ლურჯ ღიღილოს ყვავილებს ვაშრობ – თირკმლების დაავადებებისა და ცისტიტის შესახებ ვივიწყებ

732

ღიღილოს ყვავილები, პირველ რიგში, ყველაზე ეფექტურია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ყვავილების ნახარშს სვამენ გულის დაავადებების, თავისა და კუჭის ტკივილების დროს. ბალახის წყლის ნაყენს იღებენ წყალმანკის, საყვითლოს, მენსტრუაციული შეკავების დროს. ბალახის ნახარშში აბანავებენ ბავშვებს დიათეზისა და ეკზემის დროს. ღიღილოს ნაყენი სასარგებლოა ქათმის სიბრმავის დროს.

ჰიდრონეფროზი

აიღეთ 2 წილი დათვის კენკრა, თითო წილი ოხრახუში, არყის კვირტები, სამყურას ფოთლები და კულმუხოს ფესვი, კარგად შეურიეთ. 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5-7 წუთი, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ ნახარშში 1 ჩ.კ. ღიღილოს ყვავილები, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 20 წუთით. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ, თბილი სახით.

მიოკარდის ინფარქტი

ყვავილობის დასაწყისში, ღიღილოს ახლადმოკრეფილ 100 გ ბალახს დაასხით 2 ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ცივი დაწურის ზეთი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, დადგით ჭურჭელი მზეზე და დააყენეთ 20 დღით, რის შემდეგაც გადაწურეთ. მიირთვით თითო ჩ.კ. უზმოზე, ინფარქტის შემდეგ გულის ცხოველქმედების ნორმალიზებისთვის.

საყვითლო

მოწყვიტეთ ყვავილებს ფურცლები და დაასხით არაყი 1:10 პროპორციით. დააყენეთ 2 კვირით. 1 ს.კ. თბილ წყალში ჩააწვეთეთ 20-30 წვეთი, მიიღეტ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.

წყალმანკი

1 ჭიქა მდუღარეში მოხარშეთ 2 ჩ.კ. ყვავილები, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

შეშუპება

ამ შემთხვევაში, 1 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 1 საათით. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი

აიღეთ 1 ს.კ. კუთხის ფურცლები 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. დააყენეთ 2 საათით და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

ქათმის სიბრმავე (ჰემერალოპია)

ესაა მხედველობითი ორგანოს ერთგვარი დაავადება, რომლის დროსაც, ავადმყოფები, მზის ჩასვლის შემდეგ, მეტ-ნაკლებად ბრმავდებიან, ხოლო მკვეთრი განათების დროს, მათი მხედველობა ნორმალური ხდება. ამ მდგომარეობასთან გამკლავება შეიძლება, თუ 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ღიღილოს ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათში კი გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეფექტურია, ასევე, დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 ს.კ. თევზის ქონის მიღება. დალიეთ 150-200 მლ ეს საშუალება.

ცისფერი ღიღილოს ნაყენით იკურნება ბავშვებში ყივანახველა და ხველა. 1 ჩ.კ. მშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, გამოჯანმრთელებამდე.

მართალია, ეს შრომატევადი საქმეა – ყვავილებიდან ფურცლების მოშორება. თანაც, ისინი ნახევრად ბნელ ადგილას უნდა გამოაშროთ, რომ არ დაიწვას და გაუფერულდეს.

უკუჩვენებები

ღიღილოს მიღება აკრძალულია ქალური დაავადებების(საშვილოსნოს სისხლდენა, ხანგრძლივი, მტკივნეული მენსტრუაცია) დროს. მისი მიღება შინაგანად დაუშვებელია ფეხმძიმობის დროს.

ღიღილოთი მკურნალობისას არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა, ორგანიზმში ციანიდური ნაერთების კუმულაცია მოხდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს