ჩემი საუკეთესო მეგობარი მივიდა ჩემს ქმართან გაბრაზებული, სანამ მე ჩემს მშობლებთან ვიყავი

4339

ვინ არის ის ჩვენთვის – ყველაზე ახლო მეგობარი? ის ვინც ყოველთვის გვერდით დაგვიდგება დღეც და ღამეც? ვინც იცის ყველა თქვენი საიდუმლო და გულწრფელად გიზიარებთ თავისას? თუ ის, ვინც სარგებლობს ნდობით, თავისი მიზნების მისაღწევად? როგორც ამბობენ, “ახლოს გყავდეს მეგობრები, ხოლო მტრები კიდევ უფრო ახლოსო. სამწუხაროდ, ამიერიდან მეგობარი და მტერი ერთია ჩემთვის. და აი, რატომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ყველაზე ახლო მეგობარი

ჩემი მეგობრობა ლილესთან – ლილე ყოველთვის მეგობრული გოგონა იყო. უფროს კლასებში დავმეგობრდით და ეს მუდმივ , მრავალწლიან მეგობრობაში გადაიზარდა. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ და სამსახურში გავედით, ვცდილობდით ყველა თავისუფალი დრო ერთად გაგვეტარებინა. ჩვენ ერთ საზოგადოებაში ვტრიალებდით, გვყავდა საერთო მეგობრები. რაღაც პერიოდი ლილე ხვდებოდა ერთ ბიჭს, მე კი მის მეგობარს. შედეგად, ერთი წლის მერე ჩვენ დავქორწინდით, ხოლო ლილემ სხვა ბიჭი მოძებნა.ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მეგობრული შეკრებები, რამდენიმე ჭიქა სასმელი და გოგოების ჭორაობა… ისე ჩანდა, რომ ლილეს თავის ცხოვრებაში ყველაფერი მოსწონდა. ჯერ კიდევ იდეალური მამაკაცის ძიებაში იყო, მაგრამ ეს რა პრობლემა იყო, ჯერ ხომ 24 წლისები ვიყავით? მე არც მიფიქრია, რომ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე ის.ერთხელ დედასთან დავრჩი ღამით, რადგან გვიანამდე მოიწია ყოფნა და შორს ვცხოვრობ. მივწერე ქმარს დ დავწექი დასაძინებლად. მეორე დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი, დიდი სიახლე მელოდებოდა!

ახალი ამბავი – ქმარმა მითხრა, რომ ზუსტად ნახევარ საათში, რაც მე დასაძინებლად დავწექი, ჩვენს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ეს იყო ლილე, თან ნასვამი. ქმარმა შემოიყვანა სახლში და მისი გამოფხიზლება სცადა. ჯერ წყალი მიაწოდა, მაგრამ ლილემ დაიწყო ტირილი. ის ამბობდა, რომ არავის არ სჭირდება, რომ ძალიან ცუდად არის, შემდეგ კი გამოუტყდა, რომ უკვე დიდი ხანია შეყვარებულია ჩემს ქმარზე. მისი ცდუნებაც სცადა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ვერაფერს გავიგებდი.ჩემმა ქმარმა მაშინვე გააცილა გარეთ, ჩასვა მანქანაში და წაიყვანა სახლში. მაშინვე უნდოდა ჩემთვის დაერეკა, მაგრამ გვიანი იყო და აღარ გამანერვიულა.

დაქალის პასუხი – შოკში ვიყავი ლილეს საქციელის გამო. მისგან ასეთ რაღაცას არ ველოდი, არც სასმელს ეტანებოდა ხოლმე. მაგრამ რაც მან შემდეგ თქვა!.. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ერთმანეთთან პირად ცხოვრებაზე. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მე ძალიან გამიმართლა. ამას ვიღებდი როგორც მეგობრულ საუბრად. იმ დღესვე წავედი ლილესთან დასალაპარაკებლად. მან მითხრა, რომ საერთოდ არაფერი არ ახსოვდა და მომიბოდიშა. ჩემს ქმარს კი მისი დანახვაც აღარ უნდა. რომელს დავუჯერო აღარ ვიცი.ქმარმა რატომ უნდა მომატყუოს, ლილემ კი… მითუმეტეს, ის ყველაფერს უარყოფს. მინდოდა აეხსნა თავისი საქციელი. ასეთ სიტყვებს ხომ უბრალოდ არ ამბობენ? თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. გამოდის, რომ დაქალი თამაშობდა მთელი ეს პერიოდი და ელოდებოდა ხელსაყრელ დროს, რომ ჩემი ქმარი ეცდუნებინა. მე კი მას ვენდობოდი და ყველაზე ახლობელ ადამიანად ვთვლიდი.

დასკვნა: ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო, რომელსაც არავის გაუმხელს. ასეთია ადამიანის ბუნება. თქვენს გვერდით ისეთი ადამიანის ამოცნობა, რომელმაც შეიძლება გიღალატოს, თითქმის შეუძლებელია უშუალოდ ღალატის მომენტამდე. ამიტომ ზედმეტი სიფრთხილე არ გვაწყენდა. თქვენ რას იტყვით? გქონიათ ცხოვრებაში ღალატის შემთხვევები? როგორ იქცეოდით ასეთ დროს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს