რა მეშველება, 35 წლის ქალიშვილმა გადაწყვიტა შვილის გაჩენა 58 წლის საყვარლისგან

0
1642

ასაკოვანი მამა ბავშვისთვის – ეს კარგია, თუ ცუდი? ბევრი ქალი, რომელთაც გადაწყვიტეს ასაკით უფროს მამაკაცთან ურთიერთობა, ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს. ბავშვების გარეშე ყველაფერი მარტივადაა, მთავარია ურთიერთობა ააწყონ, მაგრამ ბავშვი სხვა პასუხისმგებლობაა…

ასაკოვანი მამა

ქალები სხედან და ფიქრობენ, იქნება თუ არა მათი ქმარი კარგი მამა, მაგრამ არავინ ფიქრობს, კითხოს ეს თავად მამაკაცს. არადა, პირველ რიგში ეს უნდა გააკეთონ. ჯობია, არ გადადოთ გულახდილი საუბარი ბავშვებზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ დედობა თქვენს უახლოეს გეგმებში შედის.სამწუხაროდ, ბევრი ქალი არ ითვალისწინებს პარტნიორის დამოკიდებულებას ბავშვებთან. მათ თავში იხარშება განსაზღვრული კლიშეები და სტერეოტიპები, მაგრამ ვარაუდები და რეალური სიტუაცია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.მამაკაცს შეიძლება ძალიან უყვარდეს სხვისი ბავშვები, მაგრამ არ უნდოდეს საკუთარის ყოლა. ბევრი ასაკოვანი რჩეული უკვე მამა არის წინა ქორწინებიდან და არანაირი სურვილი არ აქვთ კიდევ გაიმეორონ ეს. ყოველ შემთხვევაში, კითხვას არაფერი უდგას წინ: სურს თუ არა თქვენს პარტნიორს შვილი? შეიძლება თქვენი აზრები აქ გაიყოს და თუ თქვენთვის ბავშვი მნიშვნელოვანია, ჯობია სხვა მამაკაცი მოძებნოთ.წარმოიდგინეთ, რომ უკვე გაარკვიეთ ეს მომენტი. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ის არ არის წინააღმდეგი საერთო შვილების ყოლის. ეხლა, მეორე საკითხი: რამდენად კარგი მამა იქნება ის? ესეც შეგიძლიათ პირდაპირ მას ჰკითხოთ. კითხვა ჩამოაყალიბეთ სწორად. მაგალითად კითხეთ: თვლის თუ არა თავს მზად ამ როლისთვის და რამდენად კარგად აფასებს თავის მამობრივ თვისებებს.

მისი პასუხი მნიშვნელოვანია. თუ პარტნიორს უყვარხართ და პატივს გცემთ, მაქსიმალურად გულახდილი იქნება. ისაუბრებს თავის ეჭვებსა და სუსტ მხარეებზე. მინიშნება: მამაკაცი, რომელიც თავის თვისებებს ზუსტად და სწორად აანალიზებს, მეტი შანსი აქვს იყოს კარგი მამა. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ აღიარონ და გამოასწორონ შეცდომები, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.რა თქმა უნდა, თავადაც უნდა დააკვირდეთ. იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორი ადამიანი დგას თქვენს წინაშე, დროა საჭირო. აუცილებელია, მასთან იყოთ სხვადასხვა პირობებში და არა მხოლოდ პაემანებსა და რესტორნებში. როგორ ამჟღავნებს თავს მამაკაცი მოგზაურობის დროს? როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან? როგორ ექცევა მომსახურე პერსონალს? პატივს სცემს თუ არა თქვენს პირად სივრცეს?

ყველა ეს კითხვა განსაზღვრავს, რამდენად ადეკვატურია ადამიანი და რამდენად გაუმკლავდება ის მამობის ტვირთს. სწორედ ეს თვისებებია მნიშვნელოვანი და არა ადამიანის ასაკი. ხანდაზმული ასაკის დადებითი მხარე შეიძლება იყოს ცხოვრებისეული გამოცდილება და უკვე ჩამოყალიბებული ფინანსური მდგომარეობა. უარყოფითი კი, თაობებს შორის არსებული განსხვავებული შეხედულებები და წესები. თქვენ რას იტყვით?