“ყველას სურს ლამაზი საჩუქარი გაუკეთოს დედას დაბადების დღეზე. ამ თვეში დედაჩემის დაბადების დღეა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი შევურჩიე, მაგრამ სამაგიეროდ პრაქტიკული და საჭიროა. აი, დედა როგორ მოექცა ჩემს საჩუქარს, ამან ძლიან გამაკვირვა.” – პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთ ამბავს მოგიყვებით:
ლამაზი საჩუქარი დედისთვის
ურთიერთობა დასთან – “მე მქვია ქრისტინე, ვარ 35 წლის, მყავს ქმარი და ორი შვილი. მაქვს ნორმალური სამსახური. მშობლები ახლოს ცხოვრობენ, ჩემი და უფრო მოშორებით, მას ირინა ქვია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე 4 წლით დიდია, რატომღაც უფროს დად მე უფრო ვგრძნობ თავს.მე და ირინას მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. მასაც ყავს ქმარი და ქალიშვილი, მაგრამ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. როდესაც ვინმეს ხვდება, მაშინვე წუწუნს იწყებს თავის ცხოვრებაზე, რომ ყველაფერი საშინლად აქვს – ცუდი სამსახური, ბავშვი სულ ავადმყოფობს, ქმარი ყურადღებას არ აქცევს… ჩემს მშობლებზე ამას დიდი გავლენა აქვს და ეცოდებათ.
დის წუწუნი – არ მესმის ასეთი ქცევა. მეც მაქვს ხოლმე პრობლემები, მაგრამ ვცდილობ ამით არავინ შევაწუხო. მშობლებსაც არაფერს ვეუბნები, ვიცი, რომ ინერვიულებენ. მაგრამ ირინა სხვანაირად იქცევა. ერთხელ ჩემთან მოვიდა სტუმრად, სამზარეულოში ვიყავი და საჭმელს ვაკეთებდი. ჩამოჯდა და დაიწყო წუწუნი – როგორი უბედურია და რა ცუდად აქვს ყველაფერი. საბოლოოდ, ის წავიდა უარყოფითი ემოციებისგან დაცლილი და კარგ ხასიათზე, მე კი მთელი დღე ცუდად ვიყავი ამდენი ნეგატივისგან.და აი, დედის დაბადების დღეზე მივედი ქმართან და შვილებთან ერთად. ჩემი დაც მოვიდა ოჯახით. დედას საჩუქრად მივუტანე პირსახოცების ნაკრები. ვისადილეთ, ვისაუბრეთ და როდესაც ვიშლებოდით, შევნიშნე, რომ დედამ ჩემი საჩუქარი ირინას ჩაუდო ჩანთაში.
ირინას დახმარება ჭირდება – უბრალოდ, დავმუნჯდი, სიტყვები ვერ ვიპოვე. დაველოდე ირინას წასვლას და დედას დაველაპარაკე:
- – რატომ მიეცი, დედა, ჩემი საჩუქარი ირინას?
- -შვილო, მას უფრო ჭირდება, ცოდოა. ხომ იცი, როგორ უჭირს, უნდა დავეხმაროთ.
ძალიან მეწყინა. ირინას ჭირდება დახმარება და მე, ვისაც ხელფასი ძლივს მყოფნის, საჩუქრის ფული შევაგროვე და დედას საჩუქარი გავუკეთე, არავის ვახსოვარ. ეს ამბავი არავისთვის მითქვამს. ირინა უკვე 40 წლისაა და აქეთ უნდა ეხმარებოდეს მშობლებს.დედის საქციელიც არ მომწონს. მისთვის ერთი შვილის მდგომარეობა უფრო საინტერესოა, ვიდრე მეორის. ხომ იცოდა, რომ მეწყინებოდა? ეს რამდენად სამართლიანია? ან ჩემს თვალწინ ნუ გააკეთებდა მაინც ამას!”
დასკვნა: რამდენად მართალია ქრისტინეს პოზიცია დის და დედის მიმართ? სწორია სხვისი საჩუქრის გაჩუქება? რატომ ცდილობს ზოგიერთი ადამიანი მუდმივად თვის შეცოდებას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.