ისტორია ცუდ შვილზე, რომელსაც დედამ ფული არ მისცა

408

ყველა დედა ვერ გაბედავს იმის აღიარებას, რომ ცუდი შვილი ყავს მაშინაც, თუ ამის რეალური მიზეზი აქვს. კატეგორია კარგი და ცუდი საკმაოდ სუბიექტურია და მას არ აქვს კონკრეტული საზღვრები. მაგრამ რამ შეიძლება მიიყვანოს ქალი იმ ზომამდე, რომ საკუთარი პირმშო ცუდად დაახასიათოს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამის შესახებ მოგიყვებით.

ცუდი შვილი

“როდესაც მამა გარდაიცვალა, დედა ძალიან ცუდად იყო. ის დროის დიდ ნაწილს სოფელში ატარებდა და გულს მიწასთან მუშაობას აყოლებდა. მე და ჩემი ქმარი ვამხნევებდით და ვეხმარებოდით როგორც შეგვეძლო. დედა ეხლაც ამბობს ხოლმე, რომ ჩვენი დახმარების გარეშე ვერაფერს გააკეთებდა.გავთხოვდი მამის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მე და ჩემი ქმარი ვაკეთებდით ბევრ რამეზე ეკონომიას და ბინის აღება მოვახერხეთ კრედიტით. მალე ქალიშვილი შეგვეძინა და ხარჯებმა მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი არ გვქონდა, არასდროს მავიწყდებოდა დედა და მუდმივად გვერდში ვედექი””ჩემი უმცროსი ძმა კი ისე იქცეოდა, თითქოს ოჯახის ტრაგედია მისი არ იყო. მისი ცოლი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. ძმა სულ დამცინოდა, რომ თვითონ კარგად მოეწყო, მე კი ასე ვწვალობდი. ის, რომ დედასთან გადასულიყო და გასაჭირში გვერდით დადგომოდა, არც განიხილებოდა.დედა არასდროს ამბობდა საყვედურს ვაჟზე. ჩემთან კი საერთოდ არ ახსენებდა, რადგან იცოდა, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედასაც წყინდა, რა თქმა უნდა, შვილის გულგრილობა, მაგრამ თავს იკავებდა ცუდის თქმისგან.”დედა თითონ ურეკავდა ხოლმე ჩემს ძმას და თავის მოყვანილ პროდუქტებს სთავაზობდა. თხოვდა, უბრალოდ მაინც შეევლო და მოენახულებინა. ჩემი ძმა კი ყოველთვის უარს ეუბნებოდა: ” დედა, წავალ და პროდუქტებს მაღაზიაში ვიყიდი, არაფერი არ გვინდა. ჩემს დას უფრო ჭირდება და იმას მიეციო”

მოულოდნელი ცვლილება – “ერთხელ დედასთან მივედით სტუმრად, უნდა აგვეღნიშნა ჩემი ქალიშვილის დაბადების დღე, რომელიც 5 წლის გახდა. დედას უნდოდა ოჯახური ვახშამი მოგვეწყო აგარაკზე. მოვამზადეთ ჩვენი საყვარელი კერძები, ქმარმა დაამარინადა სამწვადე, ჩემი გოგონაც კი გვეხმარებოდა ტორტის გამოცხობაში.”სასიამოვნო და თბილი გარემო იყო. მოგვიანებით დედამ ამოიღო კონვერტი და გადმოგვცა: “მთელი ზაფხული ვიშრომე და კარგი მოსავალი მქონდა, ბევრი რამ გავყიდე. ამასთან, რამდენიმე წელია ვაგროვებ ცოტ-ცოტა ფულს პენსიიდან და მინდა ეს ფული თქვენ მოგცეთ, რომ მთელი ოჯახი ზღვაზე წახვიდეთ დასასვენებლად. გთხოვთ უარი არ მითხრათ და მიიღეთ ეს საჩუქარიო””დედის საქციელმა გული აგვიჩუყა მე და ჩემს ქმარს. ის ცრემლმორეული ჩაეხუტა სიდედრს. ჩვენ ხომ დიდი ხანია გვინდოდა ზღვაზე წასვლა, მაგრამ უფულობის გამო ვერ ვახერხებდით. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და მადლობა გადავუხადეთ დედას.

უკვე დაშლას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშ მოვიდა ჩემი ძმა და მისი ცოლი. ისინი ვითომც არაფერი, შემოუსხდნენ მაგიდას და დედას უცნაური საუბარი გაუბეს. ძმამ უთხრა, რომ შარშან მათი თურქეთში დასვენების ფული ცოლის მშობლებმა გადაიხადეს, წელს კი უარი უთხრეს. ამიტომ იქნებ შენ მომცე, ვიცი, რომ კარგი მოსავალი გქონდაო წელს… შოკი! მე და ჩემს ქმარს ყბები ჩამოგვივარდა მისი სითავხედისგან. წელიწადში ერთხელ ნახულობს დედას დ ისიც ფულის სათხოვნელად, გაუგონარი სითავხედეა! დედა არ დაიბნა: “შვილო, შენ ცუდი ბიჭი არ ხარ, მაგრამ უკიდეგანოდ თავხედი კი ხარ. როგორ არ გრცხვენია, ამხელა კაცი რომ მოხუც დედასთან ფულის სათხოვნელად მოდიხარო? წადი და იმუშავე! მეორედ ასეთი რამე არ გააკეთო, თორემ სახლში არ შემოგიშვებო. და საერთოდ, დღეს შენი დის შვილის დაბადების დღეა და მიულოცეო”.ძმა არც დაგვმშვიდობებია, ისე წავიდა. ძალიან კი გავბრაზდით და მისი წასვლის მერე შვებით ამოვისუნთქეთ.

რედაქციისგან: როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე ოჯახში შეიძლება ორი ასეთი განსხვავებული ადამიანი გაიზარდოს? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოასაზრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს