ბოლოკით მკურნალობის 14 რეცეპტი

988

მრავალი ხალხური რეცეპტი დაკავშირებულია ამ პოპულარულ ბოსტნეულთან. მის უმ წვენს იყენებენ რევმატიზმის, პოდაგრის, მიოზიტის, ნევრიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის სამკურნალოდ. დახეხილ ბოლოკს ჩირქოვან ჭრილობებსა და წყლულებზე იდებენ. ბოლოკის წვენით იკურნება საშოს ტრიქომონოზი. ბოსტნეულს იყენებენ საყვითლოსა და ღვიძლის ციროზის დროს, როგორც შარდმდენი საშუალება საერთო შეშუპების, შარდის ბუშტის ანთების, შაქრიანი დიაბეტის დროს.

თუ ბოლოკის სერიოზული უკუჩვენებები არ გაქვთ, იგი დაგეხმარებათ მრავალი დაავადების დროს. გთავაზობთ 14 რეცეპტს.

1. შიზოფრენია

განსაკუთრებით ასთენური მდგომარეობების დროს, ღვიძლის, თირკმლების, სანაღვლე გზების დაავადებებისა და კენჭის არსებობის დროს. მიირთვით წვენი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 1-2 ს.კ. ოდენობით. 1 ს.კ. წვენს, სასურველია, 1 ს.კ. თაფლიც დაუმატოთ. მკურნალობის კურსი 1 თვემდე

2. სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო

1 კგ შავი ბოლოკი არ გაფცქვნათ, უბრალოდ გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაასხით 1 ლ არაყი. დააყენეთ 2 კვირით, გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი 15-20-დღიანია. 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ.

3. ენის პარალიზება

დაღეჭეთ ბოლოკის ნაჭრები და გადმოაფურთხეთ.

4. სინუსიტი

ცხვირის, ყურებისა და თავის ტკივილების დროს, ჩაიწვეთეთ ნესტოებში წვენი ან შეიდეთ წვენით გაჟღენთილი ტამპონი.

5. ჰიპომენორეა

1 ჩ.კ. ბოლოკის წვენი შეურიეთ 1/2 ს.კ. სტაფილოს წვენს. დალიეთ მცირე ყლუპებად სამჯერ დღეში, ჭამამდე 10 წუთით ადრე. დოზა თანდათან გაზარდეთ 10 ჩ.კ.-მდე, შერეული ნახევარ ჭიქა სტაფილოს წვენთან.

6. მხედველობის დაქვეითება

ბოლოკის წვენი შეურიეთ 1:1 პროპორციით თაფლს, დაიწყეთ 1 ჩ.კ.[თი და გაზარდეთ დოზა დღეში სამჯერ, 1 ს.კ.-მდე.

7. სიმსუქნე

აიღეთ 10 კგ ბოლოკი, გარეცხეთ, არ გაფცქვნათ, უბრალოდ ამოჭერით დაზიანებული ადგილები. წვრილად დაჭერით და დაწურეთ წვენი წვენსაწურში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამიდან 1 საათში. ამასთან, არ მიირთვათ ხორცი, ცხიმიანი კერძი, სახამებლიანი პროდუქტი, კვერცხი, ნამცხვრები.

8. ტროფიკული წყლულები

გაიკეთეთ ბოლოკის წვენისა და ფაფის საფენები წყლულზე და შეიხვიეთ. ეს მძლავრი ბაქტერიციდული საშუალებაა, რომელიც ლიზოციმს(ანტიმიკრობულ საშუალებას) შეიცავს.

9. დიენცეფალური კრიზები(პრედასთმით)

ბოლოკის წვენი შეურიეთ 1:1 შაქარს და მიიღეტ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, 2-5 კვირის განმავლობაში. ეს მასა გამოიყენეთ, როგორც ნაღველმდენი საშუალება, გაზავებული 1:3 წყალთან, და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. წვენი ყოველთვის ახალი უნდა იყოს. თუ გოგირდწყალბადის სუნი ან გემო გაჩნდა, მასა მკურნალობისთვის უვარგისია.

10. ზედა სასუნთქი გზების კატარი, ბრონქიტი, ხველა და ყივანახველა

შეურიეთ ბოლოკის წვენი, თაფლი ან შაქარი, აღებული თანაბარი რაოდენობით, და მიიღეთ 1 ს.კ. წამალი დღეში 3-4-ჯერ. ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს, ყოველდღიურად დალიეთ შავი ბოლოკის 200 მლ წვენი. რევმატიზმს შემდეგნაირად მკურნალობენ: შეურიეთ 3 წილი ბოლოკის წვენი, 2 წილი თაფლი და 1 წილი არაყი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და დააყენეთ 12 დღით. შეიზილეთ მტკივან სახსრებში.

11. საკვერცხეების ანთება

მოხარშეთ შავი ბოლოკი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაჯექით თბილი მასის ორთქლის თავზე.

12. ჰაიმორიტი

წყლის აბაზანაზე გახსენით 1 ს.კ. საყოფაცხოვრებო საპონი მცირე რაოდენობით წყალში, დაუმატეთ 1 ს.კ. რძე, თაფლი, 1-1 ს.კ. ხახვისა და ბოლოკის წვენი. გამოვა არაჟნისებრი მასა. გააკეთეთ ტურუნდები, გაჟღინთეთ ამ მასით და შეიდეთ ნესტოებში 30 წუთით. ეს განსაკუთრებით ეფექტურია, როცა ცხვირის ლორწოვან გარსზე ჰერპესის ქერქები ჩნდება, ტურუნდების შემდეგ ისინი თავისით მოძვრება.

13. მწვავე ჰაიმორიტი

გაატარეთ შავი ბოლოკი ხორცსაკეპში, აიღეთ ორივე ხელის მუჭებით. გაათბეთ და დაიდეთ ცხირის სინუსებზე, დაიფარეთ პირსახოცი. რა თქმა უნდა, დაგწვავთ, თუმცა 15 წუთი უნდა მოითმინოთ. გააკეთეთ ასე 2-3-ჯერ და ტკივილი გაქრება.

14. ბრონქიტი

დახეხეთ ბოლოკი და დაწურეთ წვენი მარლაში. შეურიეთ 300 გ წვენი 150 გ თაფლს. დალიეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, და 1 ს.კ. ძილის წინ. ბავშვებს – ჩ.კ.

უკუჩვენებები

ბოლოკის რბილობი და წვენი გამორიცხეთ რაციონიდან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ენტერიტის, კოლიტის, მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების დროს. არ შეიძლება მისი მიღება გლომერულონეფრიტის დროსაც. არაა რეკომენდებული ბოლოკის გამოყენება გულის მძიმე დაავადებების, ტოქსიკური ჩიყვის, ფეხმძიმობის, ნაწლავის შებერილობის, პოდაგრის, ჰეპატიტისა და ნეფრიტის დროს. ითვლება, რომ ბოლოკი მავნეა თავისა და კბილებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს