გავიცანი ერთი საინტერესო ქალბატონი, რომელსაც ბინის გაცვლა სურდა. თითქოს არაფერია აქ უცნაური, მაგრამ გათამაშდა ნამდვილი თრილერი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ქალბატონი დღემდე ვერ ხვდება რა გააკეთა არასწორად და საიდან გაჩნდა ამდენი პრობლემა.პაპარაცის რედაქცია ხშირად გთავაზობთ ასეთ ისტორიებს, რადგან ისინი ცხოვრებისეული და ჭკუის სასწავლებელია. თუ საკუთარ აზრს აყენებთ ყველაფერზე წინ და საკუთარ ინტერესებს წარმოადგენთ როგორც საერთოს, ყურადღებით წაუკითხეთ ეს ამბავი და ჩაერთეთ დისკუსიაში.
ბინის გაცვლა
პირობითად, დავუშვათ არის ერთი სასიამოვნო ქალბატონი ირინა, რომელიც ცხოვრობს ქმართან და მის ბებიასთან ერთად ბებიისვე სამ ოთახიან ბინაში. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ირინას უნდა რაღაც ახალი და უფრო კომფორტული. მისი სურვილი ასე თუ ისე, ადეკვატურია, მაგრამ მოდით, გავერკვეთ როგორ ხედავს ამ ყველაფერს თვითონ.
მისი შეხედულება ასეთია: უდა აიღოს ქმრის ბებიის დიდი სახლი და გაცვალოს ორ ბინაში – ორ ოთახიანში თავისთვის და ქმრისთვის და ერთ ოთახიანში, ბებიისთვის. სასურველია, ერთ კორპუსში, ერთ სადარბაზოში. ყველაფერი ლოგიკურია – გაინაწილებენ და განაგრძობენ მშვიდად ცხოვრებას.თუმცა, ირინას მხარს არ უჭერს არც ქმარი და არც ბებია. უფრო მეტიც, ეს რომ ბებიამ გაიგო, ბევრი იცინა და უარი თქვა. მთელი ეს ფერადი გეგმები არ გამოდგა მთლად რეალური მისთვის.ირინას სხვა გზა არ ქონდა და მიმართა თავისი პრობლემით სპეციალისტს. ნაცნობმა იურისტმა ურჩია, რომ წინააღმდეგობა მისი სურვილის სისრულეში მოსაყვანად არ არსებობს და თავად უნდა იმოქმედოს.
ირინა ასე დაარიგეს: ვინაიდან, არავინ აპირებს მის დახმარებას ამ საკითხში, უნდა გააკეთოს ყველაფერი თვითონ. თითქოს მარტივია – გაყიდო ერთი და იყიდო ორი ბინა.მოკლედ, ირინამ მეუღლის და ბებიის ნებართვის გარეშე აიღო ბინის საბუთები და დაიწყო ადამიანის ძებნა, რომელიც დაეხმარებოდა საქმის მოგვარებაში. წავიდა ნოტარიუსთან კონსულტაციაზე. ნოტარიუსი ფრთხილი გამოდგა და მისი ვიზიტის შემდეგ დაურეკა ბინის მეპატრონეს, ანუ ბებიას და კითხა იცოდა თუ არა, რომ ირინა, ორიგინალი საბუთებით ხელში, ცდილობდა ბინის გაყიდვას. ბებიამ, რა თქმა უნდა, არ იცოდა, მაგრამ გაუხარდა, რომ გაიგო.და აი, ირინა დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა პოლიცია, ჩამოართვეს დოკუმენტები და რამდენიმე საათში ის შესასვლელში იდგა თავისი ნივთებით და ცრემლებით ასველებდა ქმრის განცხადებას განქორწინებაზე. დღეიდან მას ახალი ადგილის მოძებნა მოუწევს მზის ქვეშეთში, არადა რა კარგად დაიწყო ყველაფერი…
რედაქციისგან: ირინას უნდოდა მოქცეულიყო ისე, როგორც უკეთესი იქნებოდა, არადა ქმარმა და მისმა ბებიამ არასწორად გაუგეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? შეიძლება მას ყველაფრის ჭკვიანურად გაკეთება უნდოდა და სასტიკმა რეტროგრადებმა არ მისცეს ამის საშუალება.ბინის გაცვლა იმისათვის, რომ გაიუმჯობესო საკუთარი მდგომარეობა, ნამდვილად ღირს, მაგრამ აქ აუცილებელია ყველას სურვილი…