ცოტამ თუ იცის, მაგრამ შავი პილპილი ზოგიერთი დაავადების და ორგანიზმის პრობლემის დროს დაგეხმარებათ. „პაპარაცი“ 9 გამოცდილ მეთოდს გთავაზობთ.
1. ექიმმა ბუასილის დროს ამ რეცეპტით მკურნალობა მირჩია. ვახშმის შემდეგ, საღამოს 8 საათზე, ან უფრო გვიან 1 პაკეტი შავი დაფქული პილპილი (20 გრ) აიღეთ, ჭიქაში ჩაყარეთ და თბილი, ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით. ჩაის კოვზით აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და იმწამსვე დალიეთ. პირში წვას იგრძნობთ, მაგრამ მალე გაქრება.
ამის შემდეგ არაფერი არ უნდა ჭამოთ და დალიოთ. დაწექით და დაიძინეთ. დილით, როცა ტუალეტში გასვლას დააპირებთ, ანუსის წვას იგრძნობთ – ეს კარგი ნიშანია, თქვენი ბუასილი მალე გაქრება. პროფილაქტიკის მიზნით 6 თვეში გაიმეორეთ. ამ მეთოდით ბუასილი ჯერ კიდევ 1970 წელს გავიკურნე და მეზობლებსაც ვასწავლე. იმკურნალეთ და ჯანმრთელი იყავით.
2. შავი პილპილი დიარეას გაუმკლავდება. 10 მარცვალი აიღეთ, გადაყლაპეთ და სუფთა წყალი დააყოლეთ. 1-1,5 საათში ყველაფერი დარეგულირდება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სააფთიაქო პრეპარატები გამოიყენოთ, მაგრამ ყოველ ჯერზე მათი მიღება ძვირი ჯდება. აი, წიწაკის მარცვლები კი ბევრად იაფი დაგიჯდებათ.
3. ქრონიკული პანკრეატიტის დროს შემდეგი მეთოდით მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა. შავი კვლიავი, წიწმატი, კოჭა, კაიენური და შავი პილპილი ყავის საფქვავში დაფქვით, შემდეგ თანაბარი ნაწილებით თაფლს აურიეთ. ყოველდღიურად მდგომარეობის გაუმჯობესებამდე 1 ჩ/კ ნარევი დილით, უზმოზე დალიეთ. ძალიან კარგი და გამოცდილი საშუალებაა.
4. ძლიერი ხველების დროს 60 გრ პილპილი 250 გრ თეთრი ყურძნის ღვინოს აურიეთ. ნარევი გადაწურეთ და ცხელი სახით დღეში 3-ჯერ დალიეთ. ამ საშუალებასთან ერთად დიდი ხახვი აიღეთ, გახეხეთ და ბატის ცხიმს აურიეთ. ეს ნარევი მკერდზე და ყელზე ძილის წინ შეიზილეთ. ასევე 1 ს/კ ხახვის და ბატის ცხიმის ნარევი ყოველ დილით სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა შეჭამოთ.
5. სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების დროს შავი წიწაკის მარცვლები, ნიგვზის და ჭინჭრის ფოთლები დაფშვენით და აურიეთ. 4 ს/კ ნარევს 0,5 კგ თხევადი, ოდნავ შემთბარი თაფლი დაუმატეთ და 1 ს/კ დღეში 5-ჯერ მიიღეთ.
6. ჭიების მოსაშორებლად 1 ჩ/კ შავი კვლიავის თესლი დააქუცმაცეთ და ზეითუნის ზეთი, 3 კბილი ნიორი, იამაკის ცხარე პილპილი, 10 გოგრის თესლი დაუმატეთ და თბილი სახით ძილის წინ შეჭამეთ.
7. ძირმაგრის დროს. მას უკვე 5 წელია ვებრძოდი. ქირურგი ყოველ ჯერზე მის გახსნას მირჩევდა, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. არც ჭამა და არც არაფერი არ მინდოდა. თუმცა მალე ამ მეთოდით მოვიშორე. 3-4 წიწაკის მარცვალი უნდა შეჭამოთ.
8. ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად და მამაკაცის პოტენციის გასაუმჯობესებლად შავი პილპილი შაქარს თანაბარი პროპორციით აურიეთ. ნახევარი ჩ/კ ნარევი 1 ჭიქა რძეში გახსენით და დალიეთ. წინაპრების მტკიცებულებით, სასიყვარულო საქმეებში პირველივე ჯერზე დაგეხმარებათ. სამკურნალო კურსი ორგანიზმის სტიმულირებას ხელს უწყობს.
9. თმის ცვენის დროს შავი პილპილი მარილს თანაბარი პროპორციით აურიეთ და ხახვის წვენი თხევადი ფაფის მიღებამდე დაუმატეთ. თმის ძირებში კარგად შეიზილეთ, 20-30 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით ჩამოიბანეთ. ამ მიზნით შავი წიწაკის არაყზე დაფუძნებული ნაყენიც გამოიყენება. ამისთვის 2 ს/კ პილპილი ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 7 დღე დააყენეთ.
შავი წიწაკის გამოყენების დროს უკუჩვენების შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომელიც შარდის ბუშტის და თირკმლების მწვავე ანთების დროს გააჩნია. წიწაკის მიღება ანემიის, ალერგიული დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ შეიძლება.
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ თვითმკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.