ჩემი დაქალი თავს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში იბანს. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აკეთებდა ამას. დაბანის სიხშირეს ხომ სხვა რამე განსაზღვრავს? აღმოჩნდა, მას ჯერა, რომ კეთილდღეობა და ბარაქა პირდაპირ დამოკიდებულია ამ შეუცვლელ პროცედურაზე. გამოვკითხე ყველაფერი და დღე პაპარაცის ამ სტატიაში თქვენს გასწავლით, როდის უნდა დაიბანოთ თავი, რომ წარმატებულები გახდეთ.
როდის შეიძლება თავის დაბანა
ადამიანის ენერგეტიკა და თმის ენერგეტიკა, ერთმანეთზე დიდ გავლენას ახდენენ. უფრო მეტიც, ეზოთერიკოსებს სჯერათ, რომ თმა სასიცოცხლო ძალების და ენერგიის წყაროა. ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ მანიპულაციას თმაზე, თქვენს ცხოვრებაზე ექნება გავლენა.გეცოდინებათ, ხშირად ცუდ პერიოდში ქალები თმებს იჭრიან ხოლმე. ცნობილი ვარცხნილობა კარე, უკვე იქცა ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ. ვარცხნილობის შეცვლის შემდეგ ქალბატონები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. მათი შინაგანი ხმა მბობს: ” შენ მზად ხარ წარსულის დასავიწყებლად, რათა იცხოვრო ახლანდელით.”დამეთანხმებით, გაკრეჭვის შემდეგ, განწყობა მართლა უმჯობესდება. მაშინვე იგრძნობთ სიმსუბუქეს. ეს კი არ არის გასაკვირი, რადგან ამ დროს თავისუფლდებით დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან.
თმის ენერგეტიკა – ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ სწორედ თმით ვამყარებთ მჭიდრო კავშირს გარესამყაროსთან. ამას გარდა, თმის სიგრძე და მდგომარეობა გამოხატავდა ადამიანის ხასიათს. მაგალითად, გრძელი და ხშირი თმის პატრონები გამოირჩეოდნენ კარგი ჯანმრთელობით.თმას უნდა მოვეპყროთ მოწიწებით და პატივისცემით. თუ რთული და მძიმე დღე გქონდათ, ძილის წინ აუცილებლად გადაივლეთ თბილი წყალი. ამასთან, დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია თმის მთლიანად დასველება.არ იჩქაროთ შამპუნის დასხმა. წყალს ცოტა დრო მიეცით. შხაპის შემდეგ არ გაიშროთ თმები ფენით, უბრალოდ შემოიხვიეთ პირსახოცი 10-15 წუთი.
რომელ დღეებში უნდა დაიბანოთ თავი
- ორშაბათი – რთული დღეა, ის არავის უყვარს. ამიტომ ამ დღეს თავსი დაბანა არ არის სასურველი. თუ მაინც გააკეთებთ ამას, მთელი კვირა რთული და წარუმატებელი იქნება. აი სამშაბათს კი აუცილებლად უნდა დაიბანოთ თავი. ის საუკეთესო დღეა ახალი საქმეებისა და მიზნებისთვის.
- ოთხშაბათი – ერთ-ერთი სასურველი დღეა თავის დასაბანად. სწორედ ამ დღეს ორგანიზმი მზად არის შეისრუტოს ბევრი დადებითი ენერგია. ეზოთერიკოსები ამ დღეს თავის დაბანის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ გვირჩევენ, რომ ეს მზის ამოსვლამდე გავაკეთოთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაც უფრო ადრე ადგებით, უფრო პროდუქტიული დღე გექნებათ. სუფთა თავით კი, ამის მიღწევა უფრო მარტივი იქნება.
- ყველას გვიყვარს პარასკევი. ის კვირის ბოლო სამუშაო დღეა, რომელსაც ნანატრი დასვენების დღეები მოსდევს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ის ორშაბათის მსგავსია. ამიტომ ამ დღეს თავის დაბანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
- შაბათს საჭიროა არა მარტო კარგად დასვენება, არამედ კვირის ამბების შეჯამება. ეს იდეალური დღეა სახლის დასალაგებლად და თავის მოსაწესრიგებლად წყლის პროცედურები შაბათის აუცილებელი ნაწილია
- კვირა დღე კი სულიერი სიმშვიდის დღედ ითვლება თუ თქვენ თავს კვირის ბოლო დღეს დაიბანთ, დააშორებთ თქვენგან წარმატებას ბედნიერებას და ფინასურ კეთილდღეობას.
რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და თუ თქვენ, მაგალითად, კვირას დაიბანთ თავს არაუშავს!
რამდენად გჯერათ თქვენ ეზოთერიკის და ითვალისწინებთ თუ არა მის წესებს? იცავთ თუ არა თავის დაბანის ეზოთერიკულ წესებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.