ოჯახის ბიუჯეტი უცებ ნიავდება, არადა, თითქოს ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებ

0
115

ფული არასდროს გვყოფნის, რამდენიც არ უნდა გვქონდეს. ამიტომ ყოველთვის გვიწევს ეკონომიის გაწევა. ვამცირებთ პირად ხარჯებს, ოჯახის მოთხოვნილებებს, მაგრამ ეკონომიის გაწევასაც ცოდნა უნდა. ზოგჯერ ადამიანს გონია, რომ ეკონომიას აკეთებს და ამ დროს უფრო მეტი ეხარჯება. ეს კი შეუმჩნევლად ჭამს ბიუჯეტს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ, ამაზე ვისაუბრებთ.

ოჯახის ხარჯები

რა ხარჯებს მივყავართ იქამდე, რომ არასდროს არ გვყოფნის ფული? რაში ვხარჯავთ დაუფიქრებლად და არ ვუფიქრდებით, რას გვაძლევს ეს და რას გვართმევს. გავერკვეთ პუნქტების მიხედვით ყველაზე პოპულარულ შეცდომებში, რომელიც არც ისე ცოტა ფული ღირს.

  1. მზა ყავა – დრო და დრო ყავახანაში დაჯდომა, ყავის და საყვარელი დესერტის მირთმევა ძალიან სასიამოვნო რამეა, მაგრამ ყოველდღე, სამსახურში წასვლის წინ მზა ყავის ყიდვა თქვენს ბიუჯეტს მსხვილ თანხას ჩამოაკლებს. უფრო გონივრული იქნება მოამზადოთ ყავა სახლში, ჩაასხათ სამგზავრო ჭიქაში და თან წაიღოთ.
  2. საყიდლებზე სიარული სახლთან ახლოს – დიდ ქალაქებში უამრავი მაღაზიაა. თითოეულში აცხადებენ ხოლმე აქციებს კონკრეტულ პროდუქციაზე, რათა მიიზიდონ ბევრი კლიენტი, მაგრამ ადამიანებს ეზარებათ ბუკლეტების კითხვა, არ ადარებენ ფასებს და მხოლოდ ახლო-მახლო მაღაზიებს სტუმრობენ. ამიტომ კარგავენ საკმაოდ კარგი ეკონომიის შანსს.
  3. სველი ხელსახოცები – ეს ხელსახოცები კარგი საშუალებაა მოგზაურობის ან უბრალოდ მგზავრობის დროს, მაგრამ ზოგი დიასახლისი ამით მთელი სახლის დალაგებას ცდილობს ხოლმე. არადა აქვთ ონკანი, წყალი, ტილოები… ესეც ზედმეტი ხარჯა რა თქმა უნდა.
  4. ფასიანი გამოწერები – მაცდური წინადადებები, როგორიც არის მაგალითად, “ფასდაკლება მხოლოდ დღეს”, აიძულებს ბევრს აიღოს საბანკო ბარათი ხელში და გამოიწეროს სხვადასხვა წლიური მომსახურება – ინტერნეტის, პროგრამების, უცხო ენის შესასწავლი და სხვა. შეიძლება იმ წუთში გინდოდეთ და გჭირდებოდეთ, მაგრამ მომავალში გინდათ თუ არა, კარგად დაფიქრდით.
  5. წლიური აბონემენტები – ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ და სპორტული დარბაზის ან აუზის აბონემენტებს ჩუქნიან. თავიდან ნამდვილად აქვს შედეგი, მაგრამ დროთა განმავლობაში გეგმები და მიზნები შეიძლება შეიცვალოს და მთელი წლის საშვს მტვერი დაედოს თაროზე.ამიტომ აბონემენტი აიღეთ ხოლმე უფრო მოკლე დროზე, ან სულაც სპორტდარბაზის მაგივრად იარეთ სავარჯიშოდ სპორტულ მოედანზე ან ივარჯიშეთ უფასო ვიდეო გაკვეთილებით ინტერნეტიდან.
  6. ძვირფასი წყალი – ხშირად ადამიანები იმდენად ეჩვევიან წყლის უყაირათოდ ხარჯვას, რომ ჩვევაში გადასდით და ვერც ამჩნევენ. ისინი არ ცვლიან ონკანს, რომელიც წვეთავს, არ კეტავენ წყალს კბილების გახეხვის დროს, არ აქცევენ ყურადღებას უნიტაზის მოშლილ ავზს. ამას დაუმატეთ სარეცხი მანქანის ხარჯი და თვის ბოლოს წყლის გადასახადი ნუღა გაგაკვირვებთ.ცალკე საკითხია სასმელი წყლის ყიდვა ბოთლებით. ესეც უაზრო ხარჯია, რადგან შეგიძლიათ ონკანს დაუყენოთ ხარისხიანი ფილტრი და ისარგებლოთ სუფთა სასმელი წყლით მუდმივად.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – აქ პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ცდილობენ ეკონომიის მიზნით იაფიანი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი იყიდონ. დიახ, ხარისხიანი ფეხსაცმელი ძვირი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ ის უფრო დიდხანს მოგემსახურებათ, რამდენიმე წლის შემდეგაც კარგ ფორმაში იქნება, ის ექვემდებარება შეკეთებას, ხოლო იაფიანი მალე ფუჭდება და აღარც კეთდება.

რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება რამეზე ეკონომიის გაკეთება, რათა შეამციროთ ოჯახის ხარჯები, მაგრამ ეკონომია უნდა იყოს აწონ-დაწონილი და გააზრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე გამოცდით ანდაზას “ძუნწს მეტი ეხარჯებაო”. გელოდებით თქვენი რჩევები კომენტარებში.