საპნის კაკლები – ეს არის საპნის ხის ნაყოფი, რომელიც იზრდება ინდოეთსა და ჰიმალაის მთებში. ნეაპოლელები და ინდუსები დიდი ხანია იყენებენ მათ სარეცხ საშუალებად. ასევე ის გამოიყენება პარფიუმერიის და კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებლად. საპნის კაკლის ნაჭუჭი შეიცავს ბუნებრივ ქაფის წარმომქმნელებს. ის არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და კარგად უმკლავდება ცხიმის და ჭუჭყის ლაქებს.
საპნის კაკლები
500 გრ. უნივერსალური ნატურალური საშუალება ნახევარი წელი გეყოფათ სარეცხზეც და ჭურჭელზეც. ამას გარდა, საპნის კაკლები შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანის და თავის დასაბანად, ნებისმიერი ქსოვილის გასარეცხად. საპნის კაკლები არა მარტო აშორებს ჭუჭყს, არამედ აქვს დამარბილებელი მოქმედება. მისი დახმარებით შეგიძლიათ გარეცხოთ ყველაფერი: ჭურჭელი, იატაკი, დაბანოთ ცხოველები და საკუთარი თავი.
- რეცხვა – საპნის კაკლები რეცხვისთვის გამოიყენება როგორც სარეცხი კაფსულა. იმისათვის, რომ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ ნივთები, აიღეთ ტილოს პატარა ტომარა, ჩაყარეთ შიგნით 6-8 საპნის კაკალი. ეს რაოდენობა გათვლილია 3 კილო სარეცხზე. არ აავსოთ სარეცხი მანქანა ბოლომდე ტანსაცმლით, რათა უკეთ გაირეცხოს. ჩართეთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. შეგიძლიათ გარეცხოთ საბავშვო ნივთები და ნებისმიერი ტიპის ქსოვილი. თუ სარეცხი ძალიან ჭუჭყიანია, დაუმატეთ კიდევ ორი კაკალი.
- ხელით რეცხვისთვის – ჩააგდეთ რამდენიმე კაკალი თბილ წყლიან სარეცხ ვარცლში და დაელოდეთ 15 წუთი. როდესაც წარმოიქმნება ქაფი და შეგიძლიათ გარეცხოთ. გარეცხვის შემდეგ ნივთები კარგად გაავლეთ ცივ წყალში.
- ჭურჭლის რეცხვა – ჭურჭლის სარეცხად გამოიყენება საპნის კაკლების ექსტრაქტი. მის მოსამზადებლად დაანაწევრეთ 2 ცალი კაკალი ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 1 ლ. წყალი. ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში თავდახურულში. გაგრილებული ნახარში შეინახეთ მაცივარში და ორი დღის შემდეგ ისევ გაიმეორეთ პროცედურა. შემდეგ მიღებული ექსტრაქტი გამოიყენეთ, როგორც სარეცხი საშუალება. ის კარგად უმკლავდება ცხიმს და ნადებს ჭურჭელზე, აშორებს ჩაის ლაქებს. თუ იყენებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ჩააწყვეთ ჭურჭელთან ერთად 5 ცალი კაკალი და ჩართეთ რეცხვის რეჟიმი.
- ბოსტნეულის რეცხვა – ბოსტნეულს და ხილს ხშირად ამუშავებენ ქიმიკატებით, რომელიც ჭამამდე აუცილებლად უნდა მოაშოროთ. გასარეცხად იყენებენ ხოლმე სოდას, ეფექტურია საპნის კაკლებიც. ის კარგად აშორებს ჭუჭყს, ქიმიურ ნივთიერებებს, მწერებს…
- დალაგება – საპნის კაკლების ექსტრაქტით შეგიძლიათ გაწმინდოთ სამზარეულოს ზედაპირი, ავეჯი, ბავშვის სათამაშოები. გააზავეთ ის წყალში და მოწმინდეთ იატაკები. საპნის კაკლების ნაყენი კარგად აცილებს ცხიმს და ლაქებს, არ ტოვებს ხაზებს ლინოლეუმზე.
- თავის და ტანის დაბანა – საპნის კაკლები ნაზად ასუფთავებს თავის კანს და აშორებს ქერტლს. დაბანის შემდეგ თმები ხდება მბზინვარე და რბილი. იდეალურია ტანის დასაბანადაც. ასევე საუკეთესო საშუალებაა კაკლის ექსტრაქტი მაკიაჟის მოსაშორებლად.
- ცხოველების მოვლა – საპნის კაკლების ექსტრაქტით შეგიძლიათ დაბანოთ ცხოველები, რომლებიც ალერგიისაკენ არიან მიდრეკილები. ის აშორებს უსიამოვნო სუნს და კარგად აშორებს ჭუჭყს ბეწვიდან.
- მცენარეებისთვის – საპნის კაკლების ხსნარით შეგიძლიათ დაიცვათ ოთახის მცენარეები მწერებისგან. უნდა მიასხუროთ სუფთა ფოთლებზე, ასე წარმოიქმნება დამცავი ფენა, რომელიც განდევნის მავნებლებს ფოთლებიდან.
როგორც ხედავთ, უამრავი ბოთლების, ქილების და ქიმიური ხსნარების მაგივრად, ერთი ნატურალური საშუალებაა საკმარისი. ის მართლაც რომ ყველაფერს რეცხავს. ამასთან, არის სრულიად უსაფრთხო ეკოლოგიისთვის. თქვენ გაგიგიათ ამ მცენარის შესახებ? გამოგიყენებიათ ის? გაგვიზიარეთ კომენტარებში