ლიმნიანი წყლის სარგებლიანობა – მითია თუ რეალობა? მართლა ყველასთვის კარგია თითო ჭიქა წყალი და ლიმნის წვენი? აქ სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ზოგი ერთმნიშვნელოვნად ურჩევს ლიმნიანი წყლის მიღებას, ზოგი – წინააღმდეგია. რა სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის ლიმონს? მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავარკვიოთ ეს.
ლიმნის წვენი მდიდარია A, B1, B2 და C ვიტამინით. მას აქვს კარგი მატონიზირებელი მოქმედება, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამაგრებს იმუნიტეტს.
ლიმნიანი წყლის სარგებლიანობა
ყველას არ უყვარს სუფთა წყლის დალევა, მაგრამ ეს აუცილებელია. ტყუილად არ მიიჩნევენ ამ სითხეს სიცოცხლის ელექსირად. იმისათვის, რომ ჩვეულებრივი წყლის გემოვნური თვისებები გააუმჯობესონ, უმატებენ ლიმნის წვენს, ან მთლიანად ლიმონს, ან მის ნაჭერს. ვიღაცას ურჩევნია კიტრის ნაჭრები, ვიღაცას როზმარინი ან პიტნა.სპეციალისტების უმეტესობა თვლის, რომ ასეთი წყალი სრულიად უვნებელია, მაგრამ არის გამონაკლისებიც. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, სიფრთხილე მართებთ და უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ, თუ გაქვთ მგრძნობიარე კბილები.
ლიმნიანი წყალი არ უნდა მიიღოთ თუ გაქვთ ალერგია ციტრუსზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა. ლიმონი შეიცავს გარკვეული რაოდენობის შაქარს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
გრანდიოზული პოპულარობა – ლიმონი რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ნუ დაიჯერებთ, რომ უბრალო ლიმნიანი წყალი საოცრებებს იზამს, გადაგაქცევთ ზეადამიანად და მომენტალურად ჩამოგაკლებთ ზედმეტ კილოგრამებს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ასეთი ჯადოსნური უნარები ამ მცენარეს არ აქვს. იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად, თუ სადმე წააწყდებით რადიკალურ რეკომენდაციებს ლიმნის გამოყენების თაობაზე. რასაკვირველია, ის სასარგებლოა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.
ლიმნიანი წყალი ეხმარება ღვიძლს გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინები. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
არომატული სითხე – ლიმონი მდიდარია არა მარტო ვიტამინით С, არამედ ბევრი სხვა ვიტამინით და მიკროელემენტებით (კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ფოლის მჟავა). ამიტომ მისი როლი იმუნიტეტის ამაღლებაში მნიშვნელოვანია. თბილი ლიმნიანი წყლის გამოყენებით ან ლიმნიანი ჩაით თავიდან აიცილებთ სხვადასხვა პრობლემას შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.
ლიმონი კარგად მოქმედებს იმუნური სისტემის მუშაობაზე. მას აქვს სიცხის დამწევი და ანტივირუსული მოქმედება. ამიტომ უმატებენ ჩაიში გაცივების დროს.
ამას გარდა, ლიმნიანი წყალი გავსებთ ენერგიით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელიწადის ცივ დროს მაშინ, როცა ადამიანს ეწყება განწყობის გაუარესება. მაგრამ ასკორბინის მჟავა, რომელსაც ლიმონი შეიცავს, არ გროვდება ორგანიზმში. ამიტომ საჭიროა ყოველდღიური მიწოდება ლიმნიანი წყლის ან ჩაის სახით.
მოულოდნელი სარგებელი – დიახ, მგრძნობიარე კბილებისთვის ლიმნიანი წყალი არ არის კარგი, მაგრამ ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ, თუ წყალში მისი კონცენტრაცია ცოტა იქნება და მიიღებთ საწრუპის დახმარებით. ლიმნიანი წყალი დილით დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სწრაფად გამოფხიზლებაში ნებისმიერ ყავაზე უკეთ.
ლიმნიანი წყალი დაგეხმარებათ პირიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში. მისი მკვეთრი სუნი და გემო ფარავს ცუდ არომატს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ლიმნიანი წყალი სასარგებლოა ყველასთვის – თუ არ გსიამოვნებთ და არ გიყვართ ლიმონი ან ლიმნიანი წყალი, ნუ დააძალებთ საკუთარ თავს მის მიღებას. როგორც აღვნიშნეთ, მას აქვს თავისი უკუჩვენება და ნუ გარისკავთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. სპეციალისტი გააანლიზებს ყველა შესაძლებელ დადებით და უარყოფით მხარეებს თქვენთვის და მერე გადაწყვეტთ ღირს თუ არა მისი მიღება.
როგორ ფიქრობთ, მართლა ასე სასარგებლოა ლიმნიანი წყალი ორგანიზმისთვის, თუ უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.