14 რეცეპტი ნივრით მკურნალობისთვის: ნუ გადაყრით ამ ბოსტნეულის ნაჭუჭსაც კი

3496

გარეგნობითა და სუნით ბევრისთვის ამაზრზენი ბოსტნეული მცენარეულ საშინაო აფთიაქში ლამის პირველ ადგილზე დგას. მისთვის საჭირო არაა აფთიაქში წასვლა, მით უმეტეს, უდაბნოს შემოვლა – მას ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით.

ძველი დროიდან, ნიორი ერთ-ერთ საუკეთესო ანტისეპტიკად ითვლება. ესაა პირველი საშინაო საშუალება გაციების, გრიპის, ვირუსული ინფექციის დროს. მისი ორთქლის შესუნთქვა გვეხმარება ხველის, ანგინის, სურდოს დროს. ნიორს იყენებენ ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტათიკური დაავადებების, ფილტვების აბსცესის, ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, რევმატიზმის, კანის დაავადებების, პრესიმსივნური და სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ. ნივრის ფაფა, შერეულ თაფლთან, გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ნაწიბუროვანი ენდარტერიიტის დროს.

ნიორი ყველა ქვეყანაში პოპულარულია. ჩინეთში ამ ბოსტნეულის მკურნალობენ სასუნთქი სისტემის, საჭმლის მონელების, სისხლის მიმოქცევის პრობლემებს, რევმატიზმს, ავიტამინოზს, კანის დაავადებებსა და მენსტრუალური ციკლის დარღვევებს, ევროპაში – ტუბერკულოზსა და დიზენტერიას. იაპონიაში ნივრის უმი და ნაკლებად მარილიანი ნედლეულით მკურნალობენ კიბოს, იგი აუცილებელი კომპონენტია ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების წინააღმდეგ. ხოლო რუსეთში ნივრის არყიანი ნაყენი თირკმლებისა და შარდის ბუშტის სამკურნალოდ გამოიყენება, ამ ორგანოდან კენჭების გამოსადევნად.

ნივრის გამოყენება სამკურნალოდ:

1. დისბაქტერიოზი

ნივრის საშუალო თავი გაფცქვენით, დანაყეთ, დაასხით მიღებულ ფაფას 1 ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და შედგით 1 დღით მაცივრის ქვედა თაროზე. შემდეგ მიიღეთ თითო ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადე, მოხმარებამდე 1 კოვზ ზეთს დაუმატეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი. მკურნალობის კურსი 1-3-თვიანია. შეისვენეთ 1 თვით. აუცილებლობისამებრ გაიმეორეთ. გარდა ამ ყველაფრისა, იგი ხსნის ტვინის სისხლძარღვებისა და გულის კუნთების სპაზმებს, ქოშინს, დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზის დროს.

2. ლამბლიოზი

თანაბრად შეურიეთ ნივრისა და პირშუშხას ფაფები. 1/4 ჭიქა მასას დაასხით 0.5 ლ არაყი და დააყენეთ 10 დღით, გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. დააყოლეთ წყალი.

3. ბრონქული ასთმა

შეურიეთ ნივრისა და პირშუშხას 100-100 გ ფაფები, დაუმატეთ 150 გ კარაქი და 600 გ თაფლი, გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ შეუჩერებლად. შეინახეთ მჭიდროდ დაცული თავსახურის ქვეშ, მაცივარში. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამამდე 1 საათით. მკურნალობის კურსი 2-თვიანია. შეისვენეთ 1 თვით და გაიმეორეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

4. ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ობლიტერირებადი ენდარტერიიტი, გულის იშემია

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ნივრის ფაფა და თაფლი, მჭიდროდ დაახურეთ და დააყენეთ ბნელ ადგილას 1 კვირით, პერიოდულად ურიეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე, 1-2 თვის განმავლობაში.

5. ახალდაწყებული სურდო

მიირთვით 1 ლებანი ნიორი და შეისუნთქეთ მისი ფიტონციდები. შეგიძლიათ, ნესტოებში დანაყული ნივრის ფაფით გაჟღენთილი ტამპონები შეიდოთ, წინასწარ კი ნესტოები ვაზელინით დაიზილეთ. მიიღეთ ყოველ 2 საათში 1 ჩ.კ. ნივრისა და თაფლის მასა და ასე გრიპს, სურდოს, გაციებას, მრდ-სა და მრვი-ს დაამარცხებთ.

6. ბრონქიტი

50 გ გაწმენდილ, დაქუცმაცებულ, ზამთრის ნიორს დაასხით 100 მლ ვაშლის ძმარი, აადუღეთ, ხარშეთ 10 წუთით ძლიერ ცეცხლზე, გადაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნახარში დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 15-დღიანია.

7. პარაზიტები

მათ მოიშორებთ, თუ უზმოზე 10-15 წვეთ ნივრის ახლადდაწურულ წვენს მიიღებთ.

8. დამწვრობა, მეჭეჭები, სირსველი, კოჟრები, ნახეთქები, ეკზემა, ფურუნკულები

დაიდეთ ხის ჯამში დანაყული ნივრის მასის კომპრესები კანის დაზიანებებზე. ჩირქოვანი ჭრილობები ხორცდება, თუ მათზე ნივრის ფერფლსა და მცენარეული ზეთის თანაბარპროპორციულ ნარევს წაისვამთ.

9. კუჭის ტკივილი

საჭმლის მონელება დარეგულირდება, მადა გაუმჯობესდება, იმუნიტეტი ამაღლდება და კუჭის ტკივილი გაქრება, თუ ჭამის დროს მიირთმევთ ნიორშეზელილ პურის ქერქს, ხოლო ვახშმამდე 30 წუთით ადრე ნივრის 2-3 ამონაცენს მიიღებთ.

10. ათეროსკლეროზი და ჰიპერტონია

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით დაქუცმაცებული ლიმონი და ნიორი, გახსენით მასა მცირე რაოდენობით მდუღარე წყალში და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი – 1 თვე გრძელდება, 2-კვირიანი დასვენების შემდეგ კი გაიმეორეთ, საჭიროებისამებრ.

11. თმისცვენა და ქერტლი

თმა გაძლიერდება, თუ ყოველდღე, 2კვირის განმავლობაში, თავის კანში ნივრის ფაფას შეიზელთ, ხოლო 30 წუთის შემდეგ თავს თბილი წყლისა და ქათმის კვერცხის უმი გულს ნარევით გადაივლებთ.

12. ძალების შესუსტება

ჭამამდე 1 ს.კ. ნივრისა და თაფლის ნარევის მიღება ამ პრობლემას მოგიხსნით.

13. ხმაური თავში, გამოწვეული თავის ტვინში სისხლძარღვების შევიწროვებით

ყოველ დილით, უზმოზე, მიირთვით 1 ნაჭერი ლიმონი და 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი. ასევე, შეგიძლიათ ხორცსაკეპში გაატაროთ კანიანად, ოღონდ უკურკოდ, 2-3 ლიმონი და 2-3 თავი ნიორი, დაასხათ მიღებულ მასას მდუღარე წყალი ზედაპირის დაფარვამდე, დააყენეთ 2-3 დღით, შემდეგ გადაწურეთ, დაწურეთ და მიირთვით უზმოზე 50 მლ ნაყენი.

14. ხველა და ყივანახველა

დაასხით ემალირებულ ქვაბში 1 ლ რძე 11 კბილ ნიორსა და გაფცქვნილ ხახვს, აადუღეთ და ხარშეტ ნელ ცეცხლზე, ბოსტნეულის დარბილებამდე. გამორთეთ ცეცხლი, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ 1 ს.კ. თბილი სითხე ყოველ საათში.

უკუჩვენებები

უმი ნიორი არ შეიძლება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების – პანკრეატიტის დროს. ნივრის უკუჩვენებაა თირკმლების ისეთი დაავადებები, როგორიცაა ნეფრიტი და ნეფროზი.

ნივრით მკურნალობაზე უარი უნდა თქვან მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობის შემთხვევაში.

ნიორი გავნებთ ბუასილის გამწვავების დროსაც. მისი პრეპარატების მიღება აკრძალულია ეპილეფსიის, ფეხმძიმობის, ჭარბი წონის, სიმსუქნის დროს.

მართალია, ავიცენა ამბობდა, რომ “ნიორი ყველა დაავადებას კურნავს”, თუმცა მისი უკუჩვენება თავადაც აღმოაჩინა – თვითონვე დაწერა, რომ “ნიორი აქვეითებს მხედველობას”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს