დედამთილმა ერთხელ იყიდა ბევრი ხორცი და გვთხოვა მაცივარში შეგვენახა ჩვენთან, შემდეგ კი სტუმრობას მოუხშირა

9262

“დიდი საყინულე კამერა შარშან მოვიტანეთ სახლში. მისი ყიდვა გადავწყვიტეთ იმისთვის, რომ პროდუქტები მოგვემარაგებინა მთელი ოჯახისთვის. დედამთილმა კი სხვა რამე გადაწყვიტა” – გვიყვება პაპარაცის ერთ-ერთი მკითხველი ლელა. ის ქმართან დ პატარა ბავშვთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად სოფელში, რადგან კორპუსის ბინაში ვიწროდ იყვნენ, ბავშვისთვის კი ბუნებაში ყოფნა ჯობდა. ამიტომ იყიდეს სახლი ერთ ლამაზ სოფელში, სადაც მეზობლად ქმრის დედა ცხოვრობდა.

დიდი საყინულე კამერა

“როდესაც სახლი შევიძინეთ, ვაპირებდით, რომ პარალელურად დავხმარებოდით დედამთილს, რომელიც ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა. სოფელი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა, რაც ძალიან გვაწყობდა – ქმარი სამსახურში სიარულს შეძლებდა. მე კი სახლში პატარას მშვიდად მოვუვლიდი.დეკრეტში ყოფნის დროს მინდოდა საკუთარი საქმე მქონოდა. გადავწყვიტე ბოსტნეულის მოყვანა და ქმარმა პატარა სათბური გამიკეთა. მთელი შემოსავალი მის მოწყობაზე წავიდა, ამიტომ იყო პერიოდები, როცა მხოლოდ კარტოფილს და კომბოსტოს ვჭამდით ხოლმე.გასულ წელს გადავწყვიტეთ დიდი საყინულე კამერის შეძენა, რათა ზამთრისთვის შეგვენახა პროდუქტები. როდესაც ეს დედამთილმა გაიგო, გვთხოვა, რომ ხორცი შეგვენახა ჩვენთან, რომელიც იაფად შეიძინა, ბევრი იყო და თავის მაცივარში არ ეტეოდა.რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ადგილის მეტი რა იყო? მაგრამ მალე ვინანე, რადგან ქმრის დამ კენკრა იყიდა და ახლა მან გვთხოვა შენახვა. დედამთილი და მული ხშირად მოდიოდნენ თავისი პროდუქტების ასაღებად. ზოგჯერ დაუკითხავად შედიოდნენ სახლში, როცა იქ არავინ იყო…

მაცივარში კარგა ხანი არ შემიხედავს და ერთ დღესაც დავაპირე შარლოტას გაკეთება ალუბლით. როდესაც საყინულე გამოვაღე, დავმუნჯდი… ყველაფერი წაღებული იყო, ჩემი გაკეთებულიც კი! არ მინდოდა არავისთან კონფლიქტი, მაგრამ სიტუაცია უსიამოვნო იყო. როდესაც დედამთილთან დალაპარაკება ვცადე, აქეთ დამადანაშაულა – “რაში გჭირდებოდა კენკრის, ბოსტნეულის ან სოკოს მოყვანა, ისედაც ოხრად ყრია ტყეშიო”. ტყეში გამზადებული ხომ არ აწყვია? შეგროვებას, გადახარისხებას, გარეცხვას, მომზადებას დრო და ენერგია არ უნდა? – წელს, ვითომც არაფერი, ისევ მთხოვეს საყინულეში პროდუქტების შენახვა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს მათი დახმარების. როგორმე საკუთარ მაცივრებში მოათავსონ. მე აღარ მინდა ჩემი ნაწვალები პროდუქტები დაუკითხავად აიღოს ვინმემ.

რედაქციისგან: ნათესავებს შორის ხშირად ჩნდება გაუგებრობები, რადგან ყოველთვის საჭიროა ნდობა და ურთიერთგაგება. ასე მოხდა ლელას შემთხვევაშიც. ამიტომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის ჯობია პირადი საზღვრების დაწესება. აქ ლელას არავისთვის უთქვამს უარი დახმარებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედამთილი მის შრომას აუფასურებს და მასთან, დაუკითხავად იღებს მის ნაშრომს. თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გავიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს