ბებია ამ ხერხით ინახავდა კიტრს დიდხანს, გაგიზიარებთ მის მეთოდს

0
646

ზაფხულის სეზონი მიილია და გვინდა ბოსტნეული შევინახოთ რაც შიძლება დიდხანს. კიტრი ეს ის პროდუქტია, რომელსაც გაყინული სახით ვერ შეინახავ, რადგან ფაფად გადაიქცევა. მაშინ, როგორ შევინახოთ ისე, რომ დიდხანს იყოს ხრაშუნა და გემრიელი? პაპარაცი ამ სტატიაში რამდენიმე საინტერსო მეთოდს გასწავლით:

როგორ შევინახოთ ახალი კიტრი

სწორი შენახვის შემთხვევაში, კიტრი სამ თვემდე ინახება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფი უნდა იყოს ჯანსაღი და ქორფა. სხვა შემთხვევაში დიდხანს ვერ გაძლებს. ჯერ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ ხელსახოცით.

მაცივარში: თუ კიტრს მაცივარში შეინახავთ, ჰერმეტული პაკეტი გაახანგრძლივებს მის ვადას, გამოდგება აგრეთვე შუშის კონტეინერები. გარეცხეთ და გაამშრალეთ კიტრი, დარწმუნდით, რომ არ აქვს დაზიანებები და ჩააწყვეთ კონტეინერში. თითოეულ რიგს შორის ჩაუფინეთ ქაღალდის ხელსახოცი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.თუ თითოეულ კიტრს შეახვევთ ქაღალდში, გაზეთში ან სამზარეულოს ხელსახოცში, შემდეგ მოათავსებთ პაკეტში და ჩადებთ მაცივარში ბოსტნეულის ყუთში, სამ კვირამდე შეინახება.კიტრს აგრეთვე ინახავენ კვერცხის ცილაში. გარეცხეთ კიტრი, გაამშრალეთ და წაუსვით ათქვეფილი ცილა თითოეულს ცალ-ცალკე და შეინახეთ პოლიეთილენის პარკით მაცივარში. წარმოქმნილი აპკის საშუალებით კიტრი ტენს აღარ დაკარგავს და ხრაშუნა დარჩება 2 კვირის განმავლობაში. პარკს თავი არ მოუკრათ, დატოვეთ ღია და დააფარეთ სველი ხელსახოცი.

ოთახის ტემპერატურაზე: დიდი რაოდენობით კიტრი ინახება შენობაში, სადაც ტემპერატურა +15 გრადუსამდეა. ჩასაწყობად იყენებენ მუყაოს ან ხის ყუთს, ან პლასტმასის სათლს. +6 გრადუსზე კიტრი ახალივით იქნება 1 კვირის განმავლობაში.

ქილებში: ეს მეთოდი სამყაროსავით ძველია. კიტრი ამ ფორმით ინახება 3 თვემდე. როგორ უნდა გააკეთოთ: მშრალი და სუფთა კიტრები ჩააწყვეთ შუშის ქილებში. შუაში, კიტრებს შორის თავსდება პატარა სანთელი და ანთებენ. სანამ სანთელი ანთია, ქილას სწრაფად უნდა დაახუროთ თავსახური ასე წარმოიქმნება ვაკუუმი, რომელიც შეინახავს ბოსტნეულს უვნებლად.

წყალსაცავი: თუ ახლოს გაქვთ წყლის რომელიმე წყარო, შეგიძლიათ შეინახოთ კიტრი ამ მეთოდით: ჩაყარეთ ის სინთეტიკურ ტომარაში და დაამაგრეთ ნაპირზე. კარგად და ხანგრძლივად ინახება ჭაშიც. ჩაყარეთ ის სათლში, გადააფარეთ მშრალი პირსახოცი და ჩაუშვით ჭაში ისე, რომ ძირი წყალს ეხებოდეს.

როგორც ხედავთ, ახალი კიტრის შენახვის მრავალი მეთოდი არსებობს. მთავარი ნაბიჯი კი ახალი, ჯანსაღი ნაყოფის შერჩევაა, პირდაპირ ბოსტნიდან. თქვენ იცოდით ამ მეთოდების შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენ რა ხერხს იყენებთ კიტრის შესანახად.