ნიგვზით მკურნალობის 8 მარტივი რეცეპტი. ზაფხულში ნაყენის მომზადება და რამდენიმე კგ კაკლის შენახვა არ დაგავიწყდეთ

1758

ზაფხულში რამდენიმე კგ კაკალი აუცილებლად შეინახეთ და ნაყენი მოამზადეთ. „პაპარაცი“ ნიგვზის გამოყენების 8 მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

ჩიყვი

თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 20 გრ თაფლი, 200 გრ კაკალი (ყავის საფქვავით დააქუცმაცეთ), ასევე 200 გრ ხმელი წიწიბურას მარცვლები (იმავე მეთოდით დაქუცმაცებული). მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და 24 საათის განმავლობაში შეჭამეთ. 3 დღის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ, ოღონდ ამჯერად მოცემული საშუალება 9 დღეზე გადაანაწილეთ. დამატებითი კურსი ნახევარი წლის შემდეგ გაიმეორეთ.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები

ამ პრობლემას აქტიურად ებრძვის შემდეგი რეცეპტი: მუქი ფერის ბოთლში რამდენიმე ინგრედიენტი ჩაყარეთ. ესენია: 0,5 გრ კატაბალახას ფესვი, 5 გრ არყის კვირტი, 2 ან 3 მუსკატის კაკალი და დაახლეობით 1 ს/კ დაქუცმაცებული ნიგვზის უღელი. ინგრედიენტები აურიეთ და 0,5 ხარისხიანი სამედიცინო სპირტი დაასხით. 3 კვირა დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ღამით დალიეთ, წყალი დააყოლეთ. შედეგს 2 დღეში დაინახავთ. შემდეგი პროცედურა მხოლოდ ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, 3 ან 4 თვეში ჩაიტარეთ.

დიარეა, დიფუზური და ტოქსიკური ჩიყვი

ამ სიმპტომებს ნიგვზის უღლის ნაყენი შესანიშნავად უმკლავდება. დაახლოებით 50 გრ დაფქულ ნიგვზის უღელს ნახევარი ლიტრი ღვინო (სჯობს ნატურალური) დაასხით, 1 კვირა დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჩ/კ ნაყენი წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ დალიეთ. თუ პრობლემა ასატანია, 1 ს/კ ნიგვზის უღელს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით გააჩერეთ (სასურველია წყლის ორთქლზე). 10 საათით დააყენეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

გულის ტკივილი

ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, კოლიტი – ამ დაავადებებს ზემოთ მოხსენებული ნაყენი გაუმკლავდება. მარტივი რეცეპტის დახმარებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და წნევის დარეგულირებას შეძლებთ. საღამოს 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნიგვზის უღელს 1 ჭიქა წყალი დაასხით, დილით 2-3 წუთით აადუღეთ. 10 წუთით დააყენეთ და შეფუთეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და უზმოზე დალიეთ.

სიყვითლე

ამ უსიამოვნო დაავადებას ნიგვზის ყვავილების დახმარებით მოიშორებთ. 0,5 წყალი 1 ს/კ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით ხარშეთ. გადაწურეთ.

რეცეპტის შემდეგი ნაწილი მეორე ნახარშის მომზადებას მოიცავს: 1 ლ რძე 7 ს/კ კანაფის თესლს დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ დაახლოებთ 15 წუთით ხარშეთ და გადაწურეთ.

ორივე ნახარში აურიეთ და 1 ს/კ ნარევი ყოველ 30 წუთში დალიეთ. მკურნალობა ხანგრძლივი, მაგრამ ეფექტურია. სწორედ ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ და მკურნალობა გააგრძელეთ.

შაქრიანი დიაბეტი

ხალხურ მედიცინაში ნიგოზს ხშირად იყენებენ. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ 50 გრ დაქუცმაცებულ ნიგვზის უღელს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი დაბალ ცეცხლზე 1 საათით ხარშეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. სისხლში შაქრის უფრო ეფექტურად დასარეგულირებლად არა მხოლოდ ნიგვზის უღელი გამოიყენეთ, არამედ ნიგვზის ფოთლების ნახარშიც მოამზადეთ. მნიშვნელოვანია! ორივე ნახარშს გამაძლიერებელი მოქმედება აქვს, ამიტომ მათთან ერთად საფაღარათო ნახარშიც უნდა მიიღოთ. კაკალი სხვადასხვა დაავადების დროს დაგეხმარებათ, თუ სწორად მიიღებთ.

სახსრების ტკივილი

კაკალი არა მხოლოდ შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ დაგეხმარებათ, არამედ მასაჟისთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. სახსრების ტკივილის დროს ასეთი მასაჟი გამოგადგებათ. საქმე ჩვეულებრივ მასაჟს არ ეხება. 2 ნიგოზი გაწურეთ და მარცხენა ხელიდან მარჯვენა ხელზე წაისვით ჯერ საათის ისრის მიმართულებით და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ.

ყელის აბსცესები

ნიგოზი ყელის აბსცესებსაც გაუმკლავდება. ამისთვის ნიგვზის ნაჭუჭი დაგჭირდებათ, რომელიც ჩვეულებრივი ნივრით უნდა აავსოთ. შემდეგ საჩვენებელ და ცერა თითებს შორის 30 წუთით დაიფიქსიროთ. მარჯვენა ან მარცხენა ხელზე იმის მიხედვით, თუ აბსცესი რომელ მხარეს გაქვთ. ძალიან მალე უსიამოვნება გაქრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს