ბებია ბავშვობაში გვიშლიდა პურის ხელიდან ხელში მიცემას, მე კი ვერ ვხვდებოდი რატომ

2171

ძველი ცრურწმენები ხანდახან ძალიან უცნაურად ჟღერს ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველდღიურად გვიხდება მასთან შეხება. შეიძლება გაიგოთ დიდი ბებიებისგან, რომ არ შეიძლება დანით რაიმეს ჭამა, მაგიდის ხელით გადაწმენდა, ზღურბლთან რაიმეს გადაცემა. ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ხელიდან ხელში არ გადაგეცა ადამიანისთვის ზოგი ნივთი. რა ნივთებია ეს და რატომ არ შეიძლება?

ძველი ნიშნები

ითვლება, რომ რაც უფრო დიდხანს ატარებს ადამიანი რამე ნივთს, მით უფრო მეტ ენერგიას ისრუტავს ის. ადამიანები უმეტესად ამას ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ იწყება უსიამოვნო მოვლენები. მიზეზი კი შეიძლება სწორედ ენერგეტიკით დატვირთული ნივთი იყოს.

დიდი ფასეულობები – ამბობენ, რომ ადამიანის ენერგეტიკას ყველაზე მეტად ძვირფასეულობები ინახავენ – როგორც კარგს, ისე ცუდს. აქედან მოდის ცრურწმენა, რომ სხვისი საქორწინო ბეჭდის გაკეთება არ შეიძლება. დიახ, ნამდვილად არ ღირს სხვისი ბეჭდის ტარება, რაც არ უნდა ლამაზი იყოს.ხოლო, თუ ძალიან გინდათ, რომ მოისინჯოთ, არ აიღოთ სელიდან ხელში. სთხოვეთ პატრონს დადოს მაგიდაზე ან რამე ზედაპირზე და თავად აიღეთ იქედან. ეს ხელს შეუშლის ნეგატივის გადაცემას ადამიანიდან ადამიანზე.ასევე ფრთხილად უნდა იყოთ ფულთან. სამწუხაროდ, ბევრი ცუდი აზრი შეიძლება პროეცირდეს ფულზე. არავინ ფიქრობს იმას, რომ კუპიურებზე რაღაც შეიძლება ვერ იყოს რიგზე. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად და ცუდად განწყობილი ადამიანებისგან

ძირითადი პროდუქტები – ძველად სწამდათ, რომ პური ყველაფრის თავია. ჩვენი წინაპრები ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ მას და არასდროს არ გადასცემდნენ ერთმანეთს ხელიდან ხელში. ზოგს ჯეროდა, რომ პური ცუდ ენერგიას იზიდავდა, ზოგს ჯეროდა, რომ სიღარიბე მოჰქონდა. ამიტომ თუ პურს ხელიდან ხელში მისცემდი ვინმეს, ეგონათ, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდებოდა.ეს არც არის გასაკვირი. წარსულში პური ითვლებოდა დიდ ფუფუნებად. თუ სახლში არ იყო პურის გამოცხობის საშუალება, ოჯახი უკიდურესად ღარიბი იყო. პური სხვას აუცილებლად უნდა მისცეთ რაიმე ჭურჭლით, კალათით, შეფუთვით. ეს დაიცავს პურს ცუდი ენერგიისგან. ასევე არ შეიძლება ხელიდან ხელში ხახვის გადაცემა.

ძველი და ბასრი საგნები – ანალოგიურად, ხელიდან ხელში არ შეიძლება გადასცეთ დანა და მაკრატელი. ხახვს ცრემლები მოაქვს, ხოლო დანა ყველაფერს ჭრის. შესაბამისად, ამ ნივთებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით ქალები. ამასთან, არ ათამაშოთ ტყუილად მაკრატელი და არ გადააბიჯოთ მას.ძველად ეს წესები ყველა ოჯახში იცოდნენ და სჯეროდათ მისი, ჩვენ დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი საქმეა, მაგრამ წინაპრების სიბრძნეს რაღაც დანიშნულება აქვს, მათ სხვანაირი ხედვა ქონდათ და თავისი ახლობლებისთვის მხოლოდ კარგი ენდომებოდათ, ხოლო ოჯახში სიმყუდროვე, სიკეთე და იდილია. თქვენ გაგიგიათ ამ ცრურწმენებზე რამე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს