ქრისტესისხლა გასტრიტის, დამწვრობის, ფსორიაზის, მუნის და გრიპის საწინააღმდეგოდ: 9 ღირებული რეცეპტი

0
885

დღეს „პაპარაცი“ სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ქრისტესისხლას გამოყენების შესახებ გიამბობთ.

მცენარე ყვავილობის შემდეგ, ისრების ფორმირებისას მოკრიფეთ. კარგად გარეცხეთ, წყლის დაწურვა აცადეთ, შემდეგ ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და წვენი ორად გაკეცილი მარლით გაწურეთ. წვენი 3:1 პროპორციით თაფლს ან სპირტს აურიეთ, ანუ 300 მლ წვენს 100 მლ სამედიცინო სპირტი დაუმატეთ. კონსერვაციის შემდეგ შეგიძლიათ 1 წელი შეინახოთ, მაგრამ ტემპერატურა 6 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. მზის სხივების მოხვედრას მოერიდეთ.

შეგიძლიათ სხვა მეთოდი გამოიყენოთ. წვენი 2,5 თვე დუღილისთვის დატოვეთ. პროცესს თვალყური ადევნეთ. ამის შემდეგ სითხე სუფთა, მინის ჭურჭელში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ.

წვენის მომზადების დროს სამედიცინო ხელთათმანები და ნიღაბი უნდა გაიკეთოთ და ბალახის ლორწოს არ შეეხოთ.

კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა პაპილომა, მეჭეჭები, ტროფიკული წყლულები, ძირმაგარა, კოჟრები, სახვევები გამოიყენეთ. სუფთა სალფეთქი აიღეთ და მიღებულ წვენში დაასველეთ, შემდეგ დაზიანებულ ადგილებზე დაიდეთ. რამდენიმე დღით კომპრესის გაკეთება კარგია. დღეში 2-3 პროცედურა საკმარისი იქნება.

კანის დამწვრობის დროს დაზიანებულ კანზე მცენარის წვენი წაისვით. ასე 5 წუთიანი შესვენებით 3-4-ჯერ გააკეთეთ. ნაწიბურები არ დაგრჩებათ და დამწვრობა სწრაფად შეხორცდება.

ფსორიაზის და მეჭეჭების დროს ხმელი ქრისტესისხლას ფოთლების ფხვნილისა და ღორის შიდა ქონისგან (1:5 პროპორცია) მალამო მოამზადეთ. მალამო კანის დაზიანებულ ნაწილზე წაისვით.

ეგზემის დროს ხმელი ფოთლების ფხვნილი დაზიანებულ ადგილას რეგულარულად დაიყარეთ. ასე ჭრილობა სწრაფად შეხორცდება.

ჰერპესს მოიშორებთ, თუ ქრისტესისხლას წვენში დასველებულ ბამბის ტამპონს 10 წუთით დაიდებთ. ასე დღეში 2-ჯერ გააკეთეთ. ჰერპესი სწრაფად გახმება და ტკივილი გაქრება.

წითელი მჭამელას დროს ვაზელინზე დაფუძნებული მალამო წაისვით. 4 ნაწილ ვაზელინს 1 ნაწილი ქრისტესისხლას წვენი დაუმატეთ და აურიეთ. რამდენიმე საათით კომპრესის სახით გაიჩერეთ.

გრიპის დროს ქრისტესისხლას წვენი იმუნიტეტს აძლიერებს. 1 ს/კ ქრისტესისხლას წვენი 1 ჭიქა წყალში გახსენით. 1 ს/კ დღეში 5-8-ჯერ მიიღეთ. მეორე დღეს: 30 მლ წვენი 400 მლ წყალში გახსენით და დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით დალიეთ. 3-5 დღეში გრიპი პოზიციებს უკან დახევს.

აქტუალური ინფორმაცია ქალებისთვის, რომელთაც საკვერცხეების კისტა აქვთ. კისტის მოსაშორებელი ოპერაციის მოლოდინში ნათესავმა ხალხური მეთოდით მკურნალობის ცდა გადაწყვიტა. მან ქრისტესისხლას ახალგაზრდა მცენარე აიღო, გარეცხა, ნახევარ სანტიმეტრიან ნაჭრებად დაჭრა. 1 ჭიქა დაჭრილი მცენარე 2 ჭიქა წყალს აურია, რამდენიმე წუთით ხარშა და 20 წუთით დააყენა. გადაწურა და დღეში 2-ჯერ ¼ ჭიქა ნაყენს სვამდა. ვაგინალურად 200 მლ ამავე ნაყენის ინფუზიას იკეთებდა. ნაყენს უზმოზე, საუზმის მიღებამდე და საღამოს, ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე სვამდა. ოპერაციის დღეს ექოსკოპიამ კისტა ვერ აღმოაჩინა. ექიმები, რა თქმა უნდა, გაკვირვებულნი, ხოლო ნათესავები გახარებულნი იყვნენ.

თუ 1 ჩ/კ ქრისტესისხლას წვენს 50 მლ წყალში გახსნით და 1 ჩ/კ თბილ ხსნარს საუზმის, სადილის და ვახშმის მიღებამდე 20 წუთით ადრე დალევთ, გასტრიტს განკურნავთ. მკურნალობა 20-30 დღე გააგრძელეთ, მაგრამ 1 ს/კ ნაყენი დალიეთ. დიეტის დაცვა არ დაგავიწყდეთ.

შარდის ბუშტის სპაზმის დროს 1 ს/კ წვენი 200 მლ თბილ წყალში გახსენით და 50 მლ ჭამამდე დალიეთ. სათბურა შარდის ბუშტის ადგილას 15 წუთით გაიჩერეთ და ტკივილი გაქრება.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ მკურნალობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ქრისტესისხლას შხამიანი თვისებები აქვს. სწორედ ამიტომ, რეცეპტის გამოყენებამდე უფრო მცირე დოზის ნაყენი სცადეთ. ორგანიზმის რეაქციაზე დასაკვირვებლად 1 სუფრის კოვზზე მეტი არ გამოიყენოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი