნამდვილ მიზეზს ვხვდები. ის ჩემს ყოფილ ქმარზე ეჭვიანობს. როგორ დავარწმუნო, რომ ყოფილი დედამთილი უბრალოდ კარგი ადამიანია და მასთან ურთიერთობა ცუდს არაფერს ნიშნავს.

რედაქციისგან: რა იდეალურიც არ უნდა იყოს ახალი ურთიერთობა მამაკაცთან, მას არ აქვს უფლება წაუყენოს ცოლს ულტიმატუმები. მითუმეტეს გაყრით დამუქრება. გასაგებია გოგას პოზიცია და შიში, მაგრამ ცოლთან მეტი ნდობა უნდა ქონდეს.ელენეს და მისი ყოფილი დედამთილის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრულია და ბავშვის გარშემო ტრიალებს. რა თქმა უნდა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმრის კაპრიზები. თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა მოიქცეს ელენე?