კალანჰოეს სამკურნალო 13 რეცეპტი: სხვადასხვა სიტუაციაში დაგეხმარებათ

3033

კალანჰოეს სამკურნალო მალამოს მოსამზადებლად 30 მლ მცენარის წვენი და 50 გრ სააფთიაქო უწყლო ლანოლინი კარგად აურიეთ, თანდათანობით 50 გრ ვაზელინი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მზა მალამო მაცივარში შეინახეთ. კომპრესის ან ლოსიონის სახით ჭრილობის, ტროფიკული წყლულის, გაფართოებული ვარიკოზული ვენების, მასტიტის და თრობოფლებიტის დროს გამოიყენეთ.

დანართების ანთების (ანდექსიტის) და საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს დილა-საღამოს საშოში მალამოში გაჟღენთილი ტამპონი ჩაიდეთ.

მასტიტის მოსაშორებლად გამკვრივების ადგილას ახალი, კარგად გარეცხილი კალანჰოეს ფოთლები მის გაშრობამდე დაიდეთ. 5 დღეში დაავადების კვალიც გაქრება.

საშვილოსნოს ყელის ეროზიას გაუმკლავდებით, თუ კალანჰოეს წვენში გაჟღენთილ ტამპონს საშოში რეგულარულად გაიკეთებთ.

კალანჰოეს წვენი ძალიან სამკურნალოა. მის მოსამზადებლად ახალ მოკრეფილი მცენარის მიწის ზედა ნაწილი სუფთა წყალში 2-ჯერ გარეცხეთ, დაწურვა აცადეთ და 7 დღე მაცივარში 50-100 გრადუს ტემპერატურაზე გააჩერეთ. ამის შემდეგ ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და მიღებული მასა გაწურეთ. 0,5 ჩ/კ წვენი დღეში 2-ჯერ გაციების, ხველის და ბრონქიტის დროს მიიღეთ.

სურდოს დროს 3-4 წვეთი წვენი თითოეულ ცხვირის ნესტოში ჩაიწვეთეთ. მალე სურდო გაქრება.

ხანგრძლივად შესანახად არაყზე ( 1 ლ წვენზე 200 მლ არაყი დაგჭირდება) ან თაფლზე (თაფლში გაჯერებული ნაყენის მიღებამდე გააზავეთ) დააყენეთ.

ძუძუს თავებზე ნახეთქები ბევრი მეძუძურე დედის პრობლემაა. ამ დროს ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ მცენარის ახალ დაწურული წვენი ძუძუს თავებზე წაისვით, ხოლო ძუძუთი კვების წინ თბილი, მდუღარე წყლით აუცილებლად გაიწმინდეთ. 5 დღეში ნახეთქები შეხორცდება.

„ჩემი დის ნათლიას სმენის ნერვის ნევრიტი დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. მედიკამენტებით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ხოლო კალანჰოეს წვენის დახმარებით დაავადება დაამარცხა. 1 ნაწილ კალანჰოეს ახალ დაწურულ წვენს 2 ნაწილ ხახვის წვენს ურევდა და რამდენიმე წვეთ ნარევს თითოეულ ყურში იწვეთებდა. პროცედურას დღეში რამდენჯერმე იმეორებდა და ყოველთვის ახალ დაწურულ საშუალებას იყენებდა. 1 კვირაში ნევრიტი დაამარცხა“.

პაროდონტოზის დროს კალანჰოეს წვენით ბამბა-მარლის ტამპონი გაჟღინთეთ და ღრძილებზე დაიდეთ. ხშირად გამოცვალეთ. მალე პაროდონტოზი გაქრება. ამავე მეთოდით გინგივიტსა და სტომატიტს მოიშორებთ.

კალანჰოეს წვენი ნაწოლებს შესანიშნავად უმკლავდება. პირველ რიგში, ნაწოლების ირგვლივ კანი სააფთიაქო ფურაცილინის მალამოთი დაიმუშავეთ, შემდეგ პრობლემურ ადგილას კალანჰოეს წვენი წაისვით, შემდეგ 3-4 ფენად გაკეცილი მარლა მცენარის წვენით გაჟღინთეთ და პრობლემურ ადგილას დაიდეთ. კომპრესის ქაღალდი დაამაგრეთ და სახვევით დააფიქსირეთ. თავიდან პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ, ხოლო შეხორცების დაწყებისას 2 დღეში ერთხელ გაიკეთეთ.

„ჩემი მეგობრის მამას გამელოტება ნაადრევ ასაკში დაეწყო, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა. მას თმის ძირებში კალანჰოეს წვენის შეზელვა ვურჩიე. ძალიან მალე თმის ცვენა შეუმცირდა, ხოლო გამელოტებულ ადგილას ახალი თმის ღეროები წამოვიდა.“

„ერთი პერიოდი გაზრდილი წნევა მაწუხებდა. ჰიპერტონიის შესამცირებლად კალანჰოეს ზედა ფოთლები მოვწყვიტე, ხორცის გასატარებელ მანქანაში გავატარე, მარლით წვენი გავწურე. მიღებულ წვენში ცოტა ნატურალური თაფლი გავაზავე და 1 ს/კ საშუალებას დღეში 3-4-ჯერ ვიღებდი. ყოველთვის ახალ საშუალებას ვამზადებდი. რამდენიმე დღეში წნევა დამირეგულირდა“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს