კარტოფილს დამოუკიდებელი კერძის ან დანამატის სახით წვნიანებში, ბორშში, სალათებში თითქმის ყოველდღე ვიყენებთ, თუმცა მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე წარმოდგენაც არ გვაქვს. არადა ბებია და დედა გაციების დროს მოხარშული კარტოფილის ოთქლით ინჰალაციას გვირჩევდა და ასე დაავადება მალე უკან იხევდა.
კუჭის წყლული. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს/კ ახალ გახეხილი კარტოფილი (ვარდისფერი სახეობის, კანიანად გახეხეთ), 1 ს/კ კარაქი, 1 ს/კ თაფლი, 1 ქათმის კვერცხი კარგად ათქვიფეთ და იმწამსვე დალიეთ. ამასთან მხოლოდ ახალ მომზადებული საკვები უნდა მიირთვათ.
„ამ მეთოდით ჩემმა ძმამ იმკურნლა და მალე გამოჯანმრთელდა. მეთოდის გამოყენება ჩემ მეუღლეზეც ვცადე. ვარდისფერი სახეობის კარტოფილი კარგად გავრეცხე, კანიანად გავხეხხე და კარტოფილს ნარევს დანარჩენი ინგრედიენტები დავუმატე. კარგად ავურიე და იმწამსვე დავალევინე. ჭამამდე 30 წუთით ადრე კარტოფილის წვნიანი (შეგიძლიათ ლაფშით ან მარცვლეულით) მოვამზადე, მაგრამ შეწვის გარეშე და თეფშზე 1 ნაჭერი კარაქი დავამატე. ჩემი მეუღლის მენიუში მეორ ეკერძი იყო ფაფა, პიურე, სალათი და ექიმის მიერ ნებადართული ბოსტნეული. მჟავე, ცხარე, შებოლილი, ცხიმიანი პროდუქტები სრულად ამოიღო. მხოლოდ ტკბილ ხილს ჭამდა, რადგან გაზრდილი მჟავიანობა აწუხებდა. ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც იღებდა.
დრო გავიდა და მორიგი ექოსკოპიის გადაღების დროს ექიმმა წყლულის მანიშნებელი პატარა წერტილიც კი ვერ შენიშნა. მანამდე 2 სმ სიგრძის ჰქონდა. ზემოთ მოცემული მკურნალობის გარდა ყოველ საღამოს სელის თესლის ნახარშს ლოგინთან ვუდებდი ( დილით 1 ს/კ თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალში ვაყენებდი). დილით გაღვიძებულზე ჩემი მეუღლე ამ ნაყენს სვამდა. აი, ასეთი მკურნალობით კუჭის წყლული აღარ აწუხებს. რეცეპტი ბევრს მივეცი და მათაც კარგი შედეგი ჰქონდათ. იმკურნალეთ“.
თირკმლებში კენჭების დროს კარტოფილის ნათალის ნახარში დაგეხმარებათ. 2 მუჭა სუფთა კარტოფილის ნათალი მაღაზიაში ნაყიდ წყალში მოხარშეთ, სანამ ნათალი დარბილდება. ნახარში გადაწურეთ და ყოველი ჭამის წინ ნახევარი ჭიქა დალიეთ. მოხარშული ნათალი არ გადაყაროთ, არამედ სახსრების ტკივილის დროს მუხლებზე კომპრესი გაიკეთეთ. ხალხში ტყუილად არ ამბობენ: „ვისაც ჯანმრთელი თირკმლები აქვს, მას მუხლებიც არ სტკივა“.
ართრიტი. კარტოფილი საღამოს უნდა გარეცხოთ და ბალიშის ქვეშ დაიდოთ. ღამით კარტოფილი ხელში აიღეთ და რომ არ გადმოგივარდეთ, ზემოდან წინდა ჩამოიცვით ისე, როგორც ხელთათმანი. კარტოფილი მუხლებზე უნდა დაიფიქსიროთ. პროცედურა ყოველ საღამოს სახსრების ტკივილის გაქრობამდე გაიმეორეთ. ერთი და იმავე კარტოფილი შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ. რეცეპტი არა მხოლოდ ართრიტის დროს დაგეხმარებათ.
მაგალითად, ერთი ქალი მოტეხილობასთან დაკავშირებული ოპერაციის შემდეგ შუა თითის მოხრას პრაქტიკულად ვერ ახერხებდა. კარტოფილით მკურნალობა დაიწყო და მალე ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა. სხვა ქალს ღამით ხელის კიდურების გაშეშება აწუხებდა. მან ხელზე კარტოფილის დაფიქსირება დაიწყო და პრობლემა გაქრა. მამაკაცს ღამით ფეხები ძალიან აწუხებდა. კარტოფილს იდებდა და ტკივილი გაქრა. ართრიტის მკურნალობას კარტოფილით გირჩევთ.
ეგზემას, კოჟრებს და ქუსლის ძვლის დეზს კარტოფილით მოიშორებთ. გაუთლელი კარტოფილი კარგად გარეცხეთ, სახეხზე გახეხეთ, ფაფის თხელი ფენა სალფეთქზე გადაანაწილეთ და კომპრესის სახით მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. გაშრობამდე გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ.
კარტოფილის სახამებელში გაჟღენთილი ბამბის კომპრესი კანზე ანთებით დაავადებას, მცირე დამწვრობას, ფეხის გაზრდილ ოფლიანობას მოგაშორებთ. ჰიპერტონიის დროს წნევის დასარეგულირებლად 1 ჩ/კ კარტოფილის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და ნაყენი 2-3 საათის განმავლობაში ყლუპობით დალიეთ.
გულის და თირკმლების ტკივილი აღარ შეგაწუხებთ, თუ რეგულარულად ბევრ თბილ მოხარშულ კარტოფილს შეჭამთ. კარტოფილს კანი ჭამის წინ მოაშორეთ.
ბევრ ქალს გაუხეშებული და აქერცლილი ხელის კანი აწუხებს. ამ პრობლემის მოსასორებლად რძის და ახალ მოხარშული კარტოფილის ფაფის ნარევი სალფეთქზე წაუსვით და ხელები შეიხვიეთ. კომპრესის გაგრილების მიხედვით გამოცვალეთ.
ქუთუთოების ანთების დროს გახეხილი ნედლი კარტოფილის კომპრესი ქუთუთოებზე დაიდეთ. მოხარშული კარტოფილი, კვერცხის გული და ცხელი რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ ნარევი სახეზე ნიღბის სახით დაიდეთ. ასე ნაოჭებს მოიშორებთ.
სახის ძლიერი დამწვრობის დროს. ქალმა ცხელ ტაფას თავსახური ახადა და ცხელი ჰაერის ნაკადით სახე დაიწვა. ექიმმა მას ნედლი კარტოფილით მკურნალობა ურჩია. ის გახეხილი კარტოფილით აპლიკაციას იკეთებდა და ხშირად იცვლიდა. მალე დამწვრობის კვალიც კი გაქრა. სახლში კარტოფილი თითქმის ყოველთვის გვაქვს, სწორედ ამიტომ ამ მარტივი მეთოდის გამოყენებას გირჩევთ.
მეჭეჭები. მის მოშორებას ჩვეულებრივი კარტოფილით შეძლებთ. 2 კარტოფილი გარეცხეთ და 13 თანაბარ ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ მორიგეობით თითოეული ნაჭერი აიღეთ და მეჭეჭზე წაისვით. როცა დავასრულე, ყველა გამოყენებული კარტოფილის ნაჭერი ტყეში წავიღე. ბალახებით მცირე კოცონი დავანთე, კარტოფილის ნაჭრები დავწვი და წამოვედი. 3 დღეში მეჭეჭი გაქრა.