მსოფლიოში ბევრი უცნაური შემთხვევა ხდება, რომელიც შეიძლება ჩვენთვის გაუგებარიც იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად ეს შემთხვევები არსად ქრება. ერთადერთი შანსი იმისა, რომ გავერკვეთ და აღვიქვათ, უნდა ვცადოთ თავად საკითხში გარკვევა. მაგალითად, ავიღოთ მრავალცოლიანობა. აი, რას გვეუბნება ამ თემაზე მეორე ცოლი.შარიათის კანონი საშუალებას აძლევს მამაკაცს ყავდეს ოთხი ცოლი. ჩვენს საზოგადოებაში ამ თემაზე ჩნდება დისონანსი. მიზეზი გასაგებია. დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ გოგონას ამბავს, რომელიც დაიბადა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ შეუყვარდა და ცოლად გაყვა მამაკაცს, რომელიც ისლამის მიმდევარი იყო. აქედან გამომდინარე, ის მეორე ცოლი გახდა. რატომ მოიქცა ის ასე?
მეორე ცოლი
“მე 27 წლის ვარ და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადავდგი: ცოლად გავყევი მამაკაცს, რომელსაც უკვე ყავდა ცოლი. ის მუსულმანი იყო. მეც მუსულმანი ვარ, მაგრამ შარიათის კანონს ეჭვის თვალით ვუყურებდი. მეგონა, რომ ვერ შევეგუებოდი მრავალცოლიანობას. მთელი ცხოვრება ვიეჭვიანებდი სხვა ცოლებზე.ვთვლიდი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მოგვიანებით შევიცვალე ჩემი შეხედულება. ვიზრდებოდი მკაცრ ოჯახში, სტუდენტი რომ გავხდი, მაშინაც არ მიცხოვრია თავისუფლად.ერთ დღეს გავაცნობიერე, რომ შეყვარებული ვიყავი. ეს იყო პლატონური სიყვარული. ჩემს თავში მყავდა იდეალი და მასთან სიახლოვე არც განიხილებოდა. იყო გრძნობა, მესიჯები, სასიამოვნო სიტყვები, მაგრამ ჩემს რჩეულს ეს არ აკმაყოფილებდა. საბოლოოდ მან ცოლად სხვა მოიყვანა.როდესაც მისი ქორწინების შესახებ გავიგე, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. მეგონა, რომ ეს დასასრული იყო. მუდმივად მათზე ვფიქრობდი, მათ ცხოვრებაზე. იმ გოგონას ჩემი შეყვარებული წესიერად არც იცნობდა. ის მშობლებმა შეურჩიეს, რადგან თვლიდნენ წესიერ და კარგ სარძლოდ.”
მეორე ცოლი: “ჩემი მომავალი ქმარი დარწმუნებული იყო, რომ მის ცოლობას არ დავთანხმდებოდი და მეორე ცოლობას, მითუმეტეს. მისი ქორწინების შემდეგ ორი წელი განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ამ პერიოდში საფუძვლიანად შევისწავლე მუსულმანური კულტურა და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მაგალითად, მრავალცოლიანობა ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა და არა ახირება. თურმე თუ ქალი დაქვრივდება, ის ცოლად მოყავს ქმრის ძმას.ვინ წავა თანამედროვე ცხოვრებაში ამ ნაბიჯზე? უნდა არჩინო კიდევ ერთი ქალი და პატივისცემით მოექცე. ვეცადე გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში და ვეცადე გამეცა პასუხი კითხვებზე: რა მიზეზით გაურბის ქალი მრავალცოლიანობას, რა არის სიყვარული, რატომ უნდა შეჩერდეს ადამიანი მხოლოდ ერთზე და არის თუ არა მასში კიდევ მეტის უნარი? როგორც კი მივხვდი, რომ აზრი მეორე ცოლობაზე აღარ მეჩვენებოდა საშინელებად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სხვა მამაკაცი. მისგან იმდენი შინაგანი სითბო და სიცოცხლისუნარიანობა მოდიოდა, რომ მაშინვე დამავიწყდა პირველი სიყვარული და ჩემი გული მას დავუთმე. გავიგე, რომ ყავდა ცოლი და თავი ისე ვიგრძენი, თითქოს მდუღარე გადამასხეს. თავიდან მასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა დავაპირე, მაგრამ…როდესაც გავაანალიზე, მივხვდი, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მიყვარდა ის. მითხრა, რომ ვჭირდები მეც და მისი მოქმედი ცოლიც, რომ მეტს იმუშავებს და იზრუნებს ჩვენზე, რომ ძალიან უყვარს და ეყვარება თავისი ოჯახი… ეხლა ველოდები, როდის გავიცნობ მის პირველ ცოლს და ვფიქრობ, რომ შევძლებთ დამეგობრებას. მანამდე ჩვენ აქ დავქორწინდით”
რედაქციისგან: მოგვწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ თემაზე, იზიარებთ თუ არა გოგონას გადაწყვეტილებას? რაც შეგვეხება ჩვენ, რთულია ადამიანების ურთიერთობის ასეთი ფორმის მიღება. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სხვა წესებს ვართ მიჩვეულნი. საინტერესოა შემდეგი ფაქტი: ძირითადად მუსულმან მამაკაცებს მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავთ, ხოლო პოლიგამია ეს უკვე გამონაკლისია.