მოგიყვებით დიდ შოკზე, რომელიც ერთხელ გამოვცადე სტუმრად ყოფნის დროს

1004

უხერხული სიტუაციები სტუმრად ყოფნის დროს ჩნდება ხოლმე მასპინძლის დამსახურებით. როდესაც სტუმრებს ელოდები, უნდა იზრუნო არა მარტო გემრიელ საჭმელზე, არამედ სახლის წესრიგზეც. ყველაზე მეტად თვალში გხვდებათ უსიამოვნო წვრილმანები, რამაც შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ.

უხერხული სიტუაციები

  • აგრესიული ჰიპერმიღება –არსებობენ სტუმართმოყვარე დიასახლისები, რომლებიც ცდილობენ ახალი კერძებით თავის მოწონებას. ისინი სტუმრებისთვის სუფრას აწყობენ საუკეთესო დესერტებით. ზოგჯერ რთულია, აუხსნა მასპინძელს, რომ არ გშია და უბრალოდ წახემსება გინდა. ამიტომ, თუ გყავთ სტუმარი, ჯობია გაარკვიოთ, რას მიირთმევს ის, ხოლო თუ ცდილობს ზრდილობიანი უარი გითხრათ, ნუ აჭმევთ ტიფტელებს ძალით.”როდესაც ჩავდივართ სტუმრად დეიდაჩემთან, ის საჭმლის მთელ არმიას გვახვედრებს. ყოველ ჯერზე ცდილობს თეფშზე გადმოგიღოს ყველა კერძი, რაც მაგიდაზე დევს. არ მიყვარს ხორციანი კერძები, მაგრამ დეიდას წყენინება არ მინდა, ამიტომ შეუმჩნევლად ვუდებ ჩემს ულუფას ქმარს.
  • თქვით ორიოდე სიტყვა – ვის უყვარს სადღეგრძელოების თქმა? ერთ-ერთი უხერხული მომენტი ბევრისთვის არის სადღეგრძელოების თქმა წრეზე. სანამ ნაწილი აქებს და ადიდებს იუბილარს, შეიძლება რომელიმე მორიდებული სუფრის წევრი უხერხულად ელოდება თავის რიგს.”ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც ყველა სუფრაზე ამბობს ერთ ფრაზას და ეს მუშაობს: “ყველა კარგი სურვილები უკვე ითქვა, მეც ვუერთდები თქვენს ნათქვამს”
  • სუფრის ფილოსოფია – ხანდახან სუფრაზე სპეციფიკური თემები წამოიჭრება ხოლმე – ზებუნებრივ ძალებზე, მსოფლმხედველობაზე, პოლიტიკაზე და სხვა სადაო საკითხებზე. არასდროს არ იცი რას ფიქრობს თვენი სტუმარი. საწინააღმდეგო აზრმა შეიძლება უსიამოვნებამდე მიგიყვანოთ.
  • ნივთები ტუალეტში – ყველაზე საჭირო ნივთი საპირფარეშოში ეს არის ტუალეტის ქაღალდი. ის აუცილებლად უნდა იდოს გამოსაჩენ ადგილას. სხვისი აბაზანა სტუმრისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს. მან არ იცის რომელ პირსახოცზე შეიმშრალოს ხელი. ამიტომ როდესაც სტუმრები გყავთ, ყველა პირადი ნივთი შეინახეთ და დატოვეთ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი.
  • თეთრეულის საშრობი – პირდაპირი გაგებით თქვენი თეთრეულის გამოფენა სტუმრებთან ცუდი ტონია. ამიტომ თუ სხვაგან გაშრობის საშუალება არ გაქვთ, გარდა ოთახისა, სტუმრების მოსვლის წინ სარეცხის გარეცხვისგან თავი შეიკავეთ, რათა არ შექმნათ უხერხული სიტუაცია.
  • ელვისებური დალაგება  – “იჯექი, იჯექი, მე მანამდე თეფშებს გავრეცხავ, შენ არ მიწყინო.” – ნუ გააკეთებთ ამას ყველაზე ახლობელ ადამიანთანაც კი. ადამიანი მოვიდა თქვენთან სტუმრად, ამიტომ დაუთმეთ მეტი ყურადღება და დატკბით ერთმანეთის კამპანიით. თეფშები მოიცდის.
  • ჭურჭელი – უსიამოვნო სანახავი იქნება, თუ გასარეცხი ჭურჭლის გროვიდან მასპინძელი ამოიღებს ჭიქას, გამოავლებს და დაუსხამს სტუმარს ჩაის. თუ ჭურჭელს კარგად არ გარეცხავთ, სტუმარს უსიამოვნო შეგრძნებას დაუტოვებთ.
  • მაპატიე, არეულობისთვის – ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც მიდიხარ სტუმრად, ყველაფერი არის სუფთა და გაწკრიალებული და მასპინძელი ბოდიშებს იხდის არეულობისთვის. არ იბოდიშოთ შინაური ცხოველების ან ბავშვების გამო, რომელთაც იატაკზე სათამაშოები დაყარეს, მითუმეტეს გზადაგზა არ დაიწყოთ ალაგება. ასეთ დროს სტუმარი იფიქრებს, რომ ის ცუდ დროს მოვიდა.
  • ტუალეტი კატისთვის – ლოგიკურია, რომ კატის ტუალეტი უნდა დაიდგას საძინებლიდან მოშორებით. ამიტომ  ბევრი დიასახლისი ათავსებს მას შემოსასვლელში და სახლში შემოსულ სტუმარს ოხშივარით ავსებს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის გემრიელად ვერ ისადილებს თქვენს სახლში.

ხდება ბევრი უხერხული სიტუაცია, რომლის შემდეგ მეორე იმ ოჯახში სტუმრობა აღარ გინდა. ყველა ცხოვრობს ისე, როგორც შეუძლია. ყველაზე კარგი, რაც შეუძლია გააკეთოს კულტურულმა სტუმარმა – უბრალოდ არ შეამჩნიოს და საქვეყნოდ არ ილაპარაკოს ოჯახში ნანახ ხარვეზებზე. თქვენ რას იტყვით ამ თემაზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს