7 ძირითადი სამკურნალო მცენარე, რომლებიც გამოიყენება ყველაზე გავრცელებული დაავადების დროს.

0
396

ამ მარტივი რეცეპტების დახმარებით სხვადასხვა დაავადების განკურნებას შეძლებთ. ხელმისაწვდომი მცენარეები შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან თავად მოკრიფოთ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის არეში ტკივილის დროს გირჩევთ, რომ 1 ს/კ უკვდავა, კრაზანა, თავშავა, პიტნა და კალენდულას ყვავილები, 10-15 ასკილის ნაყოფი დააქუცმაცოთ და აურიოთ. საღამოს ამ ნარევს 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, კარგად შეფუთეთ და დილამდე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და უზმოზე ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ, დანარჩენი კი დღის განმავლობაში ყლუპებით დალიეთ. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე სუფთა ნაყენი, ხოლო ჭამის შემდეგ გემოს გაუმჯობესების მიზნით თაფლი დაუმატეთ და ჩაის ნაცვლად დალიეთ. ძალიან მალე ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა დარეგულირდება.

ეს ნაყენი რეკომენდებულია C ჰეპატიტის დროს. ნარევს 1 ს/კ დაქუცმაცებული ქრისტესისხლას ბალახი დაუმატეთ. ამ დაავადების დროს დღეში 2 ლ ჭამამდე და ჭამის შემდეგ წყალთან ერთად დალიეთ.

ბრონქიტის დამარცხებას შეძლებთ, თუ დილას, სადილობის დროს და საღამოს 1 ჭიქა ცხელ ლუდს ან სახლის ღვინოს დალევთ. ყოველ ჯერზე სასმელში 1 ჩ/კ თაფლი გააზავეთ. გარდა ამისა, ღამით გამახურებელი კომპრესები გაიკეთეთ. ამისთვის კარტოფილი მოხარშეთ, დაჭყლიტეთ, 1 ს/კ მცენარეული ზეთი და  2-3 წვეთი იოდი დაუმატეთ. აურიეთ და ნარევი ბამბის ტომსიკაში მოათავსეთ. შემდეგ მკერდზე დაიდეთ, ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ და კომპრესი გაგრილებამდე გაიჩერეთ. ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

ვაგინალურ კანდიდოზს ძირმწარა შესანიშნავად გაუმკლავდება. ერთ კონა ბალახს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 წუთით ადუღეთ, თბილი ნახარში გადაწურეთ და შეისხურეთ. ამის შემდეგ გაიმშრალეთ, საშო „ტეტრაციკლინის“ მალამოთი დაიმუშავეთ და დაწექით. გაუმჯობესებას პირველივე პროცედურაზე იგრძნობთ, მაგრამ კიდევ 6-7 პროცედურა ჩაიტარეთ. შემდეგ 5-7 დღე შეისვენეთ და პროფილაქტიკის მიზნით კიდევ 2-3 საღამო პროცედურა გაიმეორეთ.

ჰემოგლობინის დონის გასაზრდელად ცირცელის შავი ნაყოფი და გახეხილი წითელი ჭარხალი რეგულარულად მოიხმარეთ.

კიდურების ტკივილმა, გაყინვამ და გაშეშებამ რომ აღარ შეგაწუხოთ, მთელ სხეულზე ცხენის წაბლის სააფთიაქო ხსნარი შეიზილეთ. შეგიძლიათ მისი ნაყენი დალიოთ. ამისთვის 1 ყავისფერი ნაყოფი დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და თანაბარი პორციებით 2 დღე დალიეთ. დღეში 3-ჯერ დალიეთ. 10 დღიანი მკურნალობის შემდეგ 3-5 დღე შესვენება გააკეთეთ, შემდეგ კი მკურნალობის კურსი გაიმეორეთ. და ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე. შესვენების დროს უშუალოდ ძილის წინ ¼ აბი „ასპირინი“ დალიეთ. აბი დაღეჭეთ, გადაყლაპეთ და წყალი დააყოლეთ.

ეს სასმელი ნივთიერებათა ცვლას დაარეგულირებს, იმუნიტეტს გააძლიერებს, ასევე ავიტამინოზის, დისბაქტერიოზის, პროსტატის ადენომას და პროსტატიტის დროს მდგომარეობას გააუმჯობესებს. 100 გრ შვრიის მარცვალი, 50 გრ წიწიბურას თესლი, 120 გრ გამხმარი და გახეხილი სტაფილო, 2 ს/კ ქიშმიში, 1 ჩ/კ კაპარი, 1 ლიმონის ცედრა, 20 გრ კალენდულას ყვავილები, 20 გრ სააფთიაქო გვირილას ყვავილები, კუნელის ნაყოფი, ასკილი, ღვია, ჩინური ლიმონი, 8 გრ ილი და 15 გრ თავშავა დააქუცმაცეთ და აურიეთ. ამის შემდეგ თერმოსში ჩაყარეთ და 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 4 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, 5 ს/კ წიწიბურას ან ღიღილოს თაფლი დაუმატეთ, აურიეთ და 25 მლ დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, 1-3 თვის განმავლობაში დალიეთ. შესაბამისი დიეტა დაიცავით.

თუ გაწუხებთ ავიტამინოზი, ნევროზი, იმპოტენცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ასე მოიქეცით: 1 ჭიქა შვრიის მარცვლებს და წიწიბურას თესლებს, 0,5 ჭიქა მოცვი და 1/3 ჭიქა ქიშმიში დაუმატეთ. ნარევი თერმოსში ჩაყარეთ და 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ წინასწარ დაქუცმაცებული 3 გრ კაპერსი, 5 გრ შავბალახა დაუმატეთ და კიდევ 3 საათით დააყენეთ. დაყენებამდე 1 საათით ადრე 25 მლ ღიღილოს თაფლი დაუმატეთ. დაყენების შემდეგ გადაწურეთ და 30 მლ დღეში 5-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში დალიეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი