6 ძალიან ეფექტური რეცეპტი იასამნით მკურნალობისა: მოამზადეთ სასწაულმოქმედი წამალი მაისში

0
836

მაისის დასაწყისში იასამანი აქტიურად ყვავილობს. მე კი დღეს მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ მისი დახმარებით ზოგიერთი დაავადებისგან გათავისუფლება.

1. ართრიტის, ართროზისა და წელის ტკივილის ჩახშობა

თეთრი იასამნის 3 ყვავილოვან მტევანს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენე 3 დღით მაცივარში, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. ნაყენი სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 45 დღის განმავლობაში. 3-თვიანი შესვენების შემდეგ, გაიმეორეთ მკურნალობის კურსი. შემდეგ ნაყები მოამზადეთ და მიიღეთ ხოლმე მხოლოდ საჭიროებისამებრ. რამდენადაც იასამნის ყვავილობის პერიოდი მოკლეა, გირჩევთ, იგი წინასწარ მოიმარაგოთ.

2. ნებისმიერი ბრონქიტი

გაავსეთ იასამნის ყვავილებით შუშის ქილა, დაასხით პირთამდე არაყი, დააყენეთ 10 დღით ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო შემდეგ გახსენით საღამოობით, ძილის წინ, 30 მლ ნაყენი 1 ფინჯან მაგარ ჩაიში და დალიეთ ხსნარი მცირე ყლუპებად ღამითვე. მკურნალობის კურსი სამდღიანია. შეინახეთ ნაყენი მჭიდროდ დახურულ ქილაში.

3. კოჟრები და ნახეთქები

იასამნის მწვანე ფოთოლს წაუსვით დარბილებული საპონი, დაიდეთ საპნის მხრით პრობლემურ ადგილზე და დაიფიქსირეთ სახვევით. შეცვალეთ კომპრესი ყოველდღე, მტკივნეული წარმონაქმნების სრულად გაქრობამდე.

4. კბილის ტკივილი

გამომშრალ ან ნედლ იასამნის ტოტს(3-6 ფოთლით) დაასხუთ 1 ლ წყალი, ადუღეთ თავსახურის ქვეშ რამდენიმე წუთით, დააყენეთ სანამ გათბება, გადაწურეთ და 5-10 წუთის განმავლობაში გამოივლეთ პირის ღრუ.

5. თრომბოფლებიტი და ვენების ვარიკოზული გაგანიერება

იასამნის ყვავილობის პერიოდში, მოკრიფეთ მისი ფოთლები, გარეცხეთ, გააშრეთ ჩრდილში და შემდეგ დაიდეთ ანთებულ ვენებზე ძალიან სქელ ფენად. შეიხვიეთ ცელოფნით და ზემოდან რამე თბილი ქსოვილით.

პროცედურა ჩაიტარეთ ღამით და გაიჩერეთ კომპრესი დილამდე. გააკეთეთ ასე 5-6 დღის განმავლობაში, მიყოლებით. ერთი და იმავე ფოთლების გამოყენება ორჯერ შეიძლება. აი, ასე ვშველი ჩემს ფეხებს.

გაიმეორეთ პროცედურა ყოველ შემოდგომაზე. ახლა 71 წლის ვარ, ხშირად ვმუშაობ ნაკვეთზე და ფეხების ტკივილი არასდროს მაწუხებს – მადლობა იასამანს. სწორედ ასე შეიძლება ტროფიკული წყლულების მკურნალობაც.

6. რადიკულიტი, ვარიკოზი, სახსრების ტკივილი

გაზაფხულზე მჭიდროდ გაავსეთ იასამნის ყვავილებით ქილა და დაასხით 40%-იანი არაყი. გააჩერეთ 2 კვირით თბილ ადგილზე. რადიკულიტის დროს, გამოიყენეთ ნაყენი, როგორც სამასაჟე სითხე, ხოლო გაციების დროს მიიღეთ კიდევ 20-30 წვეთი.

ქვემოთ მოცემული ნაყენის მომზადება გაზაფხულზე უნდა დაიწყოთ. ბაბუაწვერას ყვავილობის დროს, მჭიდროდ გაავსეთ მცენარის ყვავილებით სამლიტრიანი ქილა, დაასხით სპირტი ან ჭაჭა, დაახურეთ ქილას პოლიეთილენის თავსახური და დადგით ბნელ ადგილას მანამ, სანამ იასამანი არ დაიწყებს ყვავილობას.

როგორც კი მისი ყვავილობაც დაიწყება, ამოიღეთ ქილიდან ბაბუაწვერები, კარგად დაწურეთ და გადაყარეთ, ხოლო ნაყენიან ქილაში ჩაყარეთ იასამნის ყვავილები მჭიდროდ. ისევ დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას. არ შეეხოთ ქილას წაბლის ყვავილობამდე. როცა ისიც აყვავდება, ამოიღეთ იასამნის ყვავილები ქილიდან, დაწურეთ და გადაყარეთ, ხოლო ნაყენში ჩაყარეთ წაბლის ყვავილები და გააჩერეთ თეთრი აკაციის აყვავებამდე.

ამჯერად ამოიღეთ ქილიდან წაბლის ყვავილები და გაავსეთ ქილა თეთრი აკაციით. დააყენეთ 7 დღით, გადაწურეთ ნაყენი მარლაში და გამოიყენეთ იგი, როგორც კომპრესები და სავლებები რადიკულიტის, სახსრების ტკივილის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი