სუნამოს მდგრადობის გაძლიერების ხერხები, მთელი დღე რომ სურნელოვანები იყოთ

767

სუნამო ქალის მეორე ტანსაცმელია. ის საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს. სხვაობა არის არომატებში, კონცენტრაციაში, აგრეთვე მნიშვნელოვანია სად მივდივართ და რა გვაცვია. კოკო შანელი ამბობდა, რომ სუნამო უნდა მიიპკუროთ იქ, სადაც გსურთ, რომ მამაკაცმა გაკოცოთ. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით სად და როგორ უნდა მიიპკუროთ სუნამო, რომ მან უფრო დიდხანს შეინარჩუნოს სურნელი.

სად უნდა დაისხათ სუნამო

პარფიუმერული არომატები განსხვავდება არომატული ზეთების კონცენტრაციით სპირტში. სუნამო (PARFUM) ეს არის ყველაზე ძვირადღირებული კონცენტრაცია, რადგან მასში სურნელოვანი ნივთიერება ყველაზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სურნელი უფრო მყარი იქნება და დიდხანს გაძლებს. სუნამოს არაფრით ჩამოუვარდება პარფიუმერული წყალი (EDP) – მას მეორენაირად დღის სუნამოს უწოდებენ.რაც შეეხება ტუალეტის წყალს (EDT), მისი გამოყენება დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ მოგიწიოთ, რათა სხეულზე მსუბუქი არომატი შეინარჩუნოთ. ხოლო ოდეკოლონი (EAU DE COLONGE) განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის, აქვს მსუბუქი არომატი და მალე ორთქლდება. ასევე მნიშვნელობა აქვს სუნამოს შემადგენლობას. მუსკატის, ხის, აღმოსავლური ჯგუფის სუნამოები ყველაზე მდგრადები არიან და გამოიყენება წელიწადის ცი სეზონზე. ხოლო ციტრუსი და ფრეშ არომატები განკუთვნილია ზაფხულისთვის.სუნამო უნდა დაისხათ სუფთა კანზე. თუ მას შხაპის მერე მიიპკურებთ, არომატი უფრო დიდხანს გაძლებს, რადგან დაფიქსირდება ნესტიან კანზე. აუცილებელია დაისხათ პულსაციის ზონებში: კისერზე, მკლავებზე, მაჯებზე, მუხლის უკან ან დეკოლტეზე.

სუნამოს გამოყენების ერთ-ერთი გამოცდილი ხრიკია მისი დასხმა ტანსაცმელზე. მასზე არომატი უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ სუნამო მასზე ცოტა სხვანაირად გაიხსნება, ხოლო თუ სუნამოს მოშორება დაგჭირდებათ, ეს არ იქნება მარტივი. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთმა სუნამომ შეიძლება ლაქა დატოვოს ტანსაცმელზე.იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ საყვარელი სუნამოს სურნელი, დაასხით ის თმის ჯაგრისზე და დაივარცხნეთ თმები. ამის შემდეგ ყველგან მომაჯადოვებელ შლეიფს დატოვებთ.

როგორ დავისხათ სუნამო – არ დაისხათ სუნამო ზუსტად სახლიდან გასვლისას. ეს ეტიკეტის მიხედვით, ის უნდა მიიპკუროთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. უმჯობესია, თუ გააფრქვევთ ჰაერში და გაივლით შხეფებში. შედეგად დატოვებთ, სასიამოვნო, მსუბუქ შლეიფს მთელი დღის მანძილზე.იმისათვის, რომ სუნამო მთელი დღე თან გაგყვეთ და არსად წავიდეს მისი სურნელი, დასხმამდე კანზე წაისვით ვაზელინი ან ნებისმიერი უსუნო კრემი. ვაზელინი დააფიქსირებს არომატს მთელი დღით. დასხმის შემდეგ სუნამოს აღარ შეეხოთ, რადგან უხეში შეხების, გასმის, შეზელვის შემდეგ ირღვევა მისი ზედა ნოტების ჟღერადობა, ხოლო ქვედა ნოტები საერთოდ იკარგება.

არ დაგავიწყდეთ, რომ სუნამო უნდა შეინახოთ სწორად. არ შეიძლება ნესტის და ცვალებადი ტემპერატურის ქვეშ ყოფნა. ამიტომ მოარიდეთ აბაზანას და გადადგით მშრალ, ბნელ ადგილას. არ დადგათ რადიატორის, კონდენციონერის, გამათბობელის ახლოს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ფანჯრის რაფაზე. თუ სუნამოს სწორად შეინახავთ, ის შეინარჩუნებს თავის პირვანდელ არომატს წლების მანძილზე. თქვენ როგორ ინახავთ სუნამოს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს