100 დაავადების საწინააღმდეგო ელექსირი
“62 წლის პენსიონერი ვარ, ხოლო პენსიაზე გასვლამდე 33 წელი ბუღალტერად ვმუშაობდი. ადრე ხშირად ავადმყოფობდი, მაგრამ ამ ნაყენის გამოყენების შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„ვერ ვიტყვი, რომ ყველა სახის დაავადება მოვიშორე, მაგრამ ნერვოზი დავამარცხე, ჰიპერტონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა დავარეგულირე და თავის ტკივილის შეტევები შევამცირე. ამ ელექსირის წყალობით 6 კგ დავიკელი“.
ნაყენის მოსამზადებლად 50 გრ ფიჭვის კვირტები, ასკილის ნაყოფი, ოროვანდის ფესვები, კრაზანა, ასფურცელა და აბზინდა დააქუცმაცეთ და აურიეთ. ამის შემდეგ 3 ლ წყალი აადუღეთ და მასში ნარევი ჩაყარეთ. 2 საათით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ კარგად შეფუთეთ და 12 საათით დააყენეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენს 200 მლ კონიაკი, ახალ გაწურული ალოეს წვენი და სააფთიაქო პრეპარატი „ბეფუნგინი“ (არყის სოკოდან მიღებული ექსტრაქტი), 0,5 ლ თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. პირველ კვირას 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ, ხოლო მეორე კვირიდან 1 ს/კ ნაყენი დალიეთ იმდენი დღით, სანამ 3 ლიტრიან ბოთლს ბოლომდე არ დაამთავრებთ. ამას 3 თვე დასჭირდება. ნაყენს სასიამოვნო გემო აქვს. პირველ დღეებში შეიძლება კუჭი აგეშალოთ. არ შეგეშინდეთ, მკურნალობა გააგრძელეთ, მალე ყველაფერი დალაგდება. ყავაზე, სპირტიან სასმელზე, ცხიმიან, შემწვარ და მარილიან კერძებზე უარი აუცილებლად თქვით.
ამ ნაყენის გამოყენება თირკმლებსა და საკვერცხეებში კისტას მოგაშორებთ, დადებითთვისებიან სიმსივნეს და პოლიპებს გაიწოვს, სისხლს და მთელ ორგანიზმს გაწმენდს, ასევე განგრენის განვითარებას შეაფერხებს.
ლემას ნაყენი
გაიცანით ლემას ნაყენის სამკურნალო თვისებები.
ხალხურ მედიცინაში მას სისხლძარღვების გასაწმენდად, ინსულტის, ინფარქტის, თრომბოფლებიტის, გაფართოებული ვარიკოზული ვენების, გულის იშემიური დაავადების, ნევრალგიის, ძლიერი ხველის, ნევრასთენიის, ეპილეფსიის, ქორეის (სინდრომი, რომელსაც ახასიათებს არარეგულარული, უწესრიგო მოძრაობა, ნორმალურ მიმიკასთან მსგავსი, მაგრამ ინტენსივობით განსხვავებული, ხშირად ცეკვას ჰგავს), დამბლის აღმოსაფხვრელად, საშვილოსნოს და სწორი ნაწლავის გამოვარდნის, კიდურების დაბუჟების და ტკივილის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ იყენებენ.
100 გრ მცენარის თესლს 0,5 ლ არაყი დაასხით და 15 დღე ბნელ, თბილ ადგილას დააყენეთ. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. 25 წვეთი ნაყენი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ერთ თვიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ. მწოლიარე პაციენტმა ნაყენი დილით, უზმოზე, დანარჩენებმა კი – ვახშმიდან 2 საათის შემდეგ უნდა დალიონ. საშვილოსნოს და სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს 1 ნაწილი ნაყენი 5 ნაწილ თბილ, ადუღებულ წყალში გახსენით და საშოში ან ანუსში შეისხურეთ. შიგნით რაც შეიძლება დიდხანს დააკავეთ.
ნაყენი შხამიანია, ამიტომ რეკომენდებული დოზა მკაცრად დაიცავით. გლაუკომის დროს უკუჩვენებულია. პროფილაქტიკის მიზნით ნაყენი 2 წელიწადში ერთხელ დალიეთ.
მზიურას ნაყენი გრიპის, ანგინის და სურდოს საწინააღმდეგოდ
მათ, ვისაც გრიპი, ანგინა, ბრონქიტი, ჰაიმორიტი და ზედა სასუნთქი გზების ანთება აწუხებთ, ამ უსიამოვნების მოშორებას მზიურას ნაყენით შეძლებენ. მისი მოხმარებით ასაკოვან სკლეროზს და ყურებში შუილსაც მოიშორებთ.
150 გრ მზიურას ხმელი ფესვები (მინიმუმ 2 წლის) 1,5 ლ გაზავებული სამედიცინო სპირტი დაასხით, 21 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. ყოველ 2 დღეში შეანჯღრიეთ. 30 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასე შესვენების გარეშე მთელი ნაყენი დალიეთ. სამსახურსა და მოგზაურობის დროს თან წაიღეთ. გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები დაგავიწყდებათ. მაგალითად, მე უკვე 15 წელია არ მაწუხებს.