მსოფლიოში ყველაზე ცუდი “ყოფილის” აღსარება

0
509

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ყოფილ ქმართან მეგობრობა? რამდენად ღირს თავმოყვარე ქალმა სასიყვარულო ურთიერთობის დანგრევის შემდეგ ყოფილთან ჰარმონიული ურთიერთობა გააბას? პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი თვლის, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის მეგობრობა ნამდვილი უტოპიაა. მოგიყვებით მის ისტორიას და შემდეგ ვიმსჯელოთ ამ თემაზე.

მეგობრობა ყოფილთან

მე საშინელი ყოფილი ვარ და სულაც არ მაწუხებს ეს. არასოდეს მესმოდა ადამიანების, რომლებიც დაშორების შემდეგ მეგობრობდნენ. ჩემთვის ყოფილთან ჭორაობა ჭიქა ყავასთან და ახლანდელ პარტნიორებზე მოყოლა სრული მაზოხიზმია…არასოდეს მომნდომებია ყოფილი ქმრის ცხოვრების სდევნა ხან სოციალურ ქსელებში და ხან ახლობლებში მოკითხვით, ან გულახდილი საუბრები მის ახლანდელ სიყვარულზე. ან რატომ უნდა მინდოდეს იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელმაც სიტყვა “მიყვარხარ”-ს შემდეგ მიმატოვა და დაივიწყა ყველაფერი?ადამიანთან დაშორების შემდეგ მირჩევნია დავივიწყო ყველა მისკენ მიმავალი გზა და მოგონება. ვშლი, ფოტოებს, ვიშორებ საჩუქრებს, ვწყვეტ ურთიერთობას საერთო ნაცნობებთან, თუ ისინი ჩემი ძალიან ახლობლები არ არიან.მოკლედ, ვანადგურებ ყველაფერს, რაც მასთან მაკავშირებს. გაგიკვირდებათ და, ეს ძალიან მეხმარება და მალე ვივიწყებ ტკივილს.

რადიკალური დაშორება – ბევრი მიფიქრია, რატომ მაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია დაშორებაზე და საბოლოოდ მივხვდი, რომ პრობლემა ჩემს ზედმეტ მიჯაჭვულობასთანაა პარტნიორთან. ანუ, მე ყოველთვის ვცდილობ ურთიერთობის გადარჩენას მაშინაც, თუ მას ეს აღარ უნდა. ვცდილობ პრობლემის პოვნას, მის მოგვარებას, დალაპარაკებას, მის გრძნობებში გარკვევას და ა.შ. ბოლოს, როცა ყველაფერი მთავრდება, უკვე აღარ მინდა წარსულთან შეხება. ამით ვამთავრებ ყველანაირ ურთიერთობას. მე მასზე ძალიან ბევრი შინაგანი რესურსი დავხარჯე.ხანდახან ვფიქრობ, რომ შევცვალო ჩემი ქცევა, ნაკლებად ვეცადო ურთიერთობის შენარჩუნება და პრობლემებში ქექვა. შეიძლება მერე აღარ იყოს ჩემთვის დიდი ტრაგედია. შეიძლება ერთ დღესაც შევძლო კიდეც, ვინ იცის…მანამდე კი ძველი გეგმით ვიმოქმედებ – ჩავიკლავ დარდს საყვარელი ტკბილეულით ტელევიზორთან და აღვიდგენ შინაგან ძალებს, რათა მოვძებნო უფრო ჰარმონიული და მომწიფებული ურთიერთობა.

თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილთან? შეგიძლიათ მასთან მეგობრობა? როგორ ახერხებენ ადამიანები იმეგობრონ მასთან, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ვერ ააწყვეს? გელოდებით კომენტარებში.