ყველაფრის ლაპარაკი მეგობრებთანაც არ შეიძლება, გვაფრთხილებს ოშო

511

ყველაზე ახლო მეგობარი ის არის, ვისაც კარგად ესმის თქვენი და პატივს სცემს პირად საზღვრებს. ის, ვინც გღებულობს ისეთს, როგორიც ხარ და არ გაკრიტიკებს, არ გეუბნება სიმართლეს პირში. რამდენი რა მოეთხოვება ნამდვილ მეგობარს! paparazzi.ge-ს რედაქცია გირჩევთ, ჯერ საკუთარი თავით დაიწყოთ. უფრო მარტივია, საკუთარ თავს მოექცე ასე. თუ ადამიანი ისწავლის საკუთარი თავის მართვას და არ გააუფასურებს  საკუთარ სურვილებს, ის გახდება საუკეთესო მეგობარი ახლობლებისთვის, ნაცნობებისთვის და კოლეგებისთვის.

ყველაზე ახლო მეგობარი

არიან ადამიანები, რომელთაც ბევრი მეგობარი ჰყავთ. არიან ისეთებიც, ერთიც არ ყავდეს შეიძლება. აქ საქმე არ არის ამ ადამიანების მეგობრულ დამოკიდებულებაში. მათ ერთი და იგივე რაოდენობის ნაცნობები ჰყავთ. საქმე ეგრეთ წოდებულ საზღვარს ეხება, რომლის შემდეგ იწყება უფრო ინტიმური ურთიერთობა ადამიანთან.ყველასთვის ეს ზღვარი სხვადასხვანაირია. ზოგს რამდენიმე საათი ჭირდება, ზოგს მეტი, ზოგმა კი შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ იპოვოს საუკეთესო მეგობარი.

სკეპტიკოსები თვლიან, რომ არ არის საჭირო იარლიყების მიკერება ურთიერთობებზე, მაგრამ სიტყვა და სახელის დარქმევა გვეხმარება გავერკვეთ ჩვენს შეგრძნებებში. ურთიერთობა ადამიანებს შორის საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ რაც მეტი სიტყვები იქნება, უფრო მარტივად გაერკვევით.

მაშინაც კი, როდესაც ადამიან თქვენთვის ძალიან ახლობლად თვლით, მაინც გაითვალისწინეთ ხოლმე, თუ რას ეუბნებით მას. ეს აუცილებელია არა მარტო თქვენთვის, არამედ მისთვისაც. ოშო ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა და გვაძლევს რჩევას, როგორი ურთიერთობა გვქონდეს მეგობართან:

  1.  არასოდეს არ უთხრათ მეგობარს ის, რასაც არ ეტყოდით მტერს.
  2. არ უგულვებელყო მტერი, რადგან ის შეიძლება ხვალ შენი მეგობარი გახდეს.

მე ვეთანხმები ამ რეკომენდაციას. მაგრამ კიდევ დავამატებდი, რომ ეს შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვისაც.

ბევრი გულახდილობას მიიჩნევს ნდობის საზომად ადამიანებში. ნდობა მთავარი თვისებაა ნამდვილი მეგობრობისთვის. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც. გულახდილობა მოიცავს ბევრი საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას სხვა ადამიანისთვის. შეიძლება ერთ დღეს ადამიანებს შორის ურთიერთობა შეიცვალოს. ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ან კიდევ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს არჩევანი და ვიღაცამ კუთხეში მიიმწყვდიოს. ამ დროს ის ბედნიერი იქნებოდა, თქვენი საიდუმლოებები თუ არ ეცოდინებოდა. არის კიდევ ბანალური შემთხვევები, როდესაც უბრალოდ არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. არ უნდა გაბრაზდეთ ასეთ ადამიანებზე. მთავარია თქვენ არ მოიქცეთ სულელურად და არ ანდოთ კონფედენციალური ინფორმაცია სხვას, თუნდაც საუკეთესო მეგობარს.

მეორე პუნქტი უფრო მარტივია – არ განიკითხო არავინ. ერთი მხრივ, ეს არ მოგცემთ საშუალებას დაარღვიოთ სასარგებლო კავშირები, მეორე მხრივ არ მიირტყამთ ისეთი ადამიანის იარლიყს, რომელიც ზურგს უკან ყველაზე ჭორაობს.

რედაქციისგან: დაიმახსოვრეთ, ადამიანები ყოველთვის საუბრობენ, ჭორაობენ და უცვლიან ამ დროს ერთმანეთ ს ინფორმაციას. ამიტომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც არ გსურთ, რომ ვინმემ გაიგოს, არავის უთხრათ, თუნდაც საუკეთესო მეგობარს. “ის რაც იცის ორმა, იცის ყველამ”… რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს