გავუშვათ თუ არა ქმარი დასასვენებლად მარტო

105

“წელს დასასვენებლად წასვლას ქმრის გარეშე ვაპირებ. ადრე ერთმანეთს ვუთანხმდებოდით ხოლმე შვებულებაზე და ერთად მივდიოდით დასასვენებლად, მაგრამ ეხლა სხვანაირად დავგეგმე.”- ამბობს ლიკა და ცოლ-ქმარი ერთმანეთის დამოუკიდებლად აპირებს თავისუფალი დროის გატარებას.რეალობა კი ასეთია: ბევრი წყვილი თანაბრად ცდილობს გამოიმუშაოს თანხა, მუშაობენ, ზოგი სახლშიც და სამსახურშიც ერთად არის, ამიტომ ერთად დასვენება აღარ უნდათ. ზოგჯერ კი სხვა მიზეზებიც ჩნდება, როცა ერთობლივი შვებულება შეუძლებელია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

დასვენება ქმრის გარეშე – “ყოველთვის ვამთხვევდი ჩემს შვებულებას ქმრისას, რათა ერთად დაგვესვენა ხოლმე. ჩემს სამსახურში აუცილებელია წინასწარ შეთანხმება, ამიტომ როდესაც ქმარს ვკითხე, თუ როდის ამეღო შვებულება, მან მიპასუხა, რომ ამჯერად ერთად ვერ დავისვენებდით”.ქმარმა მითხრა, რომ უნდა დაეხმაროს დედას რემონტის გაკეთებაში, ამიტომ დასასვენებელი თანხა ვერ გადადო. ამიტომ გადავწყვიტეთ არსად არ წავსულიყავით. მე შვებულება ავიღე აგვისტოს ბოლოს, ხოლო ქმარს ოქტომბრის დასაწყისში უწევდა. ჩემი შვებულება სახლში გავატარე, ვალაგებდი, სამზარეულოში ვფუსფუსებდი, ხანდახან მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გავდიოდი ხოლმე.ამ დროს ქმარი დედასთან მიდიოდა და ეხმარებოდა ხოლმე, მეც ხანდახან მივყვებოდი. ასე ჩაიარა ჩემმა შვებულებამ. ეხლა კი, როცა ოქტომბერი მოახლოვდა, ქმარმა გამომიცხადა, რომ უნდა თავისი შვებულება ზღვაზე გაატაროს ჩემს გარეშე! რომ ძალიან გადაიღალა, ცოტა ფული გადადო და დასვენება ჭირდება…

არ მესმის ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ ყოველთვის ვუთანხმდებოდით ერთმანეთს. გამოდის, რომ ჩემი შვებულების დროს ფული არ ქონდა, ეხლა კი თავისთვის აქვს.ქმარი აპირებს ორი კვირით საზღვარგარეთ წასვლას, მე კი სამსახურში უნდა ვიარო. ეს სამართლიანია? თავს მოტყუებულად ვგრძნობ. არ მესმის სიტუაციის ასე შემობრუნება. ძალიან განაწყენებული ვარ.”

რედაქციისგან: შეიძლება, ლიკას ქმარს არ სურდა ცოლთან ერთად დასვენება და არც თუ ისე სამართლიანი ხერხი მოიგონა. როდესაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ და სულ ერთდ არიან, თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ, ხანდახან ერთმანეთისგან დასვენებაც ჭირდებათ, საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენა. ზოგიერთისთვის ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა.ან სხვა პრობლემაა და ჯობია ორივემ ფსიქოლოგს მიმართოს. სპეციალისტი ასწავლის, როგორ მართონ საკუთარი გრძნობები და ემოციები, აუხსნის გულახდილი საუბრის მნიშვნელობას. თუ ადამიანები ერთმანეთის გვერდით თავს კომფორტულად არ გრძნობენ, არ შეუძლიათ გულის გადაშლა პარტნიორისთვის, ეს პრობლემაა და აუცილებლად კორექტირება ჭირდება. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს