უტყუარი ნიშნები იმისა, რომ ქალი საკუთარ თავს პატივს აღარ სცემს

0
1429

ამაყი ქალი არასოდეს დაუშვებს… როგორ დაასრულებდით ამ წინადადებას? რა მოგდით პირველად თავში? თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა პასუხი ექნება. ჩვენ ხომ საკუთარ გამოცდილებას ვეყრდნობით, ის კი ყველას განსხვავებული აქვს.

ამაყი ქალი

დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ, იმაზე, თუ რის დაშვება არ შეიძლება ქალის ცხოვრებაში. აჯობებს ჩვენგან გაიგოთ ამის შესახებ, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადოთ ის და თქვენს გულში დაღად დარჩეს.

შეიძლება თქვენ უკვე გადაიტანეთ რაღაც მსგავსი და ვერ გადაამუშავეთ შინაგანად. სცადეთ, დამშვიდდეთ და გააანალიზოთ ყველაფერი. თქვენი შფოთვა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ არ გსურთ რეალობის მიღება.

რას არ გააკეთებს ქალი, რომელიც საკუთარ თავს სცემს პატივს

  1. მოითმინოს ცუდი დამოკიდებულება მის მიმართ – ყველა ვიმსახურებთ სიყვარულს და პატივისცემას. თუ ვინმე სისტემატიურად არღვევს თქვენს პირად საზღვრებს და თამაშობს თქვენი გრძნობებით, ეს ცუდია და არ უნდა დაუშვათ. შეიძლება თავიდან მოგეჩვენოს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ შენი ფსიქიკა ასე არ ფიქრობს. მისი უარყოფითი შედეგები შეიძლება აისახოს სამსახურში, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებში…
  2.  დაეთანხმო იმაზე, რაც არ მოგწონს – ზოგს გონია, რომ კომფორტულ ადამიანად ყოფნა კარგია. ეს ასე არ არის. ასეთ ადამიანებს პატივს არ სცემენ. ის მიზნის მისაღწევი ხელსაწყოა სხვებისთვის. გინდათ ასეთი ხელსაწყო იყოთ?  იცოდეთ, რომ თუ ასეთი “დევაისი” ფუჭდება, მას უბრალოდ აგდებენ. რატომ უნდა იცხოვროთ სხვისი სურვილებისთვის?
  3. უგულისყუროდ ექცევა საკუთარ ჯანმრთელობას – შენ საკუთარი თავისთვის ყველაზე მთავარი ადამიანი ხარ. წარმოიდგინე, რომ ხარ მზრუნველი მშობელი, რომელიც საკუთარ შვილზე ზრუნავს. დაუშვებდით, რომ ბავშვს რამე ატკივდეს და ექიმთან არ წაიყვანოთ? არავინ არის ვალდებული შენზე იზრუნოს. შენ უნდა იყო შენი თავის დედაც, მამაც და მოსიყვარულე ქმარიც. კარგია, თუ გვერდით მზრუნველი ადმიანებიც გეყოლება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.
  4. არ მიგაჩნდეს თავი ლამაზად და სიყვარულის ღირსად – საკუთარი თავი კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ზომიერად. ის ვინც საკუთარ თავს შეიყვარებს და მიიღებს როგორიც არის, იზრუნებს მასზე სწორი მიმართულებით, მეტ პატივისცემას დაიმსახურებს. ჯანსაღი კვება, ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი საკუთარი თავის პატივისცემაა. მთავარი წესი: არასოდეს შეედარო სხვას, იყავით ის, რაც ხარ!
  5. ზედმეტ ყურადღებას აქცევს კრიტიკას – ერთი მხრივ, ჯანსაღი კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ ნორმალურია. მაგრამ არ უნდა მისცე უფლება ვინმემ მართოს შენი განწყობა და ურთიერთობა საკუთარ თავთან. დაიმახსოვრე: შენ ინდივიდი ხარ და არავის გავხარ! ხარ ლამაზი, ჭკვიანი და სრულყოფილი. საკუთარ ნაკლოვანებებზეც იმუშავებ, მაგრამ ინიციატივა მხოლოდ შენგან უნდა მოდიოდეს და არა ქმრისგან, დედისგან ან შურიანი თანამშრომლისგან.

თუ შეგიძლიათ ამ წესებს კიდევ რამე დაამატოთ, სიამოვნებით მოგისმენთ. გაგვიზიარეთ კომენტარებში.