დაავადებების დიდ ნაწილს უმკლავდება ოროვანდის თესლი, უბრალოდ იგი მცენარის ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში უნდა დამწიფდეს და მშრალ ამინდში უნდა შეგროვდეს. ამ თესლების შენახვის ვადა 3 წელია. ყაბზობის, შეშუპების, სიფილისის, შარდსასქესო სისტემის ანთების, გველისა და მწერების ნაკბენის დროს, 20 გ ოროვანდის თესლს ასხამენ 200 მლ მდუღარეს, აყენებენ 30 წუთით, წურავენ და იღებენ 25-50 მლ-ს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს ნაყენივე გამოიყენება მტკივანი ადგილების გასაბანად. მკურნალობის კურსი 2-3 კვირას გრძელდება. 7 დღეში შეგიძლიათ გაიმეოროთ.
სიმელოტე (ალოპეცია) შეიძლება აწუხებდეს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც. თუმცა, როცა მამაკაცები მელოტდებიან, ამას ყველა ნორმალურად მიიჩნევს, ხოლო როცა ეს პრობლემა ქალებს აწუხებთ, მგონი, ახსნა საჭირო არაა. თუმცა, იმედი ნუ გაგიცრუვდებათ, რადგან სიმელოტის შეჩერება შესაძლებელია. ამ მიზნით, შეურიეთ 1 ჩ.კ. კონიაკი 2-2 ს.კ. ხახვის უმ წვენსა და ოროვანდის ნახარშს(1 ს.კ. ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვი ადუღეთ 30 წუთით 1 ჭიქა წყალში და გადაწურეთ), კარგად შეიზილეთ მასა თავის კანში და შეიხვიეთ პირსახოცით. 2 საათში დაიბანეთ, ჩვეულებრივ. შეასრულეთ პროცედურა ყოველ კვირას, სიმელოტის შეწყვეტამდე.
თირკმლებზე კისტის სამკურნალოდ გთავაზობთ შემდეგ საშუალებას: მოკრიფეთ ახალგაზრდა ოროვანდის ფოთლები, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში დაფერთხე, გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაწურეთ მარლაში და გაავსეთ წვენით 0.5-ლიტრიანი ქილა. ამ რაოდენობის წვენი 1 კვირით გეყოფათ. მიიღეთ სამი დღის განმავლობაში, თითო დ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ხოლო შემდეგ, თვის ბოლომდე, დალიეთ 1 ს.კ. წვენი 1 მიღებაზე. შეისვენეთ 1 თვით და გაიმეორეთ კურსი. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ოროვანდი ხარობს. ზამთრისთვის გააშრეთ ოროვანდისა და მზესუმზირის ფესვები, მოამზადეთ მათგან ნახარში და დალიეთ. გარეცხეთ ფესვები კარგად, გააცალეთ წვრილი ბუსუსები, დააქუცმაცეთ და გამოაშრეთ. 1 მუჭა ფესვს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 10-15 წუთით და დააყენეთ გაგრილებამდე. შეინახეთ ნახარში მაცივარში. დალიეთ უზმოზე 1 ჭიქა. შემდეგი ნახარშის მომზადება უკვე გამოყენებული ფესვებითაც შეგიძლიათ, თუ ცოტაოდენ ახალსაც დაუმატებთ, უბრალოდ 20-30 წუთით უნდა ხარშოთ. დალიეთ 3 ქილა ნახარში, შეისვენეთ და გაიმეორეთ.
ძლიერ თმისცვენას შემდეგნაირად შეაჩერებთ: 5 ს.კ. მცენარის ფესვს დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სითხის მოცულობის განახევრებამდე. მიღებული სქელი ნახარში შეურიეთ ღორის ქონს, გაავსეთ მასით თიხის ქოთანი, დაახურეთ თავსახური, წაუსვით ცომი და შედგით 2 საათით ცხელ ღუმელში. გაგრილების შემდეგ, შეიზილეთ მომზადებული საშუალება თმის ძიებში. ამის შემდეგ, დაიბანეთ თავი სარეცხი საპნით. შეასრულეთ კვირაში 2-3 პროცედურა, 1 თვეში კი თმისცვენა შეწყდება.
ღვიძლის პრობლემები თავიდან რომ აიცილოთ, ყოველწლიურად, მაისში, დალიეთ ოროვანდის ფოთლების წვენი. მოწყვიტეთ ფოთლები, გარეცხეთ, ოდნავ შეაშრეთ, მოაჭერით ძირები და გაატარეთ ხორცსაკეპში. ღრმა თასში, მარლის გამოყენებით, დაწურეთ წვენი. ჩაასხით იგი ნახევარლიტრიან ქილებში. დალიეთ უშუალოდ ჭამის წინ, 1 ს.კ. ოდენობით, და მალევე მიირთვით საკვები, რადგან წვენი ძალიან მწარეა. მიიღეთ 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ ამდენივე ხნით და გაიმეორეთ კურსი. მკურნალობა ძალიან ეფექტურია. განსაკუთრებით, იგი რეკომენდებულია მათთვის, ვინც სხვადასხვა სახის ჰეპატიტი გადაიტანა.