ხე-მცველები: რა უნდა დავრგოთ სახლთან ახლოს, რათა ოჯახში იყოს სიმშვიდე და კეთილდღეობა.

0
1342

რომელი ხის დარგვა ჯობია თქვენს ნაკვეთში? რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა – ნაყოფიერს თუ დეკორატიულს? ამას გარდა, არის ძალიან კარგი ალტერნატიული ვარიანტები, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ პატრონებსაც ძალიან მოეწონებათ. მოდით, პაპარაცის ამ სტატიაში შევარჩიოთ ის ხეები, რომლებიც გასცემენ პოზიტიურ ენერგიას და სიმშვიდეს.

რომელი ხის დარგვა ჯობია

იმისათვის, რომ შეარჩიოთ ყველაზე შესაფერისი ვარიანტები, უნდა მოისმინოთ არა მარტო ექსპერტების აზრი, არამედ ხალხური სიბრძნეც. ის ბევრ საინტერესო და სასარგებლო რჩევას გვაძლევს. რა ნიშნებია ეს და რომელი ხეები ჯობია სახლთან ახლოს დაირგოს ხალხური რწმენის მიხედვით?

ალუბლის ბაღი – სურნელოვანი ალუბლის ბაღი – იდეალურია ყველა ბაღისთვის და მიწის ნაკვეთისთვის. ეს ხე ძველთაგანვე იყო სიმდიდრის და ნეტარების სიმბოლო ოჯახში. ყველა შეძლებული მეურნის ოჯახში ყვაოდა ალუბლის ბაღები და ახარებდა ოჯახის და გამვლელების თვალს. მას ხოტბას ასხამდნენ ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებში. ალუბალი – საინტერესო ხეა, ისევე როგორც ბალი. უამრავი გემრიელი სასმელი და მურაბა კეთდება მისი ნაყოფისგან, აგრეთვე ჯემი, შიგთავსი ნამცხვრისთვის.ამას გარდა ძველი ხალხი თვლიდა, რომ ალუბლის და ბალის დადებითი განწყობის გასაძლიერებლად ოჯახზე, უნდა დაინთოს ცეცხლი ხეებთან ახლოს. ეს არის საუკეთესო მიზეზი მოაწყოთ პიკნიკი ახლობლებთან ერთად.

განუმეორებელი სურნელი – ბაღისთვის და აგარაკისთვის კარგია ასევე აკაციის ხე. მას გასაოცარი სურნელი აქვს ყვავილობის დროს. ამბობენ, რომ ის აუმჯობესებს საერთო ატმოსფეროს და ადამიანების განწყობას სახლში. აკაცია უყვართ ფუტკრებსაც და მისი ყვავილისგან ამზადებენ არომატულ თაფლს. ამიტომ თუ აპირებთ ფუტკრის ყოლას, იფიქრეთ აკაციის მოშენებაზე. ასკილს ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ეს მცენარე გამორჩეულია ულამაზესი ვარდისფერი ყვავილებით და სასარგებლო ნაყოფით, რომლისგან მზადდება ნატურალური და სასარგებლო ჩაი. ასკილი ეხმარება ოჯახს სიმშვიდის შენარჩუნებაში, აუმჯობესებს და ამყარებს გრძნობებს მეუღლეებს შორის.

კრეატიული გადაწყვეტილება – არანაკლებ სასარგებლოა გარემოსთვის გრძელწიწვიანი ღვია და ნაძვი. ეს წიწვოვანი მცენარეები სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ, მაგრამ ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ზაფხულობით ისინი აგროვებდნენ ენერგიას, ხოლო ზამთარში პირიქით, გასცემდნენ. ამიტომ ეს ხეები ანეიტრალებენ კონფლიქტებს და ეხმარებიან წესრიგის და სიმშვიდის დამყარებას ოჯახში.ღვიას ზოგიერთი ჯიში შეგიძლიათ სასურველ ფორაზე გადაჭრათ და შექმნათ უნიკალური ლანდშაფტი თქვენს ნაკვეთზე, რითაც მნახველებს სასიამოვნო გარემოს შეუქმნით.

რომელი ხის დარგვა ჯობია ნაკვეთზე

რა თქმა უნდა, პირველ როგში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელი ხე დარგოთ თქვენი გარემოს და ბედნიერების დარაჯად, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ წინაპრების სიბრძნე.

თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? რომელი ხის დარგავ ჯობია სახლის მახლობლად? რა ხეები გაქვთ უკვე დარგული? რატომ მაინცდამაინც ის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.