როგორ წავიდეთ სუსტი მამაკაცისგან, რომელთანაც არანაირი მომავალი არ გვაქვს და დავიცვათ თავი მისი მსგავსი პერსონებისგან დაშორების შემდეგ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ. მანამდე კი გაგიზიარებთ ამბავს ჩვენი მკითხველის ცხოვრებიდან, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა სუსტი მამაკაცის გვერდით ცხოვრების ნიუანსები.
როგორ მივატოვოთ სუსტი მამაკაცი
“ჩემი ცხოვრების ათი წელი ამაოდ დავკარგე მამაკაცზე, რომელიც ამად არ ღირდა. ათი წელი ვითმენდი დამცირებას ადამიანისგან, რომელსაც ვაღმერთებდი და ვაიდეალებდი. ვნანობ თუ არა? არც ისე, რადგან ეს ათი წელი მე მჭირდებოდა იმისთვის, რომ გამეცნობიერებინა ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ჯობია იყო მარტო, ვიდრე იცხოვრო სუსტი მამაკაცის გვერდით, რომელიც თავს ძლიერად გაჩვენებს.ჩვენ ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვიყავით, მაგრამ ათი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრეთ. გვყავდა შვილი, რომელზე ზრუნვაც მთლიანად მხრებზე დამაწვა დაშორების შემდეგ. პრინციპში, ბავშვის ჩემთან ყოფნა და მის აღზრდაში არ ჩარევა, ეს საუკეთესო იყო, რაც ამ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა.ყველა ფინანსური საკითხი ჩემი გადასაწყვეტი იყო. თუ რამეზე ფული არ გვყოფნიდა, ჩემი ძვირფასი მეორე ნახევარი მსაყვედურობდა, რომ ვარ მფლანგველი და არ ვიცი ფულის სწორად გამოყენება. მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ვიმატებდი სამუშაოს, თავად კი მთელ ხელფასს აზარტულ თამაშებსა და გართობაში ხარჯავდა.ყოველდღიური ხარჯებიც ჩემს კისერზე იყო და ეს მე მომწონდა კიდეც. ჩემი მეუღლე მარწმუნებდა, რომ რადგან ქალი ვარ, მე უნდა ვიზრუნო ოჯახურ კერაზე, მეც თავდაუზოგავად მივდევდი მის წესებს.
შინაგანი და გარეგანი გარდასახვა – დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ მოვლილი, ლამაზი ქალისგან გადავიქეცი ფერმკრთალ და ნერვიულ არსებად, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – წავიდეს სამსახურში, აჭამოს ბავშვს, გარეცხოს სარეცხი, მოუაროს ქმარს…როდესაც გავაცნობიერე, რომ დავხარჯე ჩემი ცხოვრების 10 წელი ამ ყველაფერზე, შემეშინდა, რომ სულ ასე ვიქნებოდი. ამიტომ გადავწყვიტე რამე შემეცვალა. ვცადე ქმართან დალაპარაკება, მაგრამ არაფერმა გაჭრა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ერთადერთი გამოსავალი მასთან ურთიერთობის დასრულება იყო. რაც მალე გავაკეთე…ვიღაცას ასეთი მამაკაცის გავლენისაგან გასათავისუფლებლად რამდენიმე თვე ჭირდება, ზოგს რამდენიმე დღე, მე კი გაცილებით ბევრი დამჭირდა.
ეხლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ აღარასდროს დამემართება იგივე. ეს გამოცდილება დამეხმარა გავმხდარიყავი ქალი, რომელმაც იცის თავისი ფასი და თავისი ინტერესების საზიანოდ აღარაფერს გააკეთებს. მე ვამაყობ ჩემი თავით და რაღაც მომენტში მადლობელი ვარ იმ ადამიანის, რომელმაც ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გაკვეთილი მომცა.
თქვენ გქონიათ მსგავსი ტოქსიკური ურთიერთობა? რამდენი ხანი დაგჭირდათ ამის გასაცნობიერებლად? შესძელით მისგან გამოსვლა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.