შემიყვარდა ცოლიანი თანამშრომელი, ის ბევრად დიდია ასკით ჩემზე, სერიოზული და საიმედოა

0
1299

გრძნობებთან გამკლავება ჩვენთვის რთული საქმეა. ამის გამო ბევრი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ხოლმე და ფიქრობენ, რომ ჯობია საერთოდ არ არსებობდეს ეს გრძნობა. მაგალითად, პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი მაკა, რომლისთვის ცოლიანი თანამშრომელი გახდა დიდი სიყვარულის ობიექტი.

ცოლიანი თანამშრომელი

მაკა და ცოლიანი თანამშრომელი – მე და მიხეილი მთელი წელი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ დიდად არ გადავკვეთილვართ ოფისში. ბოლო პერიოდში ის ყავის აპარატთან უფრო დიდხანს ჩერდებოდა და ამის გამო რამდენჯერმე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს.მთელი ეს პერიოდი მეგონა მკაცრი და შეუვალი მამაკაცი, მაგრამ რაც გამოველაპარაკე, დავმეგობრდით და სიმპატიები გამიჩნდა.თავიდან მართლა მეგობრული საუბარი იყო, სამსახურთან და საქმესთან დაკავშირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა. ამიტომ გავიკითხე მის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ცოლიანი იყო. სხვისი ოჯახის არევა კი ჩემს გეგმებში არ შედის.

რატომ ის? – ყოველთვის, როცა მას ვხედავ, სურვილი მიჩნდება მივიდე მასთან, ჩავეხუტო და მისი სხეული შევიგრძნო. ის თითქოს თავშესაფარია ჩემთვის ამ სამყაროში. რა უცნაურია, მთელი 10 წლით უფროსია ჩემზე, მე კი ყოველთვის თანატოლები მომწონდა.სადღაც მიხარია, რომ მიხეილი არ მიყურებს სხვა თვალით, მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც მაქვს.

გადაწყვეტილება და ეჭვები – ერთადერთი, რაც მე ეხლა მაწუხებს, როგორ მოვიქცე ისე, რომ ჩემზე ცუდი არავინ იფიქროს, რომ ის ვერ მიხვდეს რაღაცას რომ ვგრძნობ. შეიძლება მიხვდა კიდეც, რადგან ასეთ რამეებს ინტუიციურად გრძნობენ ადამიანები, მაგრამ თავი მინდა დავიზღვიო.მისგან დისტანცირება რომ ვცადო, არ გამოვა – ჩვენ ერთად ვმუშაობთ. კარგი იქნებოდა სხვა რამეზე გადართვა, მაგრამ არ ვიცი როგორ. მომწონს მე ეს ადამიანი და მორჩა. იქნებ რამე ისეთი გააკეთოს, რომ თავი შემაძულოს? მაგრამ იმდენად იდეალურია, რომ არაფერი ეშლება. რა უნდა ვქნა?

დასკვნა: სიყვარული, რა თქმა უნდა, არაპნოგნოზირებადი გრძნობაა, მაგრამ შეიძლება მისი კორექტირება. მაგალითად რაციონალური აზროვნებით, პრინციპების წამოწევით, რომელიც სინდისის დონეს დაარეგულირებს. ამ შემთხვევაში, ხომ მთავარი ხელმძღვანელი სინდისის დონეა? ჯერჯერობით მაკა სინდისით ხელმძღვანელობს და ეს ძალიან კარგია.

როგორ უნდა მოიქცეთ იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ არ გინდათ, რომ ეს მან შეგამჩნიოთ? როგორ მოიქცეოდით თქვენ მაკას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.