ქრისტესისხლას მაისის წვენი ხალხურ მედიცინაში: საუკუნეების მანძილზე მას ზეციურ საჩუქარს უწოდებენ.

4171

ქრისტესისხლა (Chelidonium mayus) – ყაყაჩოსებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ან ფოთოლის მოწვეტისას სდის დამახასიათებელი ნარინჯისფერი წვენი. აქვს მრავალღერძოვანი ფესვები. ფოთლები უმეტესად მომრგვალებული ფორმისაა და აქვს მწვანე ფერი, ხოლო ყვავილები ყვითელი.ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, რომელშიც მრავალი, მოშავო–ყავისფერი, პრიალა თესლია მოთავსებული. მისი ყვავილობა მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.

  • სოკოს, ეკზმისა და სირსველის მოსაშორებლად, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლას წვენი, ასევე, ჭარბად შეიზილეთ ეს წვენი დაავადებით დაზიანებულ ადგილებზე. შეზელისთანავე იგრძნობთ ძლიერ ქავილს, თუმცა, წვენის შეწოვისთანავე, ეს გრძნობა ცხრება. როცა ქავილი გაივლის, კიდევ 3-4-ჯერ შეიზილეთ წვენი, 3-5 წუთის ინტერვალებით. ასე იმკურნალეთ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით, რის შემდეგაც, აუცილებლობისამებრ, გაიმეორეთ კურსი. არავითარ შემთხვევაში არ შეახოთ წვენი ჯანმრთელ კანს, რამდენადაც ასე კანის ქსოვილს დააზიანებთ.
  • ქრისტესისხლას წვენით სხეულიდან მეჭეჭების მოშორებაც შეიძლება. ამისთვის, უნდა მიიღოთ 1 ს.კ. წვენი, დააყოლოთ 1 ყლუპი წყალი, დილით უზმოზე, 6 საათე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, შემდეგ 11, 16 და 21 საათებზე, ჭამიდან არანაკლებ 2 საათის გასვლის შემდეგ. კურსი 30 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. შეისვენეთ 10 დღით და გაიმეორეტ მკურნალობის კურსი. ყველა მეჭეჭი გაქრება.
  • თუ ყოველ საღამოს, 10 დღის განმავლობაში, სწორ ნაწლავში ქრისტესისხლას წვენით გაჟღენთილ ბამბას შეიდებთ, ბუასილს განკურნავთ. პირველ ღამეს გაიჩერეთ ბამბა 30 წუთით, მეორე – 45, ხოლო მესამე და შემდეგი – 60-60 წუთით. მკურნალობის დასრულების შემდეგ, გააგრძელეთ ასკილის ზეთით გაჟღენთილი ბამბის შედება, 2 კვირაში ბუასილი განიკურნება.
  • პოლიპებსა და პაპილომას მოიშორებთ შემდეგნაირად: 1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ. ქრისტესისხლას წვენი, შემდეგ კი გაიკეთეთ ოყნა ამ ხსნარით.

ქრისტესისხლა არჩევითად გროვდება ღვიძლსა და ნაღველში, ამიტომ მისი შინაგანად გამოყენებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ზუსტად დაიცვათ რეკომენდებული დოზები.

  • ყველა გარეგანი, ხილვადი პოლიპებისა და პაპილომების სამკურნალოდ, ნედლი ქრისტესისხლა გაატარეთ ხორცსაკეპში, დაწურეთ მიღებული მასისგან წვენი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, გასქელებამდე. ყოველდღე დაიმუშავეთ ექსტრაქტით ახალწარმონაქმნები, სრულად გაქრობამდე.
  • გთავაზობთ ბრონქული და გულის ასთმის მკურნალობის რეცეპტს ქრისტესისხლათი. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, 1 ლ ქრისტესისხლას წვენს დაუმატეთ 100 გ 96%-იანი სპირტი, მოაყარეთ 1 ს.კ. მარილი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე.
  • მიირთვით წამალი დღეში ოთხჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე და დააყოლეთ თითო ყლუპი წყალი. დალიეთ 1 თვის განმავლობაში და შეისვენეთ 10 დღით და გაიმეორეთ კურსი. ასე სამჯერ. შეგიძლიათ, 1 დ.კ. წამალი დღესი ოთხჯერ, ჭამადე მიიღოთ. ამ შემთხვევაში, ქრისტესისხლას სპირტიან ნაყენს 15 დღის განმავლობაში სვამენ, შემდეგ 5 დღით ისვენებენ და იმეორებენ კურსს, ასე 3-4-ჯერ. ასთმა სრულად იკურნება. ქრისტესისხლას ასეთი მიღება ჰიპერტონიასაც კურნავს.

