არ მინდა ტვირთად დავაწვე შვილებს და მოხუცებულთა თავშესაფარში წაყვანას ვთხოვ

1449

რატომ უნდა ვცეთ პატივი წინაპრებს და რომელ წესებს უნდა მისდიოს მომავალმა თაობამ, რა შედის ზრდასრული შვილების მოვალეობაში?სწორედ, ამ თემაზე ვიმსჯელებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ზრდასრული შვილების მოვალეობები მშობლების წინაშე

თუ შევადარებთ ზრდასრული შვილების დამოკიდებულებას თავისი მშობლების მიმართ, მაგალითად აზიის ქვეყნებს, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით…აზიაში ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიან. იქ ისინი სიბრძნის წყაროდ და ოჯახური კერის მფრველებად ითვლებიან. არსებობს სეთი გამოთქმაც ” არ არის სიმშვიდე იმ სახლში, სადაც მოხუცებული არ ცხოვრობსო.”

კავკასიაში ვერავინ გაბედავს, გაფიქრებასაც კი, რომ ხანში შესული მშობელი მოხუცებულთა თავშესაფარში ჩააბაროს. მათ ამ თემაზე ბრძნული გამონათქვამი აქვთ: “ვინც წინაპრებს დააფასებს, ის თავის ღირსებას აამაღლებსო”.

ამ ქვეყნებში სიბერე ყოველდღიური საქმისგან გარიდება და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვაა. ჩვენთან ასაკოვან ადამიანებს ნაკლებად აქვთ მოდუნების თავის გემოზე ცხოვრების საშუალება.კიდევ უარესი, ბოლო წუთებამდე იბრძვიან თავისი ზრდასრული შვილების კომფორტისთვის და ცდილობენ შეუმსუბუქონ ცხოვრება. იმისათვის, რომ თავი ზედმეტად და მიტოვებულად არ იგრძნონ, მთელი მონდომებით ცდილობენ ოჯახს სარგებელი მოუტანონ. ზოგი მატრიალურად ეხმარება შვილება, ზოგი კი შვილიშვილების აღზრდას ტვირთულობს.

მედლის მეორე მხარე – შეიძლება თუ არა თანამედროვე ახალგაზრდობის დადანაშაულება მშობლების მიმართ უყურადღებობაში მაშინ, როცა მშობლები თავად ქმნიან ასეთი ქცევის და დამოკიდებულების მოდელს. ერთი მოხუცის სიტყვებს გავიხსენებ: “ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ჩემი შვილებისთვის ზედმეტ ტვირთად არ ვიქცე. როდესაც აღარაფერში გამოვდგები, ვთხოვ მოხუცებულთა თავშესაფარში გადამიყვანონ.” ვფიქრობ, ეს სიტყვები გამოხატავს ჩენს გარშემო მყოფი ბევრი მოხუცის რეალობას.ადამიანი, რომელსაც არ აქვს თვალწინ სათუთი დამოკიდებულება მოხუცი მშობლების მიმართ, შვილებს ცუდ მაგალითს აძლევს. ჩვენ ხომ გაუცნობიერებლად ვისრუტავთ იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ოჯახშია, უფროსი თაობისგან. ამიტომ ვიღებთ იმას, რასაც თავად ვაჩვენებთ.

ასე, რომ არ ღირს მხოლოდ ახალგაზრდების დადანაშაულება, უფროსმა თაობამ უნდა უჩვენოს სულიერი სიმდიდრის და კეთილგანწყობის მაგალითი შვილებს.თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს