რამდენიმე ათეული წლის წინ გამოიგონეს გემრიელი და სასარგებლო რეცეპტი ორგანიზმის გასაძლიერებლად. ნარევის მიღების შემდეგ პაციენტები უფრო მალე ჯანმრთელდებოდნენ, ვიდრე სხვები. ეს იყო ნიგვზის და ჩირის ნარევი თაფლით.
კაკლის და ჩირის ნარევი
ეს სამკურნალო მასა შედგება გატარებული ჩირის და ნიგვზისგან, რომელსაც დამატებული აქვს თაფლი და ლიმონი. ყველა ნატურალური ინგრედიენტი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებზე. მისი გამოყენება ხდება ყოველ დღე 1-3 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეიძლება ჩაის ან წყლის მიყოლება, მაგრამ გაზავება არა, რადგან ცხელ წყალში ვიტამინების ნაწილი იკარგება. ბავშვებისთვის რეკომენდებულია 1 ჩ/კ ნარევი დღეში. მის მიღებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ უკუჩვენება რომელიმე კომპონენტზე. ნარევის მომზადება მარტივია და შეგილძიათ მოამზადოთ სახლის პირობებში. პაპარაცი კი დღეს მის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრდიენტები
- 250 გრ. კურაგა
- 250 გრ. ქიშმიში
- 1 ცალი ლიმონი
- 250 გრ. კაკალი
- 250 გრ. შავი ქლიავის ჩირი
- 250 გრ. თაფლი
- 250 გრ. ლეღვის ჩირი
მომზადების წესი
- გარეცხეთ ჩირები და ჩაალბეთ წყალში 5 წუთით
- ლიმონი გარეცხეთ სოდით, რათა მოაშოროთ ზედაპირიდან ქიმიური საშუალებები
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში: კურაგა, შავი ქლიავი, ლეღვის ჩირი და ქიშმიში. შემდეგ ლიმონი და კაკალი.
- მიღებულ მასას დაასხით ნატურალური თაფლი, აურიეთ კარგად და ჩაასხით შუშის ჰერმეტულ ჭურჭელში. მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივრის თაროზე 3 კვირის განმავლობაში.
- კურაგა – ეს არის სიბრძნის ნაყოფი – ასე უწოდებენ მას ჩინელები. შეიცავს კალიუმს და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. გამხმარი გარგარი მდიდარია В, В1, В2, А, С და РР ვიტამინებით. აგრეთვე მაგნიუმით, კალცით, რკინით, ფოსფორით და ნატრიუმით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ამაგრებს ძვლოვან სისტემას. ჩირის უჯრედისი ეხმარება ნაწლავებს სწორ მუშაობაში და წმენდს ღვიძლს.
- ქიშმიში – 100 გრ. ქიშმიში შეიცავს 21% კალიუმს, რომელიც არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში. ის შეიცავს სპილენძს, რომელიც პასუხისმგებელია ჰემოგლობინის სინთეზზე და ამაღლებს იმუნიტეტს. ასევე შეიცავს ფოსფორს, უჯრედისს და В ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუმჯობესებს ნერვული სისტემის, კუჭნაწლავის და გულის მუშაობას.
- ლეღვი – ლეღვის ჩირი მდიდარია რკინით და კალიუმით, რომელიც აუცილებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. შეიცავს მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, აგრეთვე A და K ვიტამინებს. მინერალები: კალიუმი, კალცი, სპილენძი, მაგნიუმი და რკინა. ლეღვი ამცირებს მაღალ წნევას და ამაგრებს ძვლებს.
- კაკალი – კაკალი მდიდარია უჯრედისით და შეიცავს ვიტამინებს А, В, С, D და Е. აგრეთვე კალიუმს, კალცს, რკინას, ფოფსორს და სხვა მიკროელემენტებს. კაკალი დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ის შეიცავს ბიოტინს და ომეგა3-ს. მისი ყოველდღიური გამოყენების შემდეგ ქვეითდება სტრესული მდგომარეობა და უმჯობესდება კონცენტრაცია. კაკალი ასევე აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, მხედველობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.
- თაფლი – მას იყენებენ ყელის ტკივილის დროს, არეგულირებს კუჭის მჟავიანობას. დიეტოლოგები გვირჩევენ მივიღოთ 1 ჩ/კ თაფლი უზმოზე საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობისთვის. ნატურალური თაფლის შემადგენლობაში შედის: A, C, E, K, B. მართალია, ვიტამინები და მინერალები ჩირში მეტია, მაგრამ თაფლი მაინც რჩება სპილენძის, კალიუმის, მაგნიუმის, იოდის, ნატრიუმის და რკინის წყაროდ.
- შავი ქლიავი – შავი ქლიავი შეიცავს მინერალებს, რომელიც სასარგებლოა კბილებისთვის, თმებისთვის, ძვლებისთვის და კანისთვის. მისი ჭამა აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. აგრეთვე გამოაქვს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. ამცირებს მიკრობების რაოდენობას პირის ღრუში. რეკომენდებულია მისი მიღება ყოველ დღე ავიტამინოზის და ანემიის დროს.
კაკლის და ჩირების ნარევი შეგიძლიათ შეურიოთ ფაფებს ან იოგურტს. დღეისათვის ყველაზე პოპულარული სასუსნავი და საუზმე გახდა გრანოლა – შვრიის ფაფა ჩირით, ნიგვზით და მზესუმზირით. ეს პროდუქტი საკმაოდ კალორიული და მსუყეა. ამიტომ რეკომენდებულია მისი ჭამა დილით ან დესერტის სახით ბერძნულ იოგურტთან ერთად. თქვენ გიყვართ ჩირი? რომელს ანიჭებთ უპირატესობას?