დედამ დამირეკა და გამომიცხადა, რომ ჩემთან გადმოდის საცხოვრებლად, რადგან თავისი ბინა გაყიდა, ფული კი დახარჯა.

0
1538

“რთული ბავშვობა მქონდა. ჩემი ოჯახი არ იყო სტაბილური და ნორმალური. მშობლები კი ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, მაგრამ თავისთვის იყვნენ, მე კი ბებია მზრდიდა” – გვიყვება ქეთი. გოგონა აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში და ეგონა, რომ ეხლა მაინც მიიღებდა მხარდაჭერას დედისგან, მაგრამ… პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

რთული ბავშვობა

“ვცხოვრობდით სამ ოთახიან ბინაში და დედამ ერთი ოთახის გაქირავება დაიწყო. მდგმურები დიდხანს არ ჩერდებოდნენ, რადგან სახლი დაულაგებელი და ბინძური იყო. ჩემს ოთახს როგორღაც ვალაგებდი, მაგრამ მთელს სახლში შეუძლებელი იყო სისუფთავის შენარჩუნება.დედა ყველაფერში მე მადანაშაულებდა, ჩემს გამო არ მუშაობდა, რადგან რაც მე გავჩნდი, მისი კარიერა დავასამარე და საერთოდ, დიდი არეულობა შემოვიტანე სახლში. ჩვენ ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს და ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება მისი საყვედურებისთვის. 16 წლის ასაკში სახლიდან ავედი. თავიდან მეგობართან ვცხოვრობდი, შემდეგ კი სამსახური ვიშოვე და ბინა ვიქირავე.მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაინც ვცდილობდი დედას დავხმარებოდი. მას ვალები ქონდა დაგროვილი და ამის გამო ორჯერ ავიღე კრედიტი. ვთხოვდი, რომ დროულად გადაეხადა კომუნალური გადასახადები, მაგრამ ის ყოველთვის მპირდებოდა და არ იხდიდა, ფულს კი ინახავდა.23 წლის ვიყავი, როდესაც ერთი ბიჭი გავიცანი. თითქოს გვიყვარდა ერთმანეთი, რამდენიმე თვე ვხვდებოდით. მალე აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ამის შემდეგ ყმაწვილი გაქრა… დავიბენი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მარტო ვერ შევძლებდი ქირის გადახდას და ბავშვის მოვლას. ამიტომ დავურეკე დედას. ჩემდა გასაკვირად, თავისთან გადასვლა შემომთავაზა”

ახალი ცხოვრება – “მეგონა, რომ დედა შეიცვალა და ეხლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. პირველი ორი თვე, მართლაც იდეალურად იყო, ვსაუბრობდით, ჩაის მივირთმევდით. ბავშვის დაბადებამდე მინდოდა სახლის მოწესრიგება, მაგრამ დედას ეს არ აინტერესებდა. მისთვის სულერთი იყო.სამსახურში ისევ ისე ვაგრძელებდი სიარულს, დედა კი პროდუქტებს ყიდულობდა და კომუნალურებსაც კი იხდიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას კრედიტი ქონდა აღებული და იმედი ქონდა, რომ ყველაფერს გადავუხდიდი. ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაფერი გართულდა. დედა ისევ აქირავებდა სახლის ნაწილს, მალე ძაღლიც მოიყვანა, ამ ქაოსში რამდენჯერმე დამეკარგა ფული, სამზარეულოში მუდმივად ისხდნენ დედას ახლობლები და შეუძლებელი იყო ბავშვისთვის მშვიდად საჭმლის მომზადება. საბოლოოდ, ჩავალაგე ნივთები და დაქალთან გადავედი.

მალე კარგი სამსახური ვიშოვე და ისევ ვიქირავე სახლი. ვაპირებ კრედიტის აღებას და საკუთარი ბინის ყიდვას. ჩემი ქალიშვილი უკვე 7 წლისაა. ამ დროის განმავლობაში დედა არც ერთხელ არ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით, ხოლო ერთი კვირის წინ დამირეკა საყვედურებით, რომ მშობელი დედა დავივიწყე და არაფერში არ ვეხმარები. 5 წლის წინ ბინა გაყიდა და ერთ ოთახიანში გადავიდა. დარჩენილი ფული რა თქმა უნდა, დახარჯა და ახლა ჩემგან ელოდება დახმარებას. მე კი აღარ მინდა მასთან ურთიერთობა, მითუმეტეს შვილი მყავს გასაზრდელი და სახლიც საყიდელი. არადა თან მესმის, რომ დედაა და ხელს ვერ ვკრავ”

რედაქციისგან: მშობლებს არ ვირჩევთ და ისინი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან ჩვენთვის. ხშირად მათთან ურთიერთობა არ არის მარტივი, მაგრამ რთულ სიტუაციაში მაინც იმედი გვაქვს მათი. როგორი რთული ხასიათიც არ უნდა ქონდეს ქეთის დედას, ის ხვდება, რომ დედა მისთვის ერთადერთია და გვერდით უნდა დაუდგეს. მთავარია, ეს არ გააკეთოს თავისი ოჯახის კეთილდღეობის ხარჯზე. ის მარტოხელა დედაა და პირველ რიგში თავისი პატარას წინაშეა ანგარიშვალდებული. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? რას გააკეთებდით პირველ რიგში?