დედამთილი მთხოვს ფულს იმ ფეხსაცმლისთვის, რომელიც თავის შვილს აჩუქა

0
924

“უკვე მერამდენედ, დედამთილის დათვური სამსახური საკმაოდ დიდ თანხას გვაცლის ხელიდან. უცნაური საჩუქრები იცის ქალბატონმა ვენერამ” – გვიყვება პაპარაცის რესპოდენტი. ეხლა ის დეკრეტშია და ზრდის შვილს, ქმარი მუშაობს, მაგრამ ფული ძლივს ყოფნით. მშობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, მაგრამ დედამთილის უცნაური დახმარება აღარ უნდა რძალს.

დათვური სამსახური

“მალე ჩემი შვილი 2 წლის გახდება, ჯერჯერობით მე დეკრეტში ვარ. მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ, მაგრამ ფული არ გვყოფნის. ხელფასით ტანსაცმლის ყიდვასაც ვერ ვახერხებთ, მხოლოდ ბავშვს თუ ვუყიდით საჭირო  ნივთებს.ცოტა ხნის წინ ქმარი სახლში გახარებული დაბრუნდა და რაღაც ყუთი მოიტანა. ყუთში მამაკაცის ფეხსაცმელები იდო.აღმოჩნდა, რომ დედამთილმა შვილს აჩუქა ეს ფეხსაცმელი. ძალიან გაგვიხარდა, რადგან იმ მომენტში არაფრის ყიდვა არ შეგვეძლო. რამდენიმე დღეში დამირეკა დედამთილმა და მკითხა, როდის მივცემდი ფეხსაცმლის ფულს? მაშინვე ვერ მივხვდი, მერე კი ვუთხარი, რომ ეს ხომ საჩუქარი იყო და თან ფული საერთოდ არ გვქონდა.დედამთილმა მითხრა, რომ არ შეეძლო იმის ყურება, როგორ დადიოდა მისი შვილი ძველი ფეხსაცმლით. ამიტომ უყიდა და ახლა ელოდება ფულის დაბრუნებას ჩვენგან. ქალბატონი ვენერა პენსიონერია და მარტო ცხოვრობს, ის მართლა ძალიან დაიხარჯა და როგორღაც დავუბრუნეთ ფული.და აი, ბავშვის დაბადების დღისთვის ბებიამ შეარჩია საჭმელი სკამი, მოუტანა შვილიშვილს, მერე კი ფული მოგვთხოვა. ასეთი რამე პირველად მესმის. როგორ შეიძლება აჩუქო საჩუქარი და მერე ამის საფასური უკან მოითხოვო? სკამი საკმაოდ ძვირიანია, არ ენანება შვილიშვილისთვის, ძალიან სასაცილოა უკვე.ამ კვირაში ისევ მოვიდა ქალბატონი ვენერა თავისი უცნაური დახმარებით. ვიჯექი ჩემს მშობლებთან ერთად სამზარეულოში. ამ დროს შემოვიდა დედამთილი დიდი პაკეტით, რომელშიც ხორცი იდო. გვითხრა, რომ იაფად იყიდა და საჩუქრად მოგვიტანა. უკვე ვიცოდი რა საჩუქარიც იყო და აღარ შემეძლო ამ საჩუქრის “გამოსყიდვა”. ამიტომ არ გამოვართვი და ვუთხარი, რომ ეხლა არ მაქვს ამდენი ფული, თავად შევიძენ, ცოტას და რამდენიც დამჭირდებოდა.დედამთილს ეწყინ, აღარ მელაპარაკება და მობოდიშებას ელოდება. მე კი არ ვაპირებ. მან ძალიან კარგად იცის, როგორი რთული პერიოდი გვაქვს. ასეთ დახმარებას, ჯობია საერთოდ არაფერი გააკეთოს. ვთვლი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. ეს საჩუქრები საკმაოდ ძვირადღირებული და თან არც ისე აუცილებელი იყო. მალე სამსახურში გავალ და თანდათან ყველაფერი დალაგდება. დედამთილთან ურთიერთობა კი ამ ეტაპზე გამიფუჭდა.”

რედაციისგან: რთული წარმოსადგენია, რას ფიქრობდა და რა მიზანი ამოძრავებდა ქალბატონ ვენერას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, არასწორია საჩუქრის ფულის მოთხოვნა ადამიანისგან. მას გონია, რომ უკეთ იცის, როგორ უნდა იცხოვროს ახალგაზრდა ოჯახმა. არადა მათ ეს არ ჭირდებათ. აჯობებს გულწრფელად დაილაპარაკონ. თქვენ როგორ მოიქცეოდით რძლის ადგილას? რას ფიქრობთ ქალბატონი ვენერას ქცევაზე?