როგორ მოვამზადოთ წვენი

წვენის მოსამზადებლად მაისში, ქრისტესისხლას ყვავილობის პერიოდში, მოგლიჯეთ ბალახი ფესვებიანად გარეცხეთ, გააცალეთ ყვითელი ფოთლები და გააშრეთ ჰაერზე 2-3 საათით. გაატარეთ ნედლეული ხორცსაკეპშო და დაწურეთ მასა კაპრონის ჩულქში. 1 კგ ნედლეულისგან 0.5 ლ წვენი გამოდის. დადგით იგი მაცივრის ქვედა თაროზე 2-3 დღით. ამის შემდეგ გადაწურეთ წვენი სხვა ჭურჭელშუ და ნალექი გადაყარეთ. 1 ლ წყალი გააზავეთ 250-300 მლ 96%-იან სპირტთან და დაიწყეთ მკურნალობა. წვენი თავის სამკურნალო თვისებებს 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

უკუჩვენებები

  • ქრისტესისხლა შხამიან მცენარეებს მიეკუთვნება, თუმცა, ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, მხოლოდ დადებით შედეგებს მიიღებთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ზუსტი, ინდივიდუალურად გამოთვლილი დოზირება.
  • დიდი დოზითა და ხანგრძლივი დროით მცენარის მიღება გვერდით მოვლენებს გამოიწვევს: თავბრუსხვევა, სიმძიმე თავსა და კუჭში, წყურვილი, გონების დაკარგვა და ჰალუცინაციებიც კი. ქრისტესისხლათი მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ ან მინიმუმამდე დაიყვანოთ. ხოლო, თუ ჭარბი რაოდენობით მიღებას არ შეწყვეტთ, გამოიწვევთ სუნთქვითი ცენტრის ლპობას, პულსის დაცემას, გონების დაკარგვას და, არაა გამორიცხული, სიკვდილსაც კი.
  • ქრისტესისხლა ამცირებს წნევას და დამოუკიდებლად არ ინიშნება ჰიპოტონიის დროს. არაა რეკომენდებული მისი ნახარშებისა და ნაყენების მიღება ბრადიკარდიის დროსაც.
  • ამ მცენარის პრეპარატების ხანგრძლივი (6 თვე+) მოხმარება, თუნდაც მცირე დოზებში, იწვევს ნაწლავების დისბაქტერიოზს, ხოლო ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მცენარის მიღება აკრძალულია.
  • თუ კუჭში ნაღვლის ძლიერი ნაკადი აღინიშნება, შეწყვიტეთ ქრისტესისხლათი მკურნალობა.
  • განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ მცენარე კანის დაავადებების მკურნალობისას, საბავშვო პრაქტიკაში კი საერთოდ უარი თქვით მსგავსი სამკურნალო აბაზანები, ჩაანაცვლეთ იგი ორკბილას ან სხვა ნაკლებად ტოქსიკური მცენარის ნახარშებით. არ შეიძლება ქრისტესისხლას გარეგანად გამოყენება მათთვის, ვისაც ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, სტენოკარდია ან ნევროლოგიური დაავადებები აქვთ.

გაეცანით ძალიან საინტერესო ვიდეოს სახალხო მკურნალების შესახებ.

© ახლობელი მედია — სახალხო მკურნალები სახალხოდ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს