მზესუმზირის ზეთს წარმატებით იყენებენ ანგინის, ბრონქიტისა და ყელის ტკივილის ჩასაცხრობად.
1. ამ მიზნით, 1 ს.კ. ზეთი დაიგროვეთ პირში და 15 წუთის განმავლობაში, ნელ-ნელა წუწნეთ(არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ!), ხოლო შემდეგ გადმოაფურთხეთ. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ, გამოჯანმრთელებამდე ჩაიტარეთ.
2. საყმაწვილოთი (სკროფულოზი) ადრე თითქმის ყველა ბავშვი, ხანდახან კი ზრდასრულებიც, ავადმყოფობდნენ. ეს დაავადება მეც გამოვცადე, თანაც, ძალიან მძიმე ფორმით. ოქროსფერი, ქავილიანი ქერქებით მთელი თავი დამეფარა, გამიჩნდა ისინი ყურს უკან და სახეზეც. უსიამოვნების დასაძლევად, თმა მთლიანად შემჭრეს, შემდეგ დედაჩემმა თბილ წყალში ცოტაოდენი ნავთი გახსნა და ამ ხსნარით თავი დამბანა. გაშრობის შემდეგ, პრობლემურ ზონებზე ზეითუნის ზეთს მისვამდა კვირაში ორჯერ. საყმაწვილოსგან მალე კვალიც აღარ დარჩენილა.
3. რამდენადაც ყველას სურს ახალგაზრდობისა და სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნება, გირჩევთ, გაახალგაზრდავებისთვის მზესუმზირის ზეთი გამოიყენოთ. ის და ზეითუნის ზეთი ყოველდღე უნდა გამოიყენოთ, 2-3 ს.კ. ოდენობით, სალათებში, მწნილებსა და ფაფებში. შეგიძლიათ, ზეთში უბრალოდ ამოავლოთ პურის ნაჭერი და მიირთვათ. ასეთი მარტივი სასუსნავი არამხოლოდ სიბერეს აჩერებს, არამედ ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს მადას და აძლიერებს იმუნიტეტს.
4. ღრძილების ანთებისა და პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთში გახსენით ზღვის მარილი და დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ და ძილის წინ, 5 წუთის განმავლობაში გამოივლეთ პირის ღრუ. ყოველი ჯერისთვის მოამზადეთ ახალი მასა.
5. მზესუმზირის ზეთი დაგეხმარებათ ქუსლის დეზის დროსაც. ერთი ს.კ. ზეთი შეურიეთ ცოტაოდენ ნიშადურის სპირტს, გაჟღინტეთ ამ ხსნარით ბამბის დისკი, დაიდეთ იგი ქუსლზე, შეიხვიეთ, ჩაიცვით თბილი წინდები და გააჩერეთ კომპრესი 30 წუთის განმავლობაში. ქუსლის დეზის განკურნებისთვის საკმარისია რამდენიმე ასეთი პროცედურა.
6. მზესუმზირის ზეთი დაგეხმარებათ მცირე ჭრილობების სამკურნალოდაც. გაათბეთ ცეცხლზე 30 გრამი ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 20 გრამი ფუტკრის ცვილი. აცხელეთ და ურიეთ მანამ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გააგრილეთ და წაისვით მალამო პრობლემურ ადგილებზე. დაიფიქსირეთ სახვევი და ჭრილობა მალევე შეხორცდება. მალამო შეინახეთ მაცივარში.
7. მეთოდი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მრავალი დაავედებისგან განგკურნავთ. მას ფროფილაკტიკური მოქმედებაც აქვს. ზეთის გაწუწნვა კურნავს თავისა და კბილის ტკივილებს, თრომბოფლებიტს, სისხლის დაავადებებს, პარალიჩს, რადიკულიტს, ეკზემას, ეპილეპსიას, სიმსივნეს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებას, ღვიძლს, გულს, ქალურ დაავადებას, ენცეფალიტსა და სხვ.
ეს მეთოდი აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს. იგი მარტივი, თუმცა ეფექტურია. დროებითი გამწვავება დაავადების კერის გაწოვის შედეგია. მცენარეულ ზეთს (უმჯობესია ზეითუნის ან სიმინდის) არაუმეტეს ერთი ს.კ. ოდენობით იდებენ პირის ღრუში და წოვენ, როგორც კანფეტს. ზეთის გადაყლაპვა არ შეიძლება. პროცედურა ტარდება ნელა, დაძაბულობის გარეშე 15-20 წუთის განმავლობაში.
თავიდან, ზეთი სქელდება, ხოლო შემდეგ ხდება წყლის კონსისტენციისა. სწორედ ამ დროს უნდა გადმოაფურთხოთ იგი უკან. გადმოფურთხებული სითხე უნდა იყოს რძესავით თეთრი. თუ იგი ყვითელია, ესე იგი პროცედურა არასაკმარისად დიდი ხნით ჩაატარეთ. გაწოვის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ პირი და წყალი უკან გამოაფურთხეთ. ჩაატარეთ პროცედურა დღეში ერთხელ, უმჯობესი იქნება დილით, უზმოზე. შეასრულეთ პროცედურა მანამ, სანამ უძლურობა არ გაქრება, არ მოგემატებათ სიმხნევე და ძილი და მადა არ ჩალაგდება.
8. ამ მეთოდით ბებიაჩემმა განგრენა განიკურნა. იგი წამოადუღებდა მზესუმზირის ზეთს, მასში ავლებდა მარლას, კეცავდა რამდენიმე ფენად და იდებდა ჭრილობაზე, ზემოდან იდებდა ბამბას და პერგამენტის ქაღალდს, ხოლო ამ ყველაფერს ერთად იმაგრებდა სახვევით. გაწითლებულ ადგილზე იდებდა ვაშლის ძმრისა და ფქვილისგან მომზადებულ ცომს. ყოველდღე, სულ სამჯერ, იცვლიდა სახვევებს, შემდეგ სამი დღის განმავლობაში იყრიდა ჭრილობაზე გამომშრალი ჭინჭრის ფხვნილს. გარკვეული დორის შემდეგ ჩირქი ფეხიდან გამოდიოდა, ხოლო ერთ კვირაში ჭრილობა შეხორცდა.
დღეს, როცა ჩემს საფეთქლებთან ჭაღარა თმას ვამჩნევ, მადლობას ვუხდი ჩემს მხსნელს – მზესუმზირის ზეთს. ეს ზეთი გამოვიყენე მშობიარობის შემდგომი ბუასილის სამკურნალოდაც – ვიკეთებდი ტამპონებს.