ხავერდა მძიმე უსიამოვნებებს კურნავს: 7 გამოცდილი რეცეპტი. თითოეულ კლუმბში იზრდება, არადა ღირებული წამალია!

1086

დღეს ხავერდას სამკურნალო თვისებებზე გიამბობთ. ამ ხალხის საყვარელ ყვავილს ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, კლუმბში ან გაზონზე შეხვდებით. მისი ყვავილები თვალს ზაფხულის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე ახარებს.

ხავერდა თირკმლების დაავადების დროს შეუცვლელია. 3-5 დაქუცმაცებულ მცენარის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, გადაწურეთ და ნაყენი თანაბარი პროპორციით დღის განმავლობაში 3-ჯერ დალიეთ. ნაყენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 1 თვის განმავლობაში დალიეთ.

ამის შემდეგ კალენდულას ყვავილების ნაყენი მოამზადეთ და დალიეთ. შემდეგ კი აბზინდას ყვავილების ნაყენი 30 დღე დალიეთ ( 1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ).

ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ.

ართრიტის და პოდაგრის დროს 1 ს/კ ხმელ დაქუცმაცებულ ხავერდას ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30-40 წუთში გადაწურეთ და ნაყენი დალიეთ. ყოველთვის ახალი ნაყენი მოამზადეთ, დღეში 1-2 ლ ნაყენი 1,5-3 თვის განმავლობაში დალიეთ.

ცისტიტის, შეშუპების, სურდოს და ჭიების დროს 5-7 დაქუცმაცებულ ხავერდას ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

თავის ტკივილი თუ მუდმივად გაწუხებთ, 5-7 ხავერდას ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ამის შემდეგ გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 4-ჯერ დალიეთ. ამის შემდეგ თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

კბილის ტკივილის მოსაშორებლად 7 ხავერდას ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ 30 წუთით, შემდეგ ნაყენი პირში დაიგუბეთ და ცოტა ხნით მტკივნეულ კბილთან გაიჩერეთ. შემდეგ გადაყლაპეთ.

A ჰეპატიტის, თავის ტკივილის, ფსორიაზის, პანკრეასის და ვიტილიგოს დაავადების დროს ეს ნაყენი დაგეხმარებათ. 3-5 დაქუცმაცებულ ხავერდას ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ დალიეთ.

ფსორიაზის და ვიტილიგოს დროს შეგიძლიათ ნაყენის კომპრესები გამოიყენოთ. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ.

„ერთხელ შაქრის მაჩვენებელი 14 ერთეულით გამეზარდა. ფეხები შემიშუპდა, საშინელი განწყობა მქონდა, ხოლო მედიკამენტებმა მხოლოდ დროებითი სიმსუბუქე მომცა. ზღვაზე წასვლა გადავწყვიტე. გზაზე მეგზურს ჩემი ამბავი შევჩივლე.

მან ყურადღებით მომისმინა და მირჩია 50 ცალი ხავერდას მუქი ფერის ყვავილი მომეკრიფა, 0,5 ლ არაყი დამესხა, 1 კვირით დამეყენებინა და 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დამელია. რეცეპტი ჩავიწერე.

ნაქირავებ სახლში შევნიშნე რომ დიასახლისს ეზოში ხავერდას ყვავილები ჰქონდა. მისი მოკრეფის ნებართვა ვითხოვე. შემდეგ არაყი ვიყიდე და რეცეპტის მიხედვით ნაყენი მოვამზადე.

ღამით რამდენჯერმე ვანჯღრევდი, დილით კი ნაყენს ყლუპობით ვსვამდი. მიღებას სადილობის და ვახშმობის დროს ვიმეორებდი. 7 დღე, სანამ ზღვაზე ვიყავი, ნაყენს ვსვამდი.

სახლში დაბრუნებულმა შაქრის ანალიზი გავიკეთე. მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა, ფეხების შეშუპება გამიქრა. იმ დღიდან ხავერდას ნაყენი ჩემი სამაგიდო წამალია. მას მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა ვგრძნობ რომ შაქრის მაჩვენებელი გამეზარდა.

დღეში 2-3-ჯერ ვსვამ და თავს უკეთ ვგრძნობ.“ რა თქმა უნდა, დიაბეტი თითოეული ადამიანის ორგანიზმში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მაგრამ შაქრის დონის დარეგულირებას ხავერდას ყვავილებით მაინც გირჩევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